საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხთომათა დარბაზს დავიცავთ, აქ ვერ შემოვა" - გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლის უფლებას არ მისცემენ
"სხთომათა დარბაზს დავიცავთ, აქ ვერ შემოვა" - გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლის უფლებას არ მისცემენ

სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძე აცხა­დებს, რომ პარ­ლა­მენ­ტში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მოს­მე­ნა ვერ მოხ­დე­ბა, მას სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­ცი­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, უგ­ნუ­რე­ბაა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია პარ­ლა­მენ­ტში მის­ვლას გეგ­მავს.

"ვი­თხოვ­დით, რომ ხვალ ის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გან­გვე­ხი­ლა, რაც დატ­რი­ალ­და და დარ­ბაზ­ში რუსი კო­მუ­ნის­ტის შე­მოთ­რე­ვით მოხ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა­ზე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა და იმის ნაც­ვლად, რომ ვი­თა­რე­ბა და­ა­წყნა­როს, ახლა თქვეს, რომ დამ­ნა­შა­ვე გა­ხა­რია პარ­ლა­მენ­ტში პა­რას­კევს უნდა მო­ვი­დეს და მო­ვუს­მი­ნოთ. მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას ითხოვს, რათა მან პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბით უტიფ­რად უნ­დათ, გა­ხა­რია მო­იყ­ვა­ნონ. ცე­ცხლზე ნავთს ას­ხა­მენ.

შეგ­ნე­ბუ­ლად აღი­აზ­ნე­ბენ ხალ­ხს, შეგ­ნე­ბულ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე მო­დი­ან. გაფრ­თხი­ლებთ, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თქვენ და­გე­კის­რე­ბათ, რად­გან გა­რეთ სხვა გან­წყო­ბაა, რა­საც ვერ ხე­დავთ. გა­ხა­რია ამ დარ­ბაზ­ში ვერ შე­მო­ვა, ამის პი­რო­ბას გაძ­ლევთ. გა­ხა­რია ვერ შე­მო­ვა, გავ­რი­ლო­ვი შე­მო­ვი­და და დარ­ბაზს და­ვი­ცავთ. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" დარ­ბა­ზი წა­ბილ­წა და კე­თი­ლი ინე­ბონ, სხდო­მა­თა დარ­ბაზს დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­უ­ტა­რონ, სა­ნამ შე­ვალთ პარ­ლა­მენ­ტში. გა­ხა­რია ვერ მოვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­ვო­კა­ცი­ას გვთა­ვა­ზობს, პრო­ვო­კა­ცი­ის აცი­ლე­ბის გზა გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა - გა­ხა­რია უნდა გა­დად­გეს", - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"სხთომათა დარბაზს დავიცავთ, აქ ვერ შემოვა" - გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლის უფლებას არ მისცემენ

"სხთომათა დარბაზს დავიცავთ, აქ ვერ შემოვა" - გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლის უფლებას არ მისცემენ

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოსმენა ვერ მოხდება, მას სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, უგნურებაა, რომ გიორგი გახარია პარლამენტში მისვლას გეგმავს.

"ვითხოვდით, რომ ხვალ ის ტრაგიკული მოვლენები განგვეხილა, რაც დატრიალდა და დარბაზში რუსი კომუნისტის შემოთრევით მოხდა. ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დანიშვნაზე პირველი ნაბიჯები გადადგა და იმის ნაცვლად, რომ ვითარება დააწყნაროს, ახლა თქვეს, რომ დამნაშავე გახარია პარლამენტში პარასკევს უნდა მოვიდეს და მოვუსმინოთ. მთელი ქვეყანა გახარიას გადადგომას ითხოვს, რათა მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. საზოგადოების სრული იგნორირებით უტიფრად უნდათ, გახარია მოიყვანონ. ცეცხლზე ნავთს ასხამენ.

შეგნებულად აღიაზნებენ ხალხს, შეგნებულ პროვოკაციაზე მოდიან. გაფრთხილებთ, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, რადგან გარეთ სხვა განწყობაა, რასაც ვერ ხედავთ. გახარია ამ დარბაზში ვერ შემოვა, ამის პირობას გაძლევთ. გახარია ვერ შემოვა, გავრილოვი შემოვიდა და დარბაზს დავიცავთ. "ქართულმა ოცნებამ" დარბაზი წაბილწა და კეთილი ინებონ, სხდომათა დარბაზს დეზინფექცია ჩაუტარონ, სანამ შევალთ პარლამენტში. გახარია ვერ მოვა, ხელისუფლება პროვოკაციას გვთავაზობს, პროვოკაციის აცილების გზა გონივრული გადაწყვეტილებაა - გახარია უნდა გადადგეს", - განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები