მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოზე ასე საუბრის უფლება, არც სტურუას აქვს და არც არავის!" - ცნობილი ხელოვანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ
"საქართველოზე ასე საუბრის უფლება, არც სტურუას აქვს და არც არავის!" - ცნობილი ხელოვანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ

"ბო­როტ­მა სულ­მა იმარ­ჯვა... ნა­ცის­ტე­ბი ზე­ი­მო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის!" - მას შემ­დეგ, რაც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლმა, რე­ჟი­სო­რმა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ამ სი­ტყვე­ბით შე­ა­ფა­სა, რე­ჟი­სო­რის მი­მართ პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა, მათ შო­რის ხე­ლო­ვა­ნებ­მაც.

მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძე რე­ჟი­სორს ემო­ცი­უ­რი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც იგი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო ახლა იბა­დე­ბა – უკომ­პრო­მი­სო, პატ­რი­ო­ტი და ზოგი ცალ­თვა­ლა..." და რომ 25-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის მან­ძილ­ზე, სტუ­რუ­ას მი­მართ პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ გან­ცხა­დე­ბის გამო გა­უჩ­ნდა პრო­ტეს­ტი.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რას ფიქ­რო­ბენ ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რომ "სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის!" და ზო­გა­დად, რო­გორ აფა­სე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი - ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კა­ში იყო, ბოლო დროს პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რის­გან თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად იკა­ვებს... თუმ­ცა, ამ­ჯე­რად გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა და მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით სათ­ქმე­ლი თქვა:

"ავად ვარ, მა­ღა­ლი სი­ცხე მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს თვალს ვა­დევ­ნებ... სა­ერ­თოდ ყო­ველ­თვის პროგ­რე­სის და ახალ­გაზ­რდე­ბის მომ­ხრე ვარ! ახალ­გაზ­რდებ­მა უნდა აი­ღონ ხელ­ში ქვეყ­ნის ბედი! რაც შე­ე­ხე­ბა რო­ბი­კო სტუ­რუ­ას გან­ცხა­დე­ბას - სა­ქარ­თვე­ლო აღარ არ­სე­ბობ­სო, რა თქმა უნდა, არ ვე­თან­ხმე­ბი! ვიცი რომ მკაც­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა მის სი­ტყვებს და არის რა­ღაც სა­კი­თხე­ბი, სა­დაც არც მეს­მის სხვა აზრი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს! თუმ­ცა, ყვე­ლას აქვს თა­ვის აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა...

მსა­ხი­ო­ბი იმე­დო კა­ხი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­უ­აზ­რე­ბელ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს რუსი დე­პუ­ტა­ტის პარ­ლა­მენ­ტში მიწ­ვე­ვის ფაქტს, თუმ­ცა თვლის, რომ პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა "ხელი მო­ით­ბეს".

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დი­დად აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებ­ში მე არ ვარ, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რომ­ლებ­მაც პა­სუ­ხი უნდა აგონ! ვხე­დავ რომ სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებ­დნენ და რამ­დე­ნად დიდ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და ხალ­ხში... ბუ­ნებ­რი­ვია ხალ­ხი გაბ­რაზ­დე­ბო­და, რუსი დე­პუ­ტა­ტი რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში წა­მოჯ­და და იქე­დან მე­დი­დუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბო­და. ამას წი­ნას­წარ რო­გორ ვერ უნდა მიმხვდა­რიყ­ვნენ?! ყვე­ლა­ნა­ი­რად თავი მო­იჭ­რეს!

რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გულს მიკ­ლავს, ის არის, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ქვე­ყა­ნა­ში ოღონდ ცუდი რამე მოხ­დეს. ხვდე­ბით ალ­ბათ რო­მელ პო­ლი­ტი­კო­სებ­საც ვგუ­ლის­ხმობ და ახლა რომ მოთ­ქვა­მენ ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა იყოო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მათ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იქ­ნე­ბო­და, აქ­ცი­ა­ზე ხუთი კაცი მა­ინც რომ მომ­კვდა­რი­ყო... ასეთ ხალ­ხს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი არა ქვეყ­ნის მო­ძუ­ლე­ე­ბი ქვი­ათ!

რო­გორ უნდა გი­ხა­რო­დეს შენს ქვე­ყა­ნა­ში ცუდი რამ თუ ხდე­ბა?! შე­იძ­ლე­ბა მე და თქვენ არ გვქონ­დეს ერთი აზრი, მაგ­რამ ამის გამო ქვე­ყა­ნა უნდა გავ­წი­როთ, ოღონდ პარ­ლა­მენ­ტში დავ­სხდეთ?! არ ვიცი ასე რამ გა­ა­ბო­რო­ტა ეს ხალ­ხი!

- რო­გორ ფიქ­რობთ, აქ­ცი­ა­ზე ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა იყო?

- გი­ორ­გი გა­ხა­რია რო­გორც მი­ნის­ტრი მომ­წონს, საქ­მი­ა­ნი და მცოდ­ნე კაცი ჩანს. რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბას, არ ვიცი რო­გო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი, რო­დის რისი უფ­ლე­ბა აქვთ და ალ­ბათ გა­ხა­რი­აც ამ სტან­დარტს მიყ­ვა, თვი­თონ ხომ არ გა­მო­ი­გო­ნებ­და ახალ რა­მეს?

მე მი­ნა­ხავს რო­გორ არ­ბე­ვენ სა­ზღვარ­გა­რეთ დე­მონ­სტრა­ცი­ებს და უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვი იყო... როცა ადა­მი­ა­ნი კა­ნონს არ ემორ­ჩი­ლე­ბი და შტურ­მით შე­დი­ხარ პარ­ლა­მენ­ტში, იქ და­ის­ჯე­ბი! რა­ღა­ცე­ე­ბი არის, რა­საც უნდა და­ე­მორ­ჩი­ლო! დე­მოკ­რა­ტია არ არის იძა­ხო, რა­საც მინ­და იმას გა­ვა­კე­თე­ბო და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი და­არ­ბიო... ლი­დე­რე­ბი მო­უ­წო­დებ­დნენ ავი­ღოთ პარ­ლა­მენ­ტიო და ეს წა­ქე­ზე­ბა და­ნა­შა­უ­ლი არ არის, იქ­ნებ ვინ­მემ ამიხ­სნას? ხელი კრეს ახალ­გაზ­რდებს უფსკრუ­ლის­კენ, აი ეს არის ვა­ი­პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ბრა­ლი - ოღონდ თვი­თონ მო­ვიდ­ნენ და ქვე­ყა­ნა რაც უფრო და­იქ­ცე­ვა, ის უფრო უნ­დათ!

- რო­ბერტ სტუ­რუ­ას გან­ცხა­დე­ბა­ზე რას იტყვით - "სა­ქარ­თვე­ლო აღარ არ­სე­ბობ­სო"...

- მა­გის თქმის უფ­ლე­ბა არც რო­ბი­კოს აქვს და არც არა­ვის! ამა­ზე ბევ­რად მძი­მე პე­რი­ო­დი ახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლოს და ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და! რო­ბი­კო სტუ­რუ­ას კრი­ტი­კას არა­ვინ აპი­რებს, დიდი ღვაწ­ლი აქვს ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ვა­მა­ყობთ მისი სპექ­ტაკ­ლე­ბით, მაგ­რამ ასე ხე­ლა­ღე­ბით ლა­პა­რა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ გა­მი­გია და არ მგო­ნია ნორ­მა­ლუ­რი იყოს!

მსა­ხი­ო­ბი კახი კავ­სა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა:

- რო­გორ ფიქ­რობთ, იყო თუ არა ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა და უნდა შეს­რულ­დეს თუ არა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­თხოვ­ნა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ?

- უიმე, რას მე­კი­თხე­ბით ახლა თქვენ, ეგ ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მე უნდა მო­ვუ­წე­რო ხელი? რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბას, ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს იმის ყუ­რე­ბა, ხალ­ხი რო­გორ გარ­ბი-გა­მორ­ბის... მეტს მე ვე­ღა­რა­ფერს გე­ტყვით და კი­თხეთ იმ შე­სა­ნიშ­ნავ კაცს – ლადო კა­ხა­ძეს ახლა რომ ავირ­ჩი­ეთ. ძა­ლი­ან კარ­გი ლექ­სი აქვს მას და­წე­რი­ლი და წა­ი­კი­თხეთ, ბევრ რა­მეს აღ­მო­ა­ჩენთ იქ!

- რო­ბერტ სტუ­რუ­ას გან­ცხა­დე­ბა­ზე რას ფიქ­რობთ? მის­მა ფრა­ზამ - "სა­ქარ­თვე­ლო აღარ არ­სე­ბობ­სო" პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია...

- აბა რა არი­სო ახლა?! არ ვიცი რას და­უ­კავ­ში­რა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ მან თუ თა­ვის აზრი გა­მოთ­ქვა, მე რა შუ­ა­ში ვარ? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვთქვათ და­ვე­თან­ხმო და გა­ჩერ­დე­ბა, ან არ და­ვე­თან­ხმო და არ გა­ჩერ­დე­ბა? ათას­ჯერ და ათი­ა­თას­ჯერ მაქვს ნათ­ქვა­მი, ყველ­გან, სა­დაც გა­მოვ­დი­ვარ ვი­ძა­ხი – ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ვი ვცეთ და ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს, მა­ნამ ეს არ მოხ­დე­ბა, არა­ფე­რი არ გვეშ­ვე­ლე­ბა! გვეშ­ვე­ლე­ბა რამე? - ხომ გახ­სოვთ ჩემი ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი...

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ და­უ­მა­ლავს მომ­ღე­რალ­სა და მსა­ხი­ობს ბუბა კი­კა­ბი­ძეს. მან ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ მთლი­ა­ნი მთავ­რო­ბის შეც­ვლა სურს:

"სა­ზიღ­რო­ბა მოხ­და, აქ­ცი­ა­ზე რომ ხალ­ხი და­არ­ბი­ეს. მე ვფიქ­რობ, რომ მთე­ლი მთავ­რო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­დად­გეს! პა­ტა­რა ბავ­შვებს მო­უყვნენ ზღაპ­რებს, თით­ქოს ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა მა­გა­თი ხელ­წე­რა არ იყოს! სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, თო­რემ აქ­ცი­ა­ზე გა­ვი­დო­დი და ხალ­ხს გვერ­დით და­ვუდ­გე­ბო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან მი­ჭირს...

ძა­ლი­ან კარ­გია ახალ­გაზ­რდე­ბი რომ გა­მო­ვიდ­ნენ, თო­რემ საშ­ვე­ლი აღარ იყო. სა­ოც­რად კარ­გე­ბი და იმე­დის­მომ­ცე­მი არი­ან, ჩვე­ნი გოგო-ბი­ჭე­ბი! სამ­შობ­ლო უყ­ვართ ჩვე­ნი მთავ­რო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. მე ვფიქ­რობ, რომ ჩვენს მთავ­რო­ბას ხალ­ხი არ უყ­ვარს, თო­რემ ასე არ მო­ექ­ცე­ოდ­ნენ!

- რე­ჟი­სორ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ და­წე­რა, სა­ქარ­თვე­ლო აღარ არ­სე­ბობ­სო...

- მი­თხრეს და უსირ­ცხვი­ლო კა­ცია ეგ! აქვე უნდა გი­თხრათ გავ­რი­ლოვ­ზე, მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი ვინც არის ეგ - სა­ზი­ზღა­რი, კო­მუ­ნის­ტი კა­ცია მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას ამო­ფა­რე­ბუ­ლი. ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­და აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას... ჩვე­ნებს ეტყო­ბა და­ა­ვი­წყდათ, რუ­სე­თის­გან რამ­დე­ნი ცუდი იყო. ძა­ლი­ან მალე გვა­ვი­წყდე­ბა რა­ღაც-რა­ღა­ცე­ე­ბი და ასე არ შე­იძ­ლე­ბა.

ახ­ლაც გავ­რი­ლო­ვის ჩა­მოს­ვლა მგო­ნია წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი აქტი იყო, აქ რომ არე­უ­ლო­ბა მომ­ხდა­რი­ყო და მოხ­და კი­დეც! ამი­ტომ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, რამე ცუდ­ზე არ წა­მო­ე­გონ! აქ­ცი­ა­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი ნას­ვა­მე­ბი არ უნდა მი­დი­ოდ­ნენ. ამის წინ ვუ­ყუ­რებ­დი, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ერ­თმა­ნეთს რო­გორ ეჯა­ჯღა­ნე­ბოდ­ნენ. ასეთ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რებს უცებ ჩა­ით­რე­ვენ და რამე ცუდს გა­ა­კე­თე­ბი­ნე­ბენ... ღმერ­თმა არა­ფე­რი ქნას ცუდი, ამ ახალ­გაზ­რდებს დიდი იმე­დით შევ­ყუ­რებთ!

ლუხო
0

:როცა ყველა მტყუანია, როცა ყველა მართალია,

ხალხი იქნებ მსუქანია, ზნეობა კი, გამხდარია.

*

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"საქართველოზე ასე საუბრის უფლება, არც სტურუას აქვს და არც არავის!" - ცნობილი ხელოვანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ

"საქართველოზე ასე საუბრის უფლება, არც სტურუას აქვს და არც არავის!" - ცნობილი ხელოვანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ

"ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის!" - მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა რობერტ სტურუამ საქართველოში განვითარებული მოვლენები ამ სიტყვებით შეაფასა, რეჟისორის მიმართ პროტესტი გამოხატა საზოგადოების ნაწილმა, მათ შორის ხელოვანებმაც.

მსახიობი ნინო კასრაძე რეჟისორს ემოციური პოსტით გამოეხმაურა, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ "ახალი საქართველო ახლა იბადება – უკომპრომისო, პატრიოტი და ზოგი ცალთვალა..." და რომ 25-წლიანი ურთიერთობის მანძილზე, სტურუას მიმართ პირველად სწორედ ამ განცხადების გამო გაუჩნდა პროტესტი.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რას ფიქრობენ ცნობილი რეჟისორის დამოკიდებულებაზე, რომ "საქართველო აღარ არის!" და ზოგადად, როგორ აფასებენ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს საზოგადოების ცნობილი სახეები.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე წლების განმავლობაში პოლიტიკაში იყო, ბოლო დროს პოლიტიკაზე საუბრისგან თავს მაქსიმალურად იკავებს... თუმცა, ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და მოკლე კომენტარით სათქმელი თქვა:

"ავად ვარ, მაღალი სიცხე მაქვს, მაგრამ ყველაფერს თვალს ვადევნებ... საერთოდ ყოველთვის პროგრესის და ახალგაზრდების მომხრე ვარ! ახალგაზრდებმა უნდა აიღონ ხელში ქვეყნის ბედი! რაც შეეხება რობიკო სტურუას განცხადებას - საქართველო აღარ არსებობსო, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები! ვიცი რომ მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა მის სიტყვებს და არის რაღაც საკითხები, სადაც არც მესმის სხვა აზრი როგორ შეიძლება იყოს! თუმცა, ყველას აქვს თავის აზრის გამოთქმის უფლება...

მსახიობი იმედო კახიანი ხელისუფლების გაუაზრებელ ნაბიჯად მიიჩნევს რუსი დეპუტატის პარლამენტში მიწვევის ფაქტს, თუმცა თვლის, რომ პროცესების განვითარებაზე გარკვეულმა ძალებმა "ხელი მოითბეს".

"მოგეხსენებათ, დიდად აქტიური პოლიტიკურ ამბებში მე არ ვარ, მაგრამ არიან ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ! ვხედავ რომ სრულიად მოუმზადებლები იყვნენ, თუ რა ღონისძიებას ატარებდნენ და რამდენად დიდ გაღიზიანებას გამოიწვევდა ხალხში... ბუნებრივია ხალხი გაბრაზდებოდა, რუსი დეპუტატი რომ პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში წამოჯდა და იქედან მედიდურად გვესაუბრებოდა. ამას წინასწარ როგორ ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ?! ყველანაირად თავი მოიჭრეს!

რაც ყველაზე მეტად გულს მიკლავს, ის არის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულები არიან ქვეყანაში ოღონდ ცუდი რამე მოხდეს. ხვდებით ალბათ რომელ პოლიტიკოსებსაც ვგულისხმობ და ახლა რომ მოთქვამენ ძალის გადამეტება იყოო, დარწმუნებული ვარ მათზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, აქციაზე ხუთი კაცი მაინც რომ მომკვდარიყო... ასეთ ხალხს პოლიტიკოსები კი არა ქვეყნის მოძულეები ქვიათ!

როგორ უნდა გიხაროდეს შენს ქვეყანაში ცუდი რამ თუ ხდება?! შეიძლება მე და თქვენ არ გვქონდეს ერთი აზრი, მაგრამ ამის გამო ქვეყანა უნდა გავწიროთ, ოღონდ პარლამენტში დავსხდეთ?! არ ვიცი ასე რამ გააბოროტა ეს ხალხი!

- როგორ ფიქრობთ, აქციაზე ძალის გადამეტება იყო?

- გიორგი გახარია როგორც მინისტრი მომწონს, საქმიანი და მცოდნე კაცი ჩანს. რაც შეეხება ძალის გადამეტებას, არ ვიცი როგორია საერთაშორისო სტანდარტი, როდის რისი უფლება აქვთ და ალბათ გახარიაც ამ სტანდარტს მიყვა, თვითონ ხომ არ გამოიგონებდა ახალ რამეს?

მე მინახავს როგორ არბევენ საზღვარგარეთ დემონსტრაციებს და უმძიმესი სანახავი იყო... როცა ადამიანი კანონს არ ემორჩილები და შტურმით შედიხარ პარლამენტში, იქ დაისჯები! რაღაცეები არის, რასაც უნდა დაემორჩილო! დემოკრატია არ არის იძახო, რასაც მინდა იმას გავაკეთებო და სახელმწიფო ინსტიტუციები დაარბიო... ლიდერები მოუწოდებდნენ ავიღოთ პარლამენტიო და ეს წაქეზება დანაშაული არ არის, იქნებ ვინმემ ამიხსნას? ხელი კრეს ახალგაზრდებს უფსკრულისკენ, აი ეს არის ვაიპოლიტიკოსების ბრალი - ოღონდ თვითონ მოვიდნენ და ქვეყანა რაც უფრო დაიქცევა, ის უფრო უნდათ!

- რობერტ სტურუას განცხადებაზე რას იტყვით - "საქართველო აღარ არსებობსო"...

- მაგის თქმის უფლება არც რობიკოს აქვს და არც არავის! ამაზე ბევრად მძიმე პერიოდი ახსოვს საქართველოს და ყოველთვის არსებობდა! რობიკო სტურუას კრიტიკას არავინ აპირებს, დიდი ღვაწლი აქვს ქართულ ხელოვნებაში, ვამაყობთ მისი სპექტაკლებით, მაგრამ ასე ხელაღებით ლაპარაკი საქართველოზე არ გამიგია და არ მგონია ნორმალური იყოს!

მსახიობი კახი კავსაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა:

- როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ძალის გადამეტება და უნდა შესრულდეს თუ არა აქციის მონაწილეების მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ?

- უიმე, რას მეკითხებით ახლა თქვენ, ეგ ჩემზეა დამოკიდებული, მე უნდა მოვუწერო ხელი? რაც შეეხება ძალის გადამეტებას, ძალიან არ მიყვარს იმის ყურება, ხალხი როგორ გარბი-გამორბის... მეტს მე ვეღარაფერს გეტყვით და კითხეთ იმ შესანიშნავ კაცს – ლადო კახაძეს ახლა რომ ავირჩიეთ. ძალიან კარგი ლექსი აქვს მას დაწერილი და წაიკითხეთ, ბევრ რამეს აღმოაჩენთ იქ!

- რობერტ სტურუას განცხადებაზე რას ფიქრობთ? მისმა ფრაზამ - "საქართველო აღარ არსებობსო" პროტესტი გამოიწვია...

- აბა რა არისო ახლა?! არ ვიცი რას დაუკავშირა ასეთი განცხადება, მაგრამ მან თუ თავის აზრი გამოთქვა, მე რა შუაში ვარ? რა მნიშვნელობა აქვს, ვთქვათ დავეთანხმო და გაჩერდება, ან არ დავეთანხმო და არ გაჩერდება? ათასჯერ და ათიათასჯერ მაქვს ნათქვამი, ყველგან, სადაც გამოვდივარ ვიძახი – ერთმანეთს პატივი ვცეთ და ერთმანეთი გვიყვარდეს, მანამ ეს არ მოხდება, არაფერი არ გვეშველება! გვეშველება რამე? - ხომ გახსოვთ ჩემი ცნობილი გამონათქვამი...

AMBEBI.GE-სთან საუბარში "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ დაუმალავს მომღერალსა და მსახიობს ბუბა კიკაბიძეს. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთლიანი მთავრობის შეცვლა სურს:

"საზიღრობა მოხდა, აქციაზე რომ ხალხი დაარბიეს. მე ვფიქრობ, რომ მთელი მთავრობა აუცილებლად უნდა გადადგეს! პატარა ბავშვებს მოუყვნენ ზღაპრებს, თითქოს ძალის გადამეტება მაგათი ხელწერა არ იყოს! საქართველოში არ ვიყავი, თორემ აქციაზე გავიდოდი და ხალხს გვერდით დავუდგებოდი, მიუხედავად იმისა, რომ სიარული ძალიან მიჭირს...

ძალიან კარგია ახალგაზრდები რომ გამოვიდნენ, თორემ საშველი აღარ იყო. საოცრად კარგები და იმედისმომცემი არიან, ჩვენი გოგო-ბიჭები! სამშობლო უყვართ ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მთავრობას ხალხი არ უყვარს, თორემ ასე არ მოექცეოდნენ!

- რეჟისორმა რობერტ სტურუამ დაწერა, საქართველო აღარ არსებობსო...

- მითხრეს და უსირცხვილო კაცია ეგ! აქვე უნდა გითხრათ გავრილოვზე, მე ძალიან კარგად ვიცი ვინც არის ეგ - საზიზღარი, კომუნისტი კაცია მართლმადიდებლობას ამოფარებული. ყოველთვის მხარს უჭერდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას... ჩვენებს ეტყობა დაავიწყდათ, რუსეთისგან რამდენი ცუდი იყო. ძალიან მალე გვავიწყდება რაღაც-რაღაცეები და ასე არ შეიძლება.

ახლაც გავრილოვის ჩამოსვლა მგონია წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო, აქ რომ არეულობა მომხდარიყო და მოხდა კიდეც! ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ბავშვები, რამე ცუდზე არ წამოეგონ! აქციაზე ახალგაზრდები ნასვამები არ უნდა მიდიოდნენ. ამის წინ ვუყურებდი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ერთმანეთს როგორ ეჯაჯღანებოდნენ. ასეთ არაადეკვატურებს უცებ ჩაითრევენ და რამე ცუდს გააკეთებინებენ... ღმერთმა არაფერი ქნას ცუდი, ამ ახალგაზრდებს დიდი იმედით შევყურებთ!