საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არ გვინდა პრორუსულ საქართველოში დაბრუნება" - ქართველი ემიგრანტების აქცია ჰამბურგში
"ჩვენ არ გვინდა პრორუსულ საქართველოში დაბრუნება" - ქართველი ემიგრანტების აქცია ჰამბურგში

22-23 ივ­ნისს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გის ცენ­ტრში სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცია "ნუ გვაბრმა­ვებთ" გა­ი­მარ­თა.

ქარ­თვე­ლე­ბი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ რუს­თა­ველ­ზე შეკ­რე­ბილ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს და რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ას!

"სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა და­იც­ვას ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟი და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. 20 ივ­ნისს რუ­სე­თის დუ­მის კო­მუ­ნის­ტი დე­პუ­ტა­ტის ქვეყ­ნის უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სხდო­მის წაყ­ვა­ნის უშე­დე­გო მცდე­ლო­ბამ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­თლებ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც საქ­ვეყ­ნო ტრა­გე­დი­ად გა­და­იქ­ცა. ის ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს გან­ვი­თარ­და არ უნდა დარ­ჩეს და­უს­ჯე­ლი! შე­სა­ბა­მი­სად უნდა გა­დად­გეს ბა­ტო­ნო გ.გა­ხა­რია, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სპეც­რაზ­მი­სა და პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბებ­ზე. და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი! გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გე და და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, რომლთა ქმე­დე­ბებ­მაც მო­მი­ტინ­გე­თა და­სა­ხიჩ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. და ბო­ლოს! ვუ­ერ­თდე­ბი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მშვი­დო­ბი­ან პრო­ტესტს და სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ მათ! გახ­სოვ­დეთ, რომ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ორ­მა­გად შეგვტკი­ვა გული ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ბედ­ზე და ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის! “,- აცხა­დებს აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მა­რი­ამ ჩინ­ჩა­ლა­ძე.

"რუ­სე­თი ოკუ­პან­ტი მტე­რია, ძა­ლა­დობ­რი­ვი ის­ტე­რია, რაც უნდა ამო­ი­ძირ­კვოს!

ჩვენ აქ თა­ვი­სუ­ფა­ლი და ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის შე­ვიკ­რი­ბეთ და ვუ­ერ­თდე­ბით იმ მო­თხოვ­ნებს რაც ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს აქვთ! მო­ვი­თხოვთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბას და სა­მა­რა­დი­სოდ არას ვე­უბ­ნე­ბით რუ­სეთს!" აცხა­დებს აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, ეკა­ტე­რი­ნე ცი­მერ­მა­ნი.

„ჩვენ არ გვინ­და პრო-რუ­სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ჩვენ ვირ­ჩევთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ მო­ხერ­ხდე­ბა პრო-რუ­სულ მთავ­რო­ბას­თან და „მოძ­მე" რუ­სეთ­თან ერ­თად. სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც არას ეუბ­ნე­ბი­ან ოკუ­პა­ცი­ა­სა და ძა­ლა­დო­ბას,“ - აცხა­დებს აქ­ცი­ის ერთ-ერ­თი­ო­ნა­წი­ლე, ნა­თია გო­გი­ლაშ­ვი­ლი.

„ჩვენ ვაპ­რო­ტეს­ტებთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ფაქტს, ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ის 20% "ერ­თმორ­წმუ­ნე მე­ზო­ბელს" ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს და ჩვენ ახალ­გაზ­რდო­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თბი­ლის­ში სა­მარ­თალს ეძე­ბენ, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ვართ და ამის­თვის თვა­ლებს ნუ დაგ­ვთხრით!”აცხა­დებს აქ­ცის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, მა­რი­ა­ნა ბე­დოშ­ვი­ლი.

"ბა­ტო­ნო გა­ხა­რია, თქვენ ჩვენ თვა­ლებ­ში გვეს­რო­ლეთ, იმი­სათ­ვის რომ, ჩვენ ოკუ­პან­ტის ბო­რო­ტი ზრახ­ვე­ბი, მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ. ნუ დაგ­ვაბრმა­ვებთ!", -აცხა­დებს აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, ელე­ნა პე­ტერ­ჰენ­ზე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ჩვენ არ გვინდა პრორუსულ საქართველოში დაბრუნება" - ქართველი ემიგრანტების აქცია ჰამბურგში

"ჩვენ არ გვინდა პრორუსულ საქართველოში დაბრუნება" - ქართველი ემიგრანტების აქცია ჰამბურგში

22-23 ივნისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ცენტრში სოლიდარობის აქცია "ნუ გვაბრმავებთ" გაიმართა.

ქართველები მხარდაჭერას უცხადებენ რუსთაველზე შეკრებილ თანამემამულეებს, აპროტესტებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რუსეთის ოკუპაციას!

"სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა დაიცვას ქვეყნის პრესტიჟი და სუვერენიტეტი. 20 ივნისს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხდომის წაყვანის უშედეგო მცდელობამ, აბსოლუტურად სამართლებრივი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რომელიც საქვეყნო ტრაგედიად გადაიქცა. ის ქმედებები, რომლებიც იმ საბედისწერო ღამეს განვითარდა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი! შესაბამისად უნდა გადადგეს ბატონო გ.გახარია, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი სპეცრაზმისა და პოლიციის ქმედებებზე. დაინიშნოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები! გათავისუფლდეს ყველა დაკავებული მომიტინგე და დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცავი, რომლთა ქმედებებმაც მომიტინგეთა დასახიჩრება გამოიწვია. და ბოლოს! ვუერთდები ქართველი ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტს და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ! გახსოვდეთ, რომ ქართველ ემიგრანტებს ორმაგად შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოს ბედზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისათვის! “,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ ჩინჩალაძე.

"რუსეთი ოკუპანტი მტერია, ძალადობრივი ისტერია, რაც უნდა ამოიძირკვოს!

ჩვენ აქ თავისუფალი და ძლიერი საქართველოს მომავლისთვის შევიკრიბეთ და ვუერთდებით იმ მოთხოვნებს რაც ჩვენს თანამემამულეებს აქვთ! მოვითხოვთ სამართლიანობის აღსრულებას და სამარადისოდ არას ვეუბნებით რუსეთს!" აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ეკატერინე ციმერმანი.

„ჩვენ არ გვინდა პრო-რუსულ საქართველოში დაბრუნება. ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას და განვითარებას. ეს ყველაფერი ვერ მოხერხდება პრო-რუსულ მთავრობასთან და „მოძმე" რუსეთთან ერთად. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოში აქციის მონაწილეებს, რომლებიც არას ეუბნებიან ოკუპაციასა და ძალადობას,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთიონაწილე, ნათია გოგილაშვილი.

„ჩვენ ვაპროტესტებთ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის 20% "ერთმორწმუნე მეზობელს" ოკუპირებული აქვს და ჩვენ ახალგაზრდობა და მოქალაქეები თბილისში სამართალს ეძებენ, ჩვენ საქართველოსთან ერთად ვართ და ამისთვის თვალებს ნუ დაგვთხრით!”აცხადებს აქცის ერთ-ერთი მონაწილე, მარიანა ბედოშვილი.

"ბატონო გახარია, თქვენ ჩვენ თვალებში გვესროლეთ, იმისათვის რომ, ჩვენ ოკუპანტის ბოროტი ზრახვები, მშვიდობიანი ფორმით გავაპროტესტეთ. ნუ დაგვაბრმავებთ!", -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ელენა პეტერჰენზელი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ