პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვდივართ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად!" - უცხოელების ემოციური კომენტარები, რომლებიც საქართველოში ზაფხულის გატარებას გეგმავენ
"მოვდივართ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად!" - უცხოელების ემოციური კომენტარები, რომლებიც საქართველოში ზაფხულის გატარებას გეგმავენ

მას შემ­დეგ, რაც პუ­ტინ­მა რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის საფრ­თხე შე­იქ­მნა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თველ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნია და­ი­წყეს. ისი­ნი „ფე­ის­ბუ­ქის“, „ინ­სტაგ­რა­მის“ და „ტვი­ტე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ, აწარ­მო­ონ ტუ­რის­ტუ­ლი კამ­პა­ნია და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ზა­ფხუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბას ურ­ჩე­ვენ.

ფე­ის­ბუქჯ­გუ­ფი Spend Your Summer In Georgia („გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“) რამ­დე­ნი­მე დღეა შე­იქ­მნა და წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 100 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა. ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ, ქარ­თულ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს ად­გი­ლობ­რივ ტუ­რო­პე­რა­ტო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ.

სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის ნა­წი­ლი კი უცხო­ე­ლებს დას­ვე­ნე­ბას უსას­ყიდ­ლოდ სთა­ვა­ზო­ბენ მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბით - სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­წე­რონ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია.

ჯგუფ­ში უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი წევ­რიც არის, მათი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ნამ­ყო­ფია და ამ­ჯე­რად ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ან - მე­გობ­რებ­თან ერ­თად აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას. ნა­წილ­მა კი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ სწო­რედ პუ­ტი­ნის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბის წყა­ლო­ბით გა­ი­გო და ივ­ლი­სი­სა და აგ­ვის­ტოს­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბას გეგ­მა­ვენ.

გენ­რიტ ბუ­ჯუ­პი :

„მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას. გერ­მა­ნი­ა­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. თქვე­ნი ემო­ცი­აც ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რად­გან კო­სო­ვო­დან ვარ. მომ­წონს ქარ­თვე­ლე­ბი, თქვე­ნი კულ­ტუ­რა, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ჩემს შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს!“

ამრ ზე­ი­ნი :

"მო­გე­სალ­მე­ბით ეგ­ვიპ­ტი­დან!

აგ­ვის­ტო­ში ვა­პი­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 კვი­რა გა­ვა­ტა­რო. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი თქვენ­თან შეხ­ვედ­რას და ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქვეყ­ნის ნახ­ვას."

დე­ვიდ რალ­ფი :

რა­ტომ სა­ქარ­თვე­ლო?

  • ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი, უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რია აქვს;
  • თბი­ლი ხალ­ხი და გა­რე­მო
  • სა­ო­ცა­რი კულ­ტუ­რა, ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა
  • ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი, ზღვა და მთე­ბი

მე ბა­თუმ­ში ვა­პი­რებ დას­ვე­ნე­ბას.

მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო

გა­უ­მარ­ჯოს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სამ­შობ­ლოს!

კალი აბი­სო­ნიო :

„გა­მარ­ჯო­ბა! მე 20 წლის გოგო ვარ აშშ-დან, ფლო­რი­და­დან და უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე სამ­შობ­ლო­სა­ვით მიყ­ვარს. ახლა გა­მო­ვი­წე­რე სა­ქარ­თვე­ლოს დიდი დრო­შა, რო­მელ­საც ჩემს ოთახ­ში დავ­კი­დებ. ვსწავ­ლობ ქარ­თულ ენა­საც. კი­თხვა და წერა კარ­გად გა­მომ­დის, თუმ­ცა ლექ­სი­კი­სა და გრა­მა­ტი­კის ჯერ კი­დევ სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა მაქვს. სამ­ხრეთ ფლო­რი­და­დან ფრე­ნა ძა­ლი­ან ძვი­რია, თა­ნაც სტუ­დენ­ტი ვარ და არა­ვინ მყავს, ვის­თან ერ­თა­დაც ჩა­მო­ვი­დო­დი.

ერთ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­ტუმ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს. ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, რაც ხდე­ბა, თვალს ვა­დევ­ნებ ახალ ამ­ბებს. ვცდი­ლობ, ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვავ­რცე­ლო და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლას, ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­როს.

ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ერი უკან არა­სო­დეს და­ი­ხევს. ქარ­თვე­ლე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ახლა ისე­თი ძლი­ე­რე­ბი არი­ან ერ­თად, რო­გორც არა­სო­დეს.

მიყ­ვარ­ხარ, სა­ქარ­თვე­ლო!“

პაია ჩიზი :

„ახლა და­ვას­რუ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო და შე­ვი­ტყე, რაც სა­ქაღ­თვე­ლო­ში ხდე­ბა.

ცოტა ხნით და­ვის­ვე­ნებ სახ­ლში და შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში“.

ფი­ლიპ ლესპრი­ტი :

თბი­ლის­ში 1 თვით ვარ და ივ­ლის­ში ჩემს ქორ­წილ­ზე და­სას­წრე­ბად საფ­რან­გე­თი­დან ჩემი 26 მე­გო­ბა­რი ჩა­მო­ვა.

მი­კელ იო­ჰან­სე­ნი

„გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლე­ბო.

თქვენ­მა ლა­მაზ­მა ქვე­ყა­ნამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გული და­ი­პყრო ბოლო დროს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ჩემს გულ­შიც.

ურამ­რა­ვი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ბუ­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რა­მაც მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზეც და სხვებ­ზეც, თქვე­ნი სით­ბო და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბაა.

ქარ­თუ­ლი ვერ ვის­წავ­ლე, თუმ­ცა ვცდი­ლობ, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სამ­ყა­რო­ში შე­ვა­ბი­ჯო. სახ­ლში ვამ­ზა­დებ ხინ­კალს, ხა­ჭა­პურს და შქმე­რულს.

აგ­ვის­ტო­ში კი­დევ ერთხელ ჩა­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მა­მა­ჩემ­თან ერ­თად და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მას კავ­კა­სი­ის ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­გან­ძუ­რი უნდა ვაჩ­ვე­ნო“.

პატ­რიკ ლინ­კი­ე­ვი­ჩი :

„გა­მარ­ჯო­ბა!

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გა­სულ თვეს ვი­ყა­ვი. ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა რაც რე­ა­ლუ­რად მოხ­და, ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი, ხე­დე­ბი, ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა, მუ­სი­კა, კერ­ძე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო.

მინ­და გი­თხრათ დიდი მად­ლო­ბა, ქარ­თვე­ლე­ბო, ძმე­ბო და დებო იმის­თვის, რომ არ­სე­ბობთ.

მო­გე­სალ­მე­ბით პო­ლო­ნე­თი­დან!“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მოვდივართ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად!" - უცხოელების ემოციური კომენტარები, რომლებიც საქართველოში ზაფხულის გატარებას გეგმავენ

"მოვდივართ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად!" - უცხოელების ემოციური კომენტარები, რომლებიც საქართველოში ზაფხულის გატარებას გეგმავენ

მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა და ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემცირების საფრთხე შეიქმნა, სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მასშტაბური კამპანია დაიწყეს. ისინი „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ტვიტერის“ საშუალებით ცდილობენ, აწარმოონ ტურისტული კამპანია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევენ.

ფეისბუქჯგუფი Spend Your Summer In Georgia („გაატარე ზაფხული საქართველოში“) რამდენიმე დღეა შეიქმნა და წევრების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ქართველი მომხმარებლები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ქართულ ტურისტულ სააგენტოებს ადგილობრივ ტუროპერატორებთან თანამშრომლობას სთავაზობენ.

სასტუმროებისა და ოჯახების ნაწილი კი უცხოელებს დასვენებას უსასყიდლოდ სთავაზობენ მხოლოდ ერთი პირობით - სოციალურ ქსელებში დაწერონ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ჯგუფში უამრავი უცხოელი წევრიც არის, მათი ნაწილი საქართველოში უკვე ნამყოფია და ამჯერად ოჯახის წევრებთან, ან - მეგობრებთან ერთად აპირებს დაბრუნებას. ნაწილმა კი ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ სწორედ პუტინის მიერ დაწესებული აკრძალვების წყალობით გაიგო და ივლისისა და აგვისტოსთვის მოგზაურობას გეგმავენ.

გენრიტ ბუჯუპი :

„მოგესალმებით ყველას. გერმანიაში უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. თქვენი ემოციაც ძალიან კარგად მესმის, რადგან კოსოვოდან ვარ. მომწონს ქართველები, თქვენი კულტურა, მოუთმენლად ველოდები ჩემს შემდეგ მოგზაურობას საქართველოში.

გაუმარჯოს საქართველოს!“

ამრ ზეინი :

"მოგესალმებით ეგვიპტიდან!

აგვისტოში ვაპირებ, საქართველოში 3 კვირა გავატარო. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას და ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ნახვას."

დევიდ რალფი :

რატომ საქართველო?

  • ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ლამაზი, უძველესი ისტორია აქვს;
  • თბილი ხალხი და გარემო
  • საოცარი კულტურა, ცეკვა, სიმღერა
  • ულამაზესი ადგილები, ზღვა და მთები

მე ბათუმში ვაპირებ დასვენებას.

მიყვარხარ საქართველო

გაუმარჯოს დავით აღმაშენებლის სამშობლოს!

კალი აბისონიო :

„გამარჯობა! მე 20 წლის გოგო ვარ აშშ-დან, ფლორიდადან და უკვე რამდენიმე წელია, საქართველო მეორე სამშობლოსავით მიყვარს. ახლა გამოვიწერე საქართველოს დიდი დროშა, რომელსაც ჩემს ოთახში დავკიდებ. ვსწავლობ ქართულ ენასაც. კითხვა და წერა კარგად გამომდის, თუმცა ლექსიკისა და გრამატიკის ჯერ კიდევ საბაზისო ცოდნა მაქვს. სამხრეთ ფლორიდადან ფრენა ძალიან ძვირია, თანაც სტუდენტი ვარ და არავინ მყავს, ვისთან ერთადაც ჩამოვიდოდი.

ერთ დღეს აუცილებლად ვესტუმრები საქართველოს. ყველაფერი ვიცი, რაც ხდება, თვალს ვადევნებ ახალ ამბებს. ვცდილობ, ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით გავავრცელო და მოვუწოდო ყველას, ზაფხული საქართველოში გაატაროს.

ეს არაჩვეულებრივი ერი უკან არასოდეს დაიხევს. ქართველები და მათი მხარდამჭერები ახლა ისეთი ძლიერები არიან ერთად, როგორც არასოდეს.

მიყვარხარ, საქართველო!“

პაია ჩიზი :

„ახლა დავასრულე მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და შევიტყე, რაც საქაღთველოში ხდება.

ცოტა ხნით დავისვენებ სახლში და შემდეგ აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში“.

ფილიპ ლესპრიტი :

თბილისში 1 თვით ვარ და ივლისში ჩემს ქორწილზე დასასწრებად საფრანგეთიდან ჩემი 26 მეგობარი ჩამოვა.

მიკელ იოჰანსენი

„გამარჯობა საქართველო და ქართველებო.

თქვენმა ლამაზმა ქვეყანამ ბევრი ადამიანის გული დაიპყრო ბოლო დროს და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულშიც.

ურამრავი რამის თქმა შეიძლება არაჩვეულებრივ ბუნებაზე, თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამაც მოახდინა ჩემზეც და სხვებზეც, თქვენი სითბო და სტუმართმოყვარეობაა.

ქართული ვერ ვისწავლე, თუმცა ვცდილობ, ქართული სამზარეულოს სამყაროში შევაბიჯო. სახლში ვამზადებ ხინკალს, ხაჭაპურს და შქმერულს.

აგვისტოში კიდევ ერთხელ ჩამოვალ საქართველოში, თუმცა ამჯერად მამაჩემთან ერთად და ძალიან მიხარია, რომ მას კავკასიის ეს შესანიშნავი საგანძური უნდა ვაჩვენო“.

პატრიკ ლინკიევიჩი :

„გამარჯობა!

საქართველოში პირველად გასულ თვეს ვიყავი. ველოდებოდი, რომ საინტერესო მოგზაურობა იქნებოდა, თუმცა რაც რეალურად მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არაჩვეულებრივი ხალხი, ხედები, ისტორია, კულტურა, მუსიკა, კერძები - ყველაფერი შესანიშნავი იყო.

მინდა გითხრათ დიდი მადლობა, ქართველებო, ძმებო და დებო იმისთვის, რომ არსებობთ.

მოგესალმებით პოლონეთიდან!“

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი