„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ესწრება.
მანამდე „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მთავარი თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია.