პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა, "ქართული ოცნების" ოფისში კი ბრიფინგი დაინიშნა
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა, "ქართული ოცნების" ოფისში კი ბრიფინგი დაინიშნა

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გა­და­ი­კე­ტა. აქ­ცია, რომ­ლის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბია, შს მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა, 20-21 ივ­ნისს, და­კა­ვე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გეე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და 2020 წელს არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბა, ოთხი დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში ბრი­ფინ­გი და­ი­ნიშ­ნა. სა­ვა­რუ­დოდ, ბრი­ფინ­გი ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბებს და ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

ორმა წყა­რომ, მათ შო­რის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბომ, მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის ძა­ლა­დობ­რი­ვი აღე­ბის შე­სა­ხებ დღეს ღა­მით, არ გა­ბე­დოთ ამის გა­კე­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ნიკა გვა­რა­მია შე­სა­ბა­მის პი­რებს სთხოვს არ ამუ­შავ­დეს მსგავ­სი სცე­ნა­რი, რად­გან ეს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის.

"რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, ორმა წყა­რომ, მათ შო­რის ერ­თმა მა­ღალ­მა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბომ მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა „რუს­თა­ვი 2“-ის ძა­ლა­დობ­რი­ვი აღე­ბის შე­სა­ხებ დღეს ღა­მით. ამ იდე­ას ჰყავს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი და მომ­ხრე­ე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბა შეძ­ლო და გა­ბე­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე გო­ნი­ე­რე­ბა­შერ­ჩე­ნილ­მა წევ­რმა. სხვა ვი­თა­რე­ბა­ში მო­ვიწ­ვევ­დი დი­პ­კორ­პუსსს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ენ­ჯე­ო­ებს, მაგ­რამ ახლა მი­მაჩ­ნია, ის რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არის რუ­სუ­ლი სცე­ნა­რი, სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მე ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს. მე მგო­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­ში არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღრმად არას­წო­რად ხე­და­ვენ სა­კი­თხებს. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ღერ­ძი არის რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა და ამ ღერ­ძის სა­თა­ვე­ში დგას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და პარ­ლა­მენ­ტის გარ­კვე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ამ ღერძს შე­ად­გე­ნენ. ამი­ტომ რა მი­ზე­ზიც არ უნდა იყოს, აქ შე­მოს­ვლის, რაც არ უნდა გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ, მა­გა­ლი­თად, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი და რა­ღაც ლე­გი­ტი­მუ­რი ერთი შე­ხედ­ვით მიზ­ნე­ბი, არ გა­ბე­დოთ ამის გა­კე­თე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე იმი­ტომ არა, რო­მე­ლი არხი და­ი­ხუ­რე­ბა და ადა­მი­ა­ნებს შე­ე­ხე­ბით და ა.შ. არ გა­ბე­დოთ ამის გა­კე­თე­ბა იმი­ტომ, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­იწ­ვი­ოს მწვა­ვედ უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბი, ძა­ლა­დო­ბა ქუ­ჩებ­ში და, რა თქმა უნდა, ეს შე­დის ჩვე­ნი მთა­ვა­რი და ერ­თა­დერ­თი მტრის, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

მისი თქმით, „რუს­თა­ვი 2“-ში შეს­ვლის სა­ბა­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და ვი­თომ ერთი შე­ხედ­ვით ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნე­ბი.

ავტორი:

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა, "ქართული ოცნების" ოფისში კი ბრიფინგი დაინიშნა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა, "ქართული ოცნების" ოფისში კი ბრიფინგი დაინიშნა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნებია, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, 20-21 ივნისს, დაკავებული მომიტინგეე გათავისუფლება და 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ოთხი დღეა მიმდინარეობს.

ამასთან, "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი დაინიშნა. სავარუდოდ, ბრიფინგი ნიკა გვარამიას განცხადებებს და ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება.

ორმა წყარომ, მათ შორის სახელისუფლებომ, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება "რუსთავი 2"-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს ღამით, არ გაბედოთ ამის გაკეთება, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამია შესაბამის პირებს სთხოვს არ ამუშავდეს მსგავსი სცენარი, რადგან ეს რუსეთის ინტერესებში შედის.

"რამდენიმე წუთის წინ, ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს ღამით. ამ იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეები და მომხრეებიც ხელისუფლებაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრება შეძლო და გაბედა ხელისუფლების რამდენიმე გონიერებაშერჩენილმა წევრმა. სხვა ვითარებაში მოვიწვევდი დიპკორპუსსს, დაველაპარაკებოდი ენჯეოებს, მაგრამ ახლა მიმაჩნია, ის რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში, არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისუფლების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომადგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები და ამ ღერძს შეადგენენ. ამიტომ რა მიზეზიც არ უნდა იყოს, აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა, რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და ა.შ. არ გაბედოთ ამის გაკეთება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და, რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი და ერთადერთი მტრის, რუსეთის ინტერესებში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ში შესვლის საბაბი შეიძლება იყოს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ვითომ ერთი შეხედვით ლეგიტიმური მიზნები.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები