სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკროავტობუსის ავარია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია 10-მდე ადამიანი
მიკროავტობუსის ავარია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია 10-მდე ადამიანი

თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, კომ­პა­ნია "ინ­ტერტრან­სის" კუთ­ვნი­ლი სამ­გზავ­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მოჰ­ყვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი "ლექ­სუ­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და შემ­დეგ ჯე­ბირს და­ე­ჯა­ხა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის რე­ისს ას­რუ­ლებ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 10-მდე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, ისი­ნი ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სამ­მარ­თლის საქ­მე 276-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი­თაა აღ­ძრუ­ლი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხე­ვის გამო მა­გის­ტრალ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­წყვე­ტი­ლი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მიკროავტობუსის ავარია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია 10-მდე ადამიანი

მიკროავტობუსის ავარია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია 10-მდე ადამიანი

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე, კომპანია "ინტერტრანსის" კუთვნილი სამგზავრო მიკროავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი "ლექსუსის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ ჯებირს დაეჯახა. მიკროავტობუსი რუსთავი-თბილისის რეისს ასრულებდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა, ისინი ნაკლებად მძიმე დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. მომხდარზე სისხლის სამმართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული. ავტოსაგზაო შემთხევის გამო მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია