ავტორი:

"ვიღაცამ დაუძახა მობრუნდიო და როგორც კი მობრუნებულა, ჩაძირულა, გულმა უმტყუნაო" - ვინ იყო ხობში გარდაცვლილი მოზარდი და რას ჰყვება მასზე სკოლის დირექტორი

"ვიღაცამ დაუძახა მობრუნდიო და როგორც კი მობრუნებულა, ჩაძირულა, გულმა უმტყუნაო" - ვინ იყო ხობში გარდაცვლილი მოზარდი და რას ჰყვება მასზე სკოლის დირექტორი

15 წლის მოზარდი, რომელიც მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის მკვიდრია. იგი იმავე სოფლის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორის გულნარა ტაბაღუას თქმით, ის ძალიან წესიერი და შრომისმოყვარე ბავშვი იყო. ამბობს, რომ მთელ სოფელს მასზე გული შესტკივა.

"გიორგი ძალიან კარგად აღზრდილი ბავშვი იყო, წესიერი, შრომისმოყვარე. მისი განაწყენებული არცერთი მასწავლებელი და, მითუმეტეს, მოსწავლე არ მახსენდება. ძალიან ლამაზი, სხარტი ბავშვი იყო, ოჯახში დედ-მამის გვერდით მდგომი და საქმის მკეთებელი. ამბობენ, რომ საბანაოდ წასულა, შუა მდინარემდე გაცურა, ვიღაცამ დაუძახა მობრუნდიო და როგორც კი მობრუნებულა, ჩაძირულა, გულმა უმტყუნაო, სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. სკოლაში საშუალო მოსწრების ბავშვი იყო, მაგრამ სხვა მხრივ უნიკალური", - აცხადებს გულნარა ტაბაღუა.

მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

მაია ძაგანია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი