სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა - კადრებს რუსი ტელეწამყვანი ავრცელებს
ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა - კადრებს რუსი ტელეწამყვანი ავრცელებს

ქარ­თვე­ლმა მუ­სი­კო­სმა და მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლმა შემ­სრუ­ლე­ბე­ლმა ნინო ქა­თა­მა­ძემ მოს­კოვ­ში, ყო­ველ­წლი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Усадьба Jazz-ზე იმ­ღე­რა. სიმ­ღე­რის ვი­დე­ო­კად­რებს რუსი ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნი, ალექს დუ­ბა­სი ინ­სტაგ­რამ­ზე ავ­რცე­ლებს.

"ნინო ქა­თა­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი გული ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია, მე კი ვუ­თხა­რი, რომ მსმე­ნე­ლე­ბის გუ­ლე­ბი მას­თა­ნაა, ესე იგი, მსმე­ნე­ლე­ბის გუ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­შია. ამ ვი­დე­ო­ში ნა­ხავთ, რო­გორ ჰყვე­ბოდ­ნენ მას სიმ­ღე­რა­ში და რო­გორ უკ­რავ­დნენ ტაშს. ჩვენ ხომ კარ­გად ვი­ცით, რომ თქვე­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბა რუ­სო­ფო­ბი არაა... ადრე ნი­ნომ მი­თხრა, რომ ქარ­თულ ენა­ში არ არ­სე­ბობს სი­ტყვა «ладонь», არის მისი შე­სა­ტყვი­სი - "ხე­ლის გული"... და ახლა, როცა მე ხელს ვარ­თმევ ან ტაშს ვუკ­რავ ადა­მი­ანს, მახ­სენ­დე­ბა, რომ ამას ვა­კე­თებ გუ­ლით..." - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ღია ფეს­ტი­ვა­ლი "Усадьба Jazz" მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლია, რო­მე­ლიც ჯაზ­სა და ფანკს, სო­ულ­სა და ელექტრო­ნულ მუ­სი­კას ეთ­მო­ბა და ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა 2004 წლი­დან. წელს ფეს­ტი­ვალ­ში რუს შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი ღე­ბუ­ლობ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მათ შო­რის: The Black Eyed Peas (ამე­რი­კულ­მა ჯგუფ­მა რამ­დე­ნი­მე დღის შეკ­ვე­თილ­ში გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი), როკ-ბენ­დი Сплин, ბრი­ტა­ნე­ლი ჯაზ­მუ­სი­კო­სი ჯე­ი­მი კა­ლუ­მი და სხვე­ბი. ნინო ქა­თა­მა­ძემ & Insight-მა ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2014 წელ­საც მი­ი­ღეს.

ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE ნინო ქა­თა­მა­ძეს გუ­შინ­ვე და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა მან WhatsApp-ში ჩვენს ზა­რებს და შე­ტყო­ბი­ნე­ბებს არ უპა­სუ­ხა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

ისინი რომლებიც ადამიანებს ესვრიან და ხოცავენ თავად ადამიანები არ არიან.ისინიმკვლელები არიან და მკვლელებს უმღერეთ?

лали кахели
0

афсолитурад ар момецона 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა - კადრებს რუსი ტელეწამყვანი ავრცელებს

ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა - კადრებს რუსი ტელეწამყვანი ავრცელებს

ქართველმა მუსიკოსმა და მსოფლიოში პოპულარულმა შემსრულებელმა ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. სიმღერის ვიდეოკადრებს რუსი ტელე-რადიო წამყვანი, ალექს დუბასი ინსტაგრამზე ავრცელებს.

"ნინო ქათამაძემ განაცხადა, რომ მისი გული ახლა საქართველოშია, მე კი ვუთხარი, რომ მსმენელების გულები მასთანაა, ესე იგი, მსმენელების გულებიც საქართველოშია. ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ჰყვებოდნენ მას სიმღერაში და როგორ უკრავდნენ ტაშს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ თქვენი უმრავლესობა რუსოფობი არაა... ადრე ნინომ მითხრა, რომ ქართულ ენაში არ არსებობს სიტყვა «ладонь», არის მისი შესატყვისი - "ხელის გული"... და ახლა, როცა მე ხელს ვართმევ ან ტაშს ვუკრავ ადამიანს, მახსენდება, რომ ამას ვაკეთებ გულით..." - წერს ტელეწამყვანი ვიდეოს კომენტირებისას.

საერთაშორისო ღია ფესტივალი "Усадьба Jazz" მასშტაბური ფესტივალია, რომელიც ჯაზსა და ფანკს, სოულსა და ელექტრონულ მუსიკას ეთმობა და ყოველწლიურად იმართება 2004 წლიდან. წელს ფესტივალში რუს შემსრულებლებთან ერთად, ცნობილი მუსიკოსები ღებულობდნენ მონაწილეობას, მათ შორის: The Black Eyed Peas (ამერიკულმა ჯგუფმა რამდენიმე დღის შეკვეთილში გამართა კონცერტი), როკ-ბენდი Сплин, ბრიტანელი ჯაზმუსიკოსი ჯეიმი კალუმი და სხვები. ნინო ქათამაძემ & Insight-მა ფესტივალში მონაწილეობა 2014 წელსაც მიიღეს.

ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით AMBEBI.GE ნინო ქათამაძეს გუშინვე დაუკავშირდა, თუმცა მან WhatsApp-ში ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.