სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსების ნაწილი სოცქსელებში ქართველებით აღფრთოვანებულია - "დღევანდელი გმირი მთელი ქართველი ერია!"
რუსების ნაწილი სოცქსელებში ქართველებით აღფრთოვანებულია - "დღევანდელი გმირი მთელი ქართველი ერია!"

"ტვი­ტე­რის" რუსი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლე­ბის რე­აქ­ცი­ით, რაც პარ­ლა­მენ­ტში დუ­მის დე­პუ­ტა­ტის გა­მო­ჩე­ნას მოჰ­ყვა. ისი­ნი წე­რენ, რომ მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­ბი უი­მე­დოდ ელო­დე­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბებს, ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შეც­დო­მებს არ პა­ტი­ო­ბენ.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას, რად­გან "უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდის გა­რე­შე" შეძ­ლონ მოგ­ზა­უ­რო­ბა და არ გრძნობ­დნენ თავს ცუ­დად მათი მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კის გამო. ისი­ნი აკ­რი­ტი­კე­ბენ ვლა­დი­მერ პუ­ტინს, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­სას ტე­ლე­ე­თე­რით ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

„ვუ­ყუ­რებ - ერს ყმუ­ი­ლი და ის­ტე­რი­კა აქვს ატე­ხი­ლი, „ნა­ხეთ, თურ­მე ქარ­თვე­ლებს არ ვუყ­ვარ­ვართ!“ ეს იდი­ო­ტო­ბაა თუ უნა­მუ­სო­ბა? რა­ტომ უნდა უყ­ვარ­დეთ? იმი­ტომ, რომ რუ­სეთს მათი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% აქვთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი?“

„ჩემ­თვის დღე­ვან­დე­ლი დღის გმი­რი მთე­ლი ქარ­თვე­ლი ერია! თქვე­ნი ვირ­თხა კი არა, კა­მე­რე­ბის წინ მშვე­ნი­ერ ქვე­ყა­ნა­ზე რომ სა­უბ­რობს - ისი­ნი, ვინც პარ­ლა­მენ­ტში შე­იჭრ­ნენ, რად­გან იქ რუსი დე­პუ­ტა­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და. იგ­რძე­ნით გან­სხვა­ვე­ბა.“

„სა­ქარ­თვე­ლო­ში შტურ­მით ცდი­ლო­ბენ პარ­ლა­მენ­ტის აღე­ბას, რად­გან სა­კუ­თარ თავ­ზე და ქვე­ყა­ნა­ზე ში­შო­ბენ. რუ­სეთ­ში ხნი­ე­რი, რე­ა­ლო­ბას მოწ­ვე­ტი­ლი ბა­ბუა 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იტყუ­ე­ბო­და ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ არ­ცერ­თი რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა არ გა­და­იჭ­რე­ბა. ჩვენ ვსხედ­ვართ და ცვლი­ლე­ბებს ვე­ლო­დე­ბით.“

„რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ უამ­რა­ვი რუსი უარს ამ­ბობს რუ­სეთ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ჭა­მა­ზე, რო­მე­ლიც პალ­მის ზეთს შე­ი­ცავს“.

რუსი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ტვი­ტებს "ფე­ის­ბუქ­ზე" ნინო ბე­ქა­უ­რი აქ­ვეყ­ნებს.

"სად­მე თუ ადეკ­ვა­ტუ­რი რუსი არ­სე­ბობს ყვე­ლა მე მყავს ტვი­ტერ­ზე, ამი­ტომ ასეთ დღე­ებ­ში ტვი­ტე­რის სქ­როლ­ვა უფრო კაია, ვიდ­რე ფე­ის­ბუ­ქის.

P.s. სამ­წუ­ხა­როდ, 30-ზე მე­ტად სქ­რინს არ მა­მა­ტე­ბი­ნებს. არ მქონ­და გათ­ვლი­ლი ამ­ხე­ლა მას­შტა­ბებ­ზე, არა­და არ ჩერ­დე­ბი­ან, დე­დის წი­ო­კი აქვთ ატე­ხი­ლი პუ­ტი­ნის­თვის, პი­რი­დან ხინ­კლის გა­მოგ­ლე­ჯის­თვის," - წერს ბე­ქა­უ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რუსების ნაწილი სოცქსელებში ქართველებით აღფრთოვანებულია - "დღევანდელი გმირი მთელი ქართველი ერია!"

რუსების ნაწილი სოცქსელებში ქართველებით აღფრთოვანებულია - "დღევანდელი გმირი მთელი ქართველი ერია!"

"ტვიტერის" რუსი მომხმარებლების ნაწილი აღფრთოვანებულია ქართველების რეაქციით, რაც პარლამენტში დუმის დეპუტატის გამოჩენას მოჰყვა. ისინი წერენ, რომ მაშინ, როდესაც რუსები უიმედოდ ელოდებიან ქვეყანაში ცვლილებებს, ქართველები საკუთარ ხელისუფლებას შეცდომებს არ პატიობენ.

სოციალური ქსელების მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მოუთმენლად ელოდებიან ხელისუფლების შეცვლას, რადგან "უხერხულობის განცდის გარეშე" შეძლონ მოგზაურობა და არ გრძნობდნენ თავს ცუდად მათი მთავრობის პოლიტიკის გამო. ისინი აკრიტიკებენ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც რამდენიმესაათიანი პრესკონფერენციისას ტელეეთერით ქვეყნის წარმატებებზე ისაუბრა.

„ვუყურებ - ერს ყმუილი და ისტერიკა აქვს ატეხილი, „ნახეთ, თურმე ქართველებს არ ვუყვარვართ!“ ეს იდიოტობაა თუ უნამუსობა? რატომ უნდა უყვარდეთ? იმიტომ, რომ რუსეთს მათი ტერიტორიების 20% აქვთ ოკუპირებული?“

„ჩემთვის დღევანდელი დღის გმირი მთელი ქართველი ერია! თქვენი ვირთხა კი არა, კამერების წინ მშვენიერ ქვეყანაზე რომ საუბრობს - ისინი, ვინც პარლამენტში შეიჭრნენ, რადგან იქ რუსი დეპუტატი იმყოფებოდა. იგრძენით განსხვავება.“

„საქართველოში შტურმით ცდილობენ პარლამენტის აღებას, რადგან საკუთარ თავზე და ქვეყანაზე შიშობენ. რუსეთში ხნიერი, რეალობას მოწვეტილი ბაბუა 4 საათის განმავლობაში იტყუებოდა ქვეყნის წარმატებების შესახებ, რაც ნათლად აჩვენებს, რომ არცერთი რეალური პრობლემა არ გადაიჭრება. ჩვენ ვსხედვართ და ცვლილებებს ველოდებით.“

„რუსეთის უშიშროების საბჭოს მონაცემებით, საქართველოდან დაბრუნების შემდეგ უამრავი რუსი უარს ამბობს რუსეთში დამზადებული პროდუქტის ჭამაზე, რომელიც პალმის ზეთს შეიცავს“.

რუსი მომხმარებლების ტვიტებს "ფეისბუქზე" ნინო ბექაური აქვეყნებს.

"სადმე თუ ადეკვატური რუსი არსებობს ყველა მე მყავს ტვიტერზე, ამიტომ ასეთ დღეებში ტვიტერის სქროლვა უფრო კაია, ვიდრე ფეისბუქის.

P.s. სამწუხაროდ, 30-ზე მეტად სქრინს არ მამატებინებს. არ მქონდა გათვლილი ამხელა მასშტაბებზე, არადა არ ჩერდებიან, დედის წიოკი აქვთ ატეხილი პუტინისთვის, პირიდან ხინკლის გამოგლეჯისთვის," - წერს ბექაური.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ