პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი ჟიური, ჩემი გურმანი მეუღლეა" - მსახიობი, რომელმაც შოუებში მონაწილეობა "ჯეობარიდან" დაიწყო და ახლა "სამზარეულოს ომებში“ ცდის ბედს
"მთავარი ჟიური, ჩემი გურმანი მეუღლეა" - მსახიობი, რომელმაც შოუებში მონაწილეობა "ჯეობარიდან" დაიწყო და ახლა "სამზარეულოს ომებში“ ცდის ბედს

ეთო გუ­გა­ვა, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, მღე­რის კი­დეც და არა­ერ­თი მე­გაპ­რო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეა. ამ­ჯე­რად ახალ პრო­ექ­ტში „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა იქამ­დე იყო - „ჯე­ო­ბა­რი“, „დასი“, „ახა­ლი ხმა“ და სხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბი. ასე­ვე როლი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში - „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“. საკ­მა­რი­სია მისი პერ­სო­ნა­ჟი თა­თია ეგა­ძე გა­მოჩ­ნდეს, რომ ჩიკა მის ნა­მოქ­მე­დარს ვერ ივი­წყებს და კონ­კუ­რენტზე ბრა­ზობს...

სა­ნამ ეთოს­თან "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ზე" ვი­სა­უბ­რებთ, გვიყ­ვე­ბა პრო­ექ­ტებ­ში მის მრა­ვალ­წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე:

„გა­ირ­კვა, რომ თურ­მე შე­ჯიბ­რე­ბა და კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიყ­ვარს - ეს რა­ღაც საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბას ჰგავს! დიახ, პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბაა და არა იმი­ტომ, რომ ვინ­მეს ვა­ჯო­ბო, მო­ვი­გო, თვი­თონ პრო­ცე­სია მიმ­ზიდ­ვე­ლი და მომ­ხიბ­ვლე­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, შემ­დეგ შენს ნა­მოქ­მე­დარს რომ უყუ­რებ და აა­ნა­ლი­ზებ.

მა­გა­ლი­თად, „დას­ში“ პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რად­გან ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძეს­თან და რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან ერ­თად მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. ჩემ­თვის ეს კარ­გი მას­ტერკლა­სი იყო. მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტს რაც შე­ე­ხე­ბა, მომ­ღე­რა­ლი არ ვარ, მსა­ხი­ო­ბი ვარ და ეს საქ­მე ჩემი ისე­თი­ვე გა­ტა­ცე­ბაა, რო­გორც სამ­ზა­რე­უ­ლო. ალ­ბათ სპორ­ტსმე­ნი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი - მეყ­ვა­რე­ბო­და ოლიმ­პი­ა­დე­ბი და შე­ჯიბ­რე­ბი" - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

- "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში" რომ აღ­მოჩ­ნდით, ე.ი. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი გიყ­ვართ და გურ­მა­ნიც ხართ. რო­დის და რო­გორ გაჩ­ნდა კუ­ლი­ნა­რი­ის მი­მართ მი­მართ ინ­ტე­რე­სი?

- ჩემი სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­მართ ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლი 90-იანი წლებ­ში გაჩ­ნდა... 15-16 წლის რომ ვი­ყა­ვი, იმ შიმ­ში­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ბევ­რნა­ი­რი გა­სა­ჭი­რის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საკ­ვებ-პრო­დუქ­ტე­ბით ვერ ვიკ­ვე­ბე­ბო­დით. ძა­ლი­ან ცო­ტას ჰქონ­და ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბის ფუ­ფუ­ე­ნე­ბა... ერთხელ მე და ჩემს მე­გო­ბარს ძა­ლი­ან მოგ­ვინ­და კალ­ტე­ტი. მე­ზო­ბელ­მა ქალ­მა, - მე გას­წავ­ლი ბოსტნე­უ­ლის კატ­ლე­ტის რე­ცეპტ­სო. გა­ხე­ხი­ლი კარ­ტო­ფი­ლი, სტა­ფი­ლო კვერ­ცხსა და ფქვილ­ში უნდა ამო­გევ­ლო და შე­გეწ­ვა, რაც სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­დუ­რა აღ­მოჩ­ნდა.

მა­ნამ­დე ერ­ბოკ­ვერ­ცხი­სა და კარ­ტო­ფი­ლის შეწ­ვა ვი­ცო­დი, პირ­ვე­ლად მო­მი­წია ამის გა­კე­თე­ბამ და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი რამ გა­მო­მი­ვი­და... მოკ­ლედ, ასე ნელ-ნელა, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კე­თე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და. რო­დე­საც პრო­დუქტს ვჭრი­დი, ვხე­ხავ­დი, ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებ­და და რაც მთავ­რია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თვი­თონ ვი­ჩენ­დი ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ რამე გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

რა უფრო მეტი დრო გა­დის, ეს საქ­მე უფრო მსი­ა­მოვ­ნებს, იმის ფონ­ზე, რომ მყავს შვი­ლე­ბი, მაქვს ოჯა­ხი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დამ­ხმა­რე ქალ­ბა­ტო­ნი და ასე­ვე დე­დამ­თი­ლი მეხ­მა­რე­ბა, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არა­ვის ვუშ­ვებ. ყო­ველ­დღე ვამ­ზა­დებ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის კერძს. შინ პრო­დუქ­ტე­ბის მო­ტა­ნის პრო­ცე­სიც მიყ­ვარს - წას­ვლა, ყიდ­ვა, შერ­ჩე­ვა, შემ­დეგ კერ­ძის მო­ფიქ­რე­ბა, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი­თაც ვსარ­გებ­ლობ, ასე­ვე ინ­ტერ­ნე­ტი­თაც. მერე გა­და­ვუ­რე­კავ ხოლ­მე ჩემს მე­წყვი­ლე სო­ფოს, მის­გან რა­ღაც რჩე­ვებს მი­ვი­ღებ და კერ­ძებს ვამ­ზა­დებ. მთა­ვა­რი ჟი­უ­რი, ჩემი გურ­მა­ნი მე­უღ­ლეა!

- ამის შემ­დეგ უკვე გა­სა­გე­ბია, პრო­ექ­ტში რა­ტო­მაც მიხ­ვე­დით...

- ეს შოუ „რუს­თა­ვი 2“-ზე წინა ჯერ­ზე რომ გა­დი­ო­და, ჩემი მე­გობ­რე­ბი, შვი­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, შენც გადი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეო. ასე­თი მა­გა­რი არ ვარ და რომ ვერ გა­ვა­მარ­თლო თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი-მეთ­ქი? მერე რომ და­ვაკ­ვირ­დი (ყვე­ლა კერ­ძი არ მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში), იქ ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა, რა­საც დიდი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა დას­ჭირ­დე­ბო­და...

მოკ­ლედ, „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ კას­ტინ­გი რომ გა­მო­ცხად­და, ბოლო დღეს იმ მო­საზ­რე­ბით მი­ვე­დი. ჩვენს წი­ნა­პარს, არც ერთ ბე­ბია-ბა­ბუ­ას, რომ­ლებ­მაც რო­გორც გან­ძი, ისე დაგ­ვი­ტო­ვეს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი, არა­ნა­ი­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კურ­სე­ბი არ ჰქონ­და გავ­ლი­ლი. შო­უ­შიც აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი არც არა­ფე­რია სა­ჭი­რო, თუ გაქვს გემ­რი­ე­ლი ხელი, გუ­ლი­ა­ნად ამ­ზა­დებ, ფიქ­რობ, რომ გე­მოვ­ნე­ბა გაქვს, სა­ინ­ტე­რე­სოდ შე­გიძ­ლია შექ­მნა, უნდა ჩა­ერ­თო კონ­კურ­სში. ასე რომ, რა­ტო­მაც არა, შეგ­ვიძ­ლია, შე­დევ­რე­ბის შექ­მნა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რნი არი­ან. მოკ­ლედ, გავ­რის­კე და მი­ვე­დი.

გა­ვი­ა­რეთ პირ­ვე­ლი ტური უპი­რო­ბოდ ვა­ჯო­ბეთ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გუნდს, უსაყ­ვარ­ლეს ადა­მი­ა­ნებს. სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა აღ­მოჩ­ნდა, - ხე­ლო­ვა­ნი, თუნ­დაც მსა­ხი­ო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო თა­მა­მე­ბი და კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი ვართ.

- თქვენს ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ა­ზე რას გვე­ტყვით?

- მე ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი მსა­ხი­ო­ბი, შე­იძ­ლე­ბა მიწ­ვე­ვა მი­ვი­ღო რო­გორც თე­ატ­რი­დან, კი­ნო­დან, სე­რი­ა­ლი­დან, ამა თუ იმ რეკ­ლა­მი­დან. უზო­მოდ მიყ­ვარს რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, გა­და­ღე­ბა­ზე ყოფ­ნა - ეს პრო­ფე­სია ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია! რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, გა­და­ღე­ბა­ზე ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა. ჩემ­მა შვილ­მაც, რო­მე­ლიც 15 წლის არის, ეს პრო­ფე­სია აირ­ჩია, სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, რომ ვუ­ყუ­რებ, ჩემი გო­გო­ნა ჩემი გა­მე­ო­რე­ბაა.

ასე რომ, უშ­რე­ტი ენერ­გია მაქვს, შე­მიძ­ლია, გა­და­ვა­ბა და რამ­დე­ნი­მე დღე ერ­თდრო­უ­ლად საქ­მე ვა­კე­თო. თუ ადა­მი­ან­მა მო­ა­ხერ­ხა, თა­ვი­სი პრო­ფე­სია აირ­ჩია და მას აკე­თებს, ბედ­ნი­ე­რია.

- "ჩცდ"-ში თქვე­ნი გმი­რი ვფიქ­რობ, მა­ინც ვერ გან­ვი­თარ­და...

- ჩემი გმი­რი თა­თია ეგა­ძე ყო­ველ წელს თითო სე­რი­ა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა და მერე გაქ­რე­ბა, მაგ­რამ ისეთ კვალს ტო­ვებს, რომ შემ­დეგ ჩი­კას მთე­ლი წელი ჰყოფ­ნის, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყოს. ვფიქ­რობ, რომ ჩემს თა­თი­ას ჯერ არ და­უს­რუ­ლე­ბია თა­ვი­სი ამ­ბე­ბი...

ეს არის სე­რი­ა­ლი, რო­მელ­შიც სულ გინ­და იყო, გი­ზი­დავს და რომ არ ხარ, „ლომ­კა“ გაქვს... ამი­ტო­მაც არის, რომ მა­ყუ­რე­ბელს ის არას­დროს ბეზ­რდე­ბა. სულ ისე­თი გან­წყო­ბა აქვს, რომ ახალ სე­რი­ას უყუ­როს და მომ­დევ­ნოს ინ­ტე­რე­სით და­ე­ლო­დოს. ხომ გე­უბ­ნე­ბით, რო­დე­საც მსა­ხი­ობს ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს, რაც ძა­ლი­ან მა­გა­რია, მას­ში ყოფ­ნის სურ­ვი­ლი სულ არ­სე­ბობს. თვი­თონ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი უმაგ­რე­სია, ერთი სული მაქვს, მათ­თან სა­მუ­შა­ოდ რო­დის მი­ვალ, თუ გინ­და, სულ ნუ გავა ის სე­რია მერე ეთერ­ში, მთა­ვა­რია, გა­და­ღე­ბი­სას იქ ვიყო.

- "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებს" რომ და­ვუბ­რუნ­დეთ - რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- არ­სე­ბობს ერთი „მაგ­რამ“ - სუ­პერ მზა­რე­ულ­საც კი, შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც შე­ე­შა­ლოს, და­ა­ვი­წყდეს, და­ეწ­ვას... ალ­ბათ უფრო იღ­ბალს უნდა მი­ვენ­დო, ვიდ­რე ცოდ­ნას. ეს სამ­ზა­რე­უ­ლოა და აქ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მო­გე­ბა არც ერთ პრო­ექ­ტში ჩემი მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, ხომ ვამ­ბობ, რე­ა­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა ყვე­ლა­ფე­რი.

ავტორი:

"მთავარი ჟიური, ჩემი გურმანი მეუღლეა" - მსახიობი, რომელმაც შოუებში მონაწილეობა "ჯეობარიდან" დაიწყო და ახლა "სამზარეულოს ომებში“ ცდის ბედს

"მთავარი ჟიური, ჩემი გურმანი მეუღლეა" - მსახიობი, რომელმაც შოუებში მონაწილეობა "ჯეობარიდან" დაიწყო და ახლა "სამზარეულოს ომებში“ ცდის ბედს

ეთო გუგავა, პროფესიით მსახიობია, მღერის კიდეც და არაერთი მეგაპროექტის მონაწილეა. ამჯერად ახალ პროექტში „სამზარეულოს ომები“ გამოჩნდა, თუმცა იქამდე იყო - „ჯეობარი“, „დასი“, „ახალი ხმა“ და სხვა სატელევიზიო შოუები. ასევე როლი პოპულარულ სერიალში - „ჩემი ცოლის დაქალები“. საკმარისია მისი პერსონაჟი თათია ეგაძე გამოჩნდეს, რომ ჩიკა მის ნამოქმედარს ვერ ივიწყებს და კონკურენტზე ბრაზობს...

სანამ ეთოსთან "სამზარეულოს ომებზე" ვისაუბრებთ, გვიყვება პროექტებში მის მრავალწლიან გამოცდილებაზე:

„გაირკვა, რომ თურმე შეჯიბრება და კონკურსებში მონაწილეობა მიყვარს - ეს რაღაც საყვარელი საქმის კეთებას ჰგავს! დიახ, პროექტებში მონაწილეობა - საყვარელი საქმის კეთებაა და არა იმიტომ, რომ ვინმეს ვაჯობო, მოვიგო, თვითონ პროცესია მიმზიდველი და მომხიბვლელი. საინტერესოა ისიც, შემდეგ შენს ნამოქმედარს რომ უყურებ და აანალიზებ.

მაგალითად, „დასში“ პროფესიული თვალსაზრით დიდი გამოცდილება მივიღე, რადგან ნანუკა ხუსკივაძესთან და რობერტ სტურუასთან ერთად მიწევდა მუშაობა. ჩემთვის ეს კარგი მასტერკლასი იყო. მუსიკალურ პროექტს რაც შეეხება, მომღერალი არ ვარ, მსახიობი ვარ და ეს საქმე ჩემი ისეთივე გატაცებაა, როგორც სამზარეულო. ალბათ სპორტსმენი რომ ვყოფილიყავი, იმ სამყაროში ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი - მეყვარებოდა ოლიმპიადები და შეჯიბრები" - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

- "სამზარეულოს ომებში" რომ აღმოჩნდით, ე.ი. სამზარეულოში ფუსფუსი გიყვართ და გურმანიც ხართ. როდის და როგორ გაჩნდა კულინარიის მიმართ მიმართ ინტერესი?

- ჩემი სამზარეულოს მიმართ ინტერესი და სიყვარული 90-იანი წლებში გაჩნდა... 15-16 წლის რომ ვიყავი, იმ შიმშილობის პერიოდში, ბევრნაირი გასაჭირის გამო, ადამიანები მრავალფეროვანი საკვებ-პროდუქტებით ვერ ვიკვებებოდით. ძალიან ცოტას ჰქონდა ხორციანი კერძების ფუფუენება... ერთხელ მე და ჩემს მეგობარს ძალიან მოგვინდა კალტეტი. მეზობელმა ქალმა, - მე გასწავლი ბოსტნეულის კატლეტის რეცეპტსო. გახეხილი კარტოფილი, სტაფილო კვერცხსა და ფქვილში უნდა ამოგევლო და შეგეწვა, რაც საინტერესო პროცედურა აღმოჩნდა.

მანამდე ერბოკვერცხისა და კარტოფილის შეწვა ვიცოდი, პირველად მომიწია ამის გაკეთებამ და ძალიან გემრიელი რამ გამომივიდა... მოკლედ, ასე ნელ-ნელა, სამზარეულოში კეთების პროცესი ძალიან შემიყვარდა. როდესაც პროდუქტს ვჭრიდი, ვხეხავდი, ძალიან მსიამოვნებდა და რაც მთავრია, ამ მიმართულებით თვითონ ვიჩენდი ინიციატივას, რომ რამე გამეკეთებინა.

რა უფრო მეტი დრო გადის, ეს საქმე უფრო მსიამოვნებს, იმის ფონზე, რომ მყავს შვილები, მაქვს ოჯახი და პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე ქალბატონი და ასევე დედამთილი მეხმარება, სამზარეულოში არავის ვუშვებ. ყოველდღე ვამზადებ რამდენიმე სახეობის კერძს. შინ პროდუქტების მოტანის პროცესიც მიყვარს - წასვლა, ყიდვა, შერჩევა, შემდეგ კერძის მოფიქრება, კულინარიული წიგნებითაც ვსარგებლობ, ასევე ინტერნეტითაც. მერე გადავურეკავ ხოლმე ჩემს მეწყვილე სოფოს, მისგან რაღაც რჩევებს მივიღებ და კერძებს ვამზადებ. მთავარი ჟიური, ჩემი გურმანი მეუღლეა!

- ამის შემდეგ უკვე გასაგებია, პროექტში რატომაც მიხვედით...

- ეს შოუ „რუსთავი 2“-ზე წინა ჯერზე რომ გადიოდა, ჩემი მეგობრები, შვილები მეუბნებოდნენ, შენც გადი, მონაწილეობა მიიღეო. ასეთი მაგარი არ ვარ და რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი-მეთქი? მერე რომ დავაკვირდი (ყველა კერძი არ მაქვს მხედველობაში), იქ ისეთი განსაკუთრებული არაფერი გაკეთებულა, რასაც დიდი ცოდნა და გამოცდილება დასჭირდებოდა...

მოკლედ, „სამზარეულოს ომების“ კასტინგი რომ გამოცხადდა, ბოლო დღეს იმ მოსაზრებით მივედი. ჩვენს წინაპარს, არც ერთ ბებია-ბაბუას, რომლებმაც როგორც განძი, ისე დაგვიტოვეს ქართული კერძები, არანაირი კულინარიული კურსები არ ჰქონდა გავლილი. შოუშიც აღმოჩნდა, რომ ბევრი არც არაფერია საჭირო, თუ გაქვს გემრიელი ხელი, გულიანად ამზადებ, ფიქრობ, რომ გემოვნება გაქვს, საინტერესოდ შეგიძლია შექმნა, უნდა ჩაერთო კონკურსში. ასე რომ, რატომაც არა, შეგვიძლია, შედევრების შექმნა და დარწმუნებული ვარ, ასეთი ადამიანები ბევრნი არიან. მოკლედ, გავრისკე და მივედი.

გავიარეთ პირველი ტური უპირობოდ ვაჯობეთ მოწინააღმდეგის გუნდს, უსაყვარლეს ადამიანებს. საინტერესო სანახაობა აღმოჩნდა, - ხელოვანი, თუნდაც მსახიობი ადამიანები უფრო თამამები და კრეატიულები ვართ.

- თქვენს ძირითად პროფესიაზე რას გვეტყვით?

- მე ვარ თავისუფალი მსახიობი, შეიძლება მიწვევა მივიღო როგორც თეატრიდან, კინოდან, სერიალიდან, ამა თუ იმ რეკლამიდან. უზომოდ მიყვარს რეპეტიციებზე, გადაღებაზე ყოფნა - ეს პროფესია ჩემთვის ყველაფერია! რეპეტიციაზე, გადაღებაზე ყველაფერი მავიწყდება. ჩემმა შვილმაც, რომელიც 15 წლის არის, ეს პროფესია აირჩია, სპექტაკლებში მონაწილეობს, რომ ვუყურებ, ჩემი გოგონა ჩემი გამეორებაა.

ასე რომ, უშრეტი ენერგია მაქვს, შემიძლია, გადავაბა და რამდენიმე დღე ერთდროულად საქმე ვაკეთო. თუ ადამიანმა მოახერხა, თავისი პროფესია აირჩია და მას აკეთებს, ბედნიერია.

- "ჩცდ"-ში თქვენი გმირი ვფიქრობ, მაინც ვერ განვითარდა...

- ჩემი გმირი თათია ეგაძე ყოველ წელს თითო სერიაში გამოჩნდება და მერე გაქრება, მაგრამ ისეთ კვალს ტოვებს, რომ შემდეგ ჩიკას მთელი წელი ჰყოფნის, რომ გაბრაზებული იყოს. ვფიქრობ, რომ ჩემს თათიას ჯერ არ დაუსრულებია თავისი ამბები...

ეს არის სერიალი, რომელშიც სულ გინდა იყო, გიზიდავს და რომ არ ხარ, „ლომკა“ გაქვს... ამიტომაც არის, რომ მაყურებელს ის არასდროს ბეზრდება. სულ ისეთი განწყობა აქვს, რომ ახალ სერიას უყუროს და მომდევნოს ინტერესით დაელოდოს. ხომ გეუბნებით, როდესაც მსახიობს ეს გამოცდილება გაქვს, რაც ძალიან მაგარია, მასში ყოფნის სურვილი სულ არსებობს. თვითონ გადამღები ჯგუფი უმაგრესია, ერთი სული მაქვს, მათთან სამუშაოდ როდის მივალ, თუ გინდა, სულ ნუ გავა ის სერია მერე ეთერში, მთავარია, გადაღებისას იქ ვიყო.

- "სამზარეულოს ომებს" რომ დავუბრუნდეთ - რა მოლოდინი გაქვთ?

- არსებობს ერთი „მაგრამ“ - სუპერ მზარეულსაც კი, შეიძლება, რაღაც შეეშალოს, დაავიწყდეს, დაეწვას... ალბათ უფრო იღბალს უნდა მივენდო, ვიდრე ცოდნას. ეს სამზარეულოა და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოგება არც ერთ პროექტში ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, ხომ ვამბობ, რეალურად მონაწილეობაა ყველაფერი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება