10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზები სასტუმროებს ქართული მასალებით აწყობენ და რუს ტურისტებს ეპატიჟებიან - ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგად დაგასვენებთო"
"აფხაზები სასტუმროებს ქართული მასალებით აწყობენ და რუს ტურისტებს ეპატიჟებიან - ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგად დაგასვენებთო"

მას შემ­დეგ, რაც ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და მთავ­რო­ბას და­ა­ვა­ლა, "სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად ზო­მე­ბი მი­ი­ღოს", აფხა­ზე­თის ე.წ. ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ას­ტა­მურ ბარ­ციც­მა შან­სი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა და რუს ტუ­რის­ტებს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი დას­ვე­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა".

"აფხა­ზე­თი მზად არის უმას­პინ­ძლოს იმ რუს ტუ­რის­ტებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა ჩა­ე­შა­ლათ... ჩვენ­თან თბი­ლი ზღვა, სუფ­თა ჰა­ე­რი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხია. ჩვენ­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია სამ­თო და ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტუ­რიზ­მიც" - ნათ­ქვა­მია ბარ­ცი­ცის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აფხა­ზი “მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის” გან­ცხა­დე­ბას თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ რუსი ტუ­რის­ტე­ბი და აფხა­ზე­ბი. ერთი ნა­წი­ლის თქმით, პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რებს მინ­სკის, ბა­ქოს და ერევ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, რად­გან კავ­კა­სი­ის მოყ­ვა­რუ­ლი და და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ტუ­რის­ტე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას აარ­ჩე­ვენ. მე­ო­რეს მხრივ კი, ეს "კარ­გი შან­სია აფხა­ზეთ­ში მეტი ტუ­რის­ტის მო­სა­ზი­დად და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად".

ბევ­რი, მათ შო­რის რუ­სე­ბი, ბარ­ცი­ცის მი­მარ­თვას ირო­ნი­უ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­სა და ზო­გა­დად, დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მებს ახ­სე­ნე­ბენ.

"აფხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მხო­ლოდ ის მი­დის, ვინც დღემ­დე თავი ვერ და­აღ­წია საბ­ჭო­თა ნოს­ტალ­გი­ას, ან მთე­ლი წელი აკო­წი­წებს რამ­დე­ნი­მე ათას რუბლს, რათა ერთი თვით მოს­წყდეს მშობ­ლი­ურ რუ­სეთს. თუმ­ცა, ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ იმა­ზე წუ­წუ­ნებს, რო­გორ და­უ­ტო­ვა და­ნა­ზო­გის ნა­ხე­ვა­რი აფხაზ “გა­იშ­ნი­კებს” თბი­ლი ზღვის სა­ფა­სუ­რად.

აფხა­ზეთ­ში ისი­ნიც მი­დი­ან, ვინც "ექ­სტრე­მა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბის" მომ­ხრეა, რად­გან არ გაქვთ კა­ნო­ნი, წეს­რი­გი, ნარ­კო­ტიკ­ზე შემჯდა­რი აფხა­ზე­ბი კი რუს ტუ­რის­ტებს სა­ნა­პი­რო­ზე ძარ­ცვა­ვენ. ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, მაგ­რამ არა­ერ­თი რუსი და ბე­ლო­რუ­სი ვნა­ხე, იქ ცხვირ-პირ დამ­ტვრე­უ­ლი და გა­და­ვი­ფიქ­რე” - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­დრეი ია­კოვ­ლე­ვი.

კი­დევ ერთი რუ­სის თქმით, "ის აფხა­ზე­ბი, ვი­საც მუდ­მი­ვი რუსი ტუ­რის­ტე­ბი ჰყავთ, მათ­გან ფულს იღე­ბენ, იმ პი­რო­ბით, რომ მო­მა­ვალ წელს შე­და­რე­ბით კომ­ფორ­ტულ პი­რო­ბებს და­ახ­ვედ­რე­ბენ თუმ­ცა, სე­ზო­ნუ­რი შე­მო­სავ­ლით, ან ფარ­თოვ­დე­ბი­ან, ან სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელს არე­მონ­ტე­ბენ".

"ჩვენ იგი­ვე, უმე­ტე­სად და­მამ­ცი­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი გვხვდე­ბა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, კრი­მი­ნალ­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე, გა­ტა­ცე­ბებ­ზე, ცე­მა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე - იქ ყვე­ლა რუს ქალს აგ­დე­ბუ­ლად უყუ­რე­ბენ და ყვე­ლა რუსი მა­მა­კა­ცი არაყ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჰგო­ნი­ათ. ეს სა­კუ­თარ ტყავ­სა და ოჯახ­ზე ვიწ­ვნიე...” - ამ­ბობს ანია ბალ­დო­ვა.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუ­მის ცენ­ტრში, ზღვის ნა­პი­რი­დან 150 მეტრში, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა და­ზი­ან­და და იმ ად­გი­ლას ისე­თი სუ­ნია, ვერ გა­ივ­ლი... ჯერ გვი­თხრეს, რამ­დე­ნი­მე დღეო, მერე ერთი თვეო - ახლა გვპირ­დე­ბი­ან ივ­ლი­სამ­დე მო­წეს­რიგ­დე­ბაო, თო­რემ მერე სი­ცხე­ე­ბი რომ და­ა­ჭერს, მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი გამ­რავ­ლდე­ბი­ა­ნო... ნა­გა­ვი ძლივს გა­ვა­ტა­ნი­ნეთ ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან, ბავ­შვე­ბი გვე­წამ­ლე­ბოდ­ნენ! ჰოდა, ამ პი­რო­ბებ­ში, რამ­დენ მი­ლი­ონ რუს ტუ­რისტს ვე­პა­ტი­ჟე­ბით აფხა­ზეთ­ში? თქვენ წა­იყ­ვანთ თქვენს სას­ტუმ­რო­ებ­ში, ბა­ტო­ნო ბარ­ციც?!" - კი­თხვას სვამს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი “ირაკ­ლი სო­ხუმსკი.”

ან­ტი­რუ­სულ გან­წყო­ბებ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ, Эхо Кавказа-ს ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ტა­ლი შა­რი­აც წერ­და. მისი თქმით, ბოლო ხა­ნებ­ში რე­გი­ონ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და ორ­გა­ნი­ზა­ცია “რუ­სუ­ლი ხმა”, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს აფხა­ზე­თის შავ პი­არ­ზე.

“რუ­სუ­ლი ხმის” ცნო­ბით, კრი­მი­ნა­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აფხა­ზეთ­ში იმა­ზე დი­დია, ვიდ­რე ამას უწყე­ბე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ. ჩვენც ხომ ვი­ცით, რომ ასეა... რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მხო­ლოდ ჩვენ ვდებთ აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ას და რა­ტომ არ უნდა გვქონ­დეს მეტი გავ­ლე­ნე­ბიო, თურ­ქეთ­სა და ეგ­ვიპ­ტე­შიც დე­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ას, მაგ­რამ მო­ი­თხო­ვონ აბა იქაც გავ­ლე­ნე­ბი, ვინ­მე გა­ა­ტა­ნი­ნებს?" - წერს მა­რი­ნა გერზმა­ვა.

“ბა­ტო­ნო ბარ­ციც, აფხა­ზე­თი ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­მო­ტა­ნი­ლი კონ­ტრა­ბან­დით საზ­რდო­ობს და ეს მხო­ლოდ საკ­ვებს კი არა, ავეჯ­საც ეხე­ბა. აფხა­ზე­ბი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებს ქარ­თუ­ლი მხრი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი­თა და ავე­ჯით აწყო­ბენ, სა­დაც რუს ტუ­რის­ტებს ეპა­ტი­ჟე­ბი­ან - ისი­ნი ცუ­დე­ბი არი­ან, ჩვენ კარ­გად და­გას­ვე­ნებ­თო... ჰოდა, ამის შემ­დეგ, დაგ­ვცი­ნე­ბენ რუ­სე­ბი აბა რა იქ­ნე­ბა?" - ამ­ბობს ანა­ტო­ლი ავი­ძ­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"აფხაზები სასტუმროებს ქართული მასალებით აწყობენ და რუს ტურისტებს ეპატიჟებიან - ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგად დაგასვენებთო"

"აფხაზები სასტუმროებს ქართული მასალებით აწყობენ და რუს ტურისტებს ეპატიჟებიან - ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგად დაგასვენებთო"

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო და მთავრობას დაავალა, "საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ზომები მიიღოს", აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და რუს ტურისტებს ალტერნატიული დასვენება შესთავაზა".

"აფხაზეთი მზად არის უმასპინძლოს იმ რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ... ჩვენთან თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხია. ჩვენთან განვითარებულია სამთო და ექსტრემალური ტურიზმიც" - ნათქვამია ბარციცის განცხადებაში.

აფხაზი “მაღალჩინოსნის” განცხადებას თითქმის ერთდროულად გამოეხმაურნენ რუსი ტურისტები და აფხაზები. ერთი ნაწილის თქმით, პუტინის განცხადება ძალიან გაახარებს მინსკის, ბაქოს და ერევნის მოსახლეობას, რადგან კავკასიის მოყვარული და დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ამ მიმართულებას აარჩევენ. მეორეს მხრივ კი, ეს "კარგი შანსია აფხაზეთში მეტი ტურისტის მოსაზიდად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად".

ბევრი, მათ შორის რუსები, ბარციცის მიმართვას ირონიულად ეხმაურებიან და ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და ზოგადად, დაგროვილ პრობლემებს ახსენებენ.

"აფხაზეთში დასასვენებლად მხოლოდ ის მიდის, ვინც დღემდე თავი ვერ დააღწია საბჭოთა ნოსტალგიას, ან მთელი წელი აკოწიწებს რამდენიმე ათას რუბლს, რათა ერთი თვით მოსწყდეს მშობლიურ რუსეთს. თუმცა, ჩამოსვლის შემდეგ იმაზე წუწუნებს, როგორ დაუტოვა დანაზოგის ნახევარი აფხაზ “გაიშნიკებს” თბილი ზღვის საფასურად.

აფხაზეთში ისინიც მიდიან, ვინც "ექსტრემალური დასვენების" მომხრეა, რადგან არ გაქვთ კანონი, წესრიგი, ნარკოტიკზე შემჯდარი აფხაზები კი რუს ტურისტებს სანაპიროზე ძარცვავენ. ვაპირებდი წასვლას, მაგრამ არაერთი რუსი და ბელორუსი ვნახე, იქ ცხვირ-პირ დამტვრეული და გადავიფიქრე” - წერს სოციალურ ქსელში ანდრეი იაკოვლევი.

კიდევ ერთი რუსის თქმით, "ის აფხაზები, ვისაც მუდმივი რუსი ტურისტები ჰყავთ, მათგან ფულს იღებენ, იმ პირობით, რომ მომავალ წელს შედარებით კომფორტულ პირობებს დაახვედრებენ თუმცა, სეზონური შემოსავლით, ან ფართოვდებიან, ან საკუთარ საცხოვრებელს არემონტებენ".

"ჩვენ იგივე, უმეტესად დამამცირებელი პირობები გვხვდება, რომ არაფერი ვთქვათ, კრიმინალზე, ძალადობაზე, გატაცებებზე, ცემასა და შეურაცხყოფაზე - იქ ყველა რუს ქალს აგდებულად უყურებენ და ყველა რუსი მამაკაცი არაყზე დამოკიდებული ჰგონიათ. ეს საკუთარ ტყავსა და ოჯახზე ვიწვნიე...” - ამბობს ანია ბალდოვა.

"რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ცენტრში, ზღვის ნაპირიდან 150 მეტრში, საკანალიზაციო სისტემა დაზიანდა და იმ ადგილას ისეთი სუნია, ვერ გაივლი... ჯერ გვითხრეს, რამდენიმე დღეო, მერე ერთი თვეო - ახლა გვპირდებიან ივლისამდე მოწესრიგდებაო, თორემ მერე სიცხეები რომ დააჭერს, მიკროორგანიზმები გამრავლდებიანო... ნაგავი ძლივს გავატანინეთ ქალაქის ცენტრიდან, ბავშვები გვეწამლებოდნენ! ჰოდა, ამ პირობებში, რამდენ მილიონ რუს ტურისტს ვეპატიჟებით აფხაზეთში? თქვენ წაიყვანთ თქვენს სასტუმროებში, ბატონო ბარციც?!" - კითხვას სვამს ინტერნეტმომხმარებელი “ირაკლი სოხუმსკი.”

ანტირუსულ განწყობებზე რამდენიმე დღის წინ, Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი ვიტალი შარიაც წერდა. მისი თქმით, ბოლო ხანებში რეგიონში განსაკუთრებით გააქტიურდა ორგანიზაცია “რუსული ხმა”, რომელიც აქტიურად მუშაობს აფხაზეთის შავ პიარზე.

“რუსული ხმის” ცნობით, კრიმინალის მაჩვენებელი აფხაზეთში იმაზე დიდია, ვიდრე ამას უწყებები აქვეყნებენ. ჩვენც ხომ ვიცით, რომ ასეა... რუსები ამბობენ, რომ მხოლოდ ჩვენ ვდებთ აფხაზეთის ეკონომიკაში ინვესტიციას და რატომ არ უნდა გვქონდეს მეტი გავლენებიო, თურქეთსა და ეგვიპტეშიც დებენ ინვესტიციას, მაგრამ მოითხოვონ აბა იქაც გავლენები, ვინმე გაატანინებს?" - წერს მარინა გერზმავა.

“ბატონო ბარციც, აფხაზეთი ჯერ კიდევ საქართველოდან შემოტანილი კონტრაბანდით საზრდოობს და ეს მხოლოდ საკვებს კი არა, ავეჯსაც ეხება. აფხაზები საოჯახო სასტუმროებს ქართული მხრიდან შემოტანილი მასალებითა და ავეჯით აწყობენ, სადაც რუს ტურისტებს ეპატიჟებიან - ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგად დაგასვენებთო... ჰოდა, ამის შემდეგ, დაგვცინებენ რუსები აბა რა იქნება?" - ამბობს ანატოლი ავიძბა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი