მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს
ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს

ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი და მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინო ქა­თა­მა­ძე დღეს მოს­კოვ­ში, ყო­ველ­წლი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Усадьба Jazz-ზე იმ­ღე­რებს. ფეს­ტი­ვა­ლი 22-23 ივ­ნისს იმარ­თე­ბა და პირ­ველ დღეს მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლიც გა­მო­ვა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე, ისე რუ­სულ მე­დი­ა­ში იძებ­ნე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის გან­რი­გი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან. წი­თე­ლი ის­რით მი­თი­თე­ბუ­ლია ნინო ქა­თა­მა­ძის გვა­რი

"რია ნო­ვოს­ტი" წერს, რომ ფეს­ტი­ვალ­ში რუს შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მათ შო­რის: The Black Eyed Peas (ამე­რი­კულ­მა ჯგუფ­მა რამ­დე­ნი­მე დღის შეკ­ვე­თილ­ში გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი), როკ-ბენ­დი Сплин, ბრი­ტა­ნე­ლი ჯაზ­მუ­სი­კო­სი ჯე­ი­მი კა­ლუ­მი, ნინო ქა­თა­მა­ძე და სხვე­ბი.

კონ­ცერ­ტის შე­სა­ხებ რუ­სულ მე­დი­ას­თან The Black Eyed Peas-ის წევ­რებ­მა ისა­უბ­რეს: "როცა ჩვენს სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ში მოს­კო­ვი და­ვი­ნა­ხეთ, აღვფრ­თო­ვან­დით. ერ­თმა­ნეთს შევ­ხე­დეთ და ვთქვით: "ჩვენ იქ ვბრუნ­დე­ბით!". მოს­კოვ­ში ყო­ველ­თვის კარგ დროს ვა­ტა­რებთ, თქვენ, რუ­სებ­მა კარ­გად იცით რო­გორ გა­ერ­თოთ ბო­ლომ­დე. ფეს­ტი­ვალ­ზე ჩვენც თქვენ­თან ერ­თად გა­ვერ­თო­ბით".

სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცე რამ­დე­ნი­მე მო­ედ­ნა­დაა და­ყო­ფი­ლი და რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, "ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში", სა­ხელ­წო­დე­ბით - "არის­ტოკ­რა­ტი", რომ­ლის მსმე­ნე­ლე­ბიც ჯა­ზის ნამ­დვი­ლი შემ­ფა­სებ­ლე­ბი არი­ან, ნინო ქა­თა­მა­ძე იმ­ღე­რებს. ამა­ვე მო­ე­დან­ზე გა­მო­ვა ბრი­ტა­ნე­ლი ჯაზ­მუ­სი­კო­სი ჯე­ი­მი კა­ლუ­მი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ღია ფეს­ტი­ვა­ლი "Усадьба Jazz" მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლია, რო­მე­ლიც ჯაზ­სა და ფანკს, სო­ულ­სა და ელექტრო­ნულ მუ­სი­კას ეთ­მო­ბა და ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა 2004 წლი­დან. ნინო ქა­თა­მა­ძემ & Insight-მა ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2014 წელ­საც მი­ი­ღეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, AMBEBI.GE მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა მან WhatsApp-ში ჩვენს ზა­რებს და შე­ტყო­ბი­ნე­ბებს არ უპა­სუ­ხა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს

ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს

ქართველი მუსიკოსი და მსოფლიოში პოპულარული შემსრულებელი ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს. ფესტივალი 22-23 ივნისს იმართება და პირველ დღეს მსმენელის წინაშე ქართველი მომღერალიც გამოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია როგორც ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე, ისე რუსულ მედიაში იძებნება.

ფესტივალის განრიგი ოფიციალური გვერდიდან. წითელი ისრით მითითებულია ნინო ქათამაძის გვარი

"რია ნოვოსტი" წერს, რომ ფესტივალში რუს შემსრულებლებთან ერთად, ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის: The Black Eyed Peas (ამერიკულმა ჯგუფმა რამდენიმე დღის შეკვეთილში გამართა კონცერტი), როკ-ბენდი Сплин, ბრიტანელი ჯაზმუსიკოსი ჯეიმი კალუმი, ნინო ქათამაძე და სხვები.

კონცერტის შესახებ რუსულ მედიასთან The Black Eyed Peas-ის წევრებმა ისაუბრეს: "როცა ჩვენს საკონცერტო ტურნეში მოსკოვი დავინახეთ, აღვფრთოვანდით. ერთმანეთს შევხედეთ და ვთქვით: "ჩვენ იქ ვბრუნდებით!". მოსკოვში ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ, თქვენ, რუსებმა კარგად იცით როგორ გაერთოთ ბოლომდე. ფესტივალზე ჩვენც თქვენთან ერთად გავერთობით".

საფესტივალო სივრცე რამდენიმე მოედნადაა დაყოფილი და როგორც რუსული მედია წერს, "ყველაზე ინტელექტუალურ სივრცეში", სახელწოდებით - "არისტოკრატი", რომლის მსმენელებიც ჯაზის ნამდვილი შემფასებლები არიან, ნინო ქათამაძე იმღერებს. ამავე მოედანზე გამოვა ბრიტანელი ჯაზმუსიკოსი ჯეიმი კალუმი.

საერთაშორისო ღია ფესტივალი "Усадьба Jazz" მასშტაბური ფესტივალია, რომელიც ჯაზსა და ფანკს, სოულსა და ელექტრონულ მუსიკას ეთმობა და ყოველწლიურად იმართება 2004 წლიდან. ნინო ქათამაძემ & Insight-მა ფესტივალში მონაწილეობა 2014 წელსაც მიიღეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, AMBEBI.GE მომღერალს დაუკავშირდა, თუმცა მან WhatsApp-ში ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს