კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაჩვენოთ პუტინს და მის მონებს, რომ მათ გარდა მთელი მსოფლიოა!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" რუსეთიდან ფრენების აკრძალვას
"ვაჩვენოთ პუტინს და მის მონებს, რომ მათ გარდა მთელი მსოფლიოა!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" რუსეთიდან ფრენების აკრძალვას

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს­ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი დრო­ე­ბით აიკ­რძა­ლება. ბრძა­ნე­ბა 8 ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

ამას­თან, პუ­ტინ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს და­ა­ვა­ლა, სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნონ რუ­სე­თის ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით არი­ან. ასე­ვე, დო­კუ­მენ­ტში არის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რუ­სული ტუ­რო­პე­რა­ტო­ე­ბის­თვის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რე­ბის გა­ყიდ­ვის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვონ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნა რუსი ტუ­რის­ტე­ბის მიერ და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხით ავ­სებ­და ბი­უ­ჯეტს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ბაზ­რებს გა­უხ­სნის. რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი სახე ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც გა­მო­დის და მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩევს, სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლის ნაც­ვლად, სამ­შობ­ლო­ში და­ის­ვე­ნონ და ამით წა­ა­ხა­ლი­სონ ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სი.

გთა­ვა­ზობთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქი­დან":

ზვი­ად კორ­ძა­ძე - ად­ვო­კა­ტი:

"ინი­ცი­ა­ტი­ვა "ერთი კვი­რა ქარ­თულ ტუ­რიზმს” - მე პი­რა­დად აგ­ვის­ტო­ში ნა­ნატ­რი შვე­ბუ­ლე­ბის ერთ კვი­რის გა­ტა­რე­ბას ოჯახ­თან ერ­თად ვა­პი­რებ­დი სა­ზღვარ­გა­რეთ. ვი­ნა­ი­დან პუ­ტი­ნის ტუ­რის­ტუ­ლი ემ­ბარ­გო შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ჩვენს ტუ­რის­ტულ სექ­ტორს, აგ­ვის­ტო­ში და­გეგ­მილ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­სა­ტა­რე­ბელ შვე­ბუ­ლე­ბას ოჯახ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რებ რო­მე­ლი­მე ქარ­თულ სას­ტუმ­რო­ში ან ჰოს­ტელ­ში. მო­გი­წო­დებთ სა­შუ­ა­ლო ფე­ნას ვი­საც გვაქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვენ-ჩვე­ნი ერთი კვი­რა ვა­ჩუ­ქოთ ტუ­რის­ტულ სექ­ტორს. რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, ჩვენ ერ­თად ვართ და ვე­რა­ფერს დაგ­ვაკ­ლებს რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბი!"

გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე - „სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

"რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მხო­ლოდ 20-დან 25%-მდე იყე­ნებ­და სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლას და ძი­რი­თა­დად ლარ­სი­დან ხდე­ბო­და გად­მოს­ვლა 2018 წელს. სა­ჰა­ე­რო შე­მოს­ვლა რომ სა­ერ­თოდ გა­უქ­მდეს და სახ­მე­ლე­თო გზით შე­მოს­ვლა გა­ნა­ხევ­რდეს, და­ნა­კარ­გი და­ახ­ლო­ე­ბით 250-300 მლნ აშშ დო­ლარს არ გა­და­ა­ჭარ­ბებს მიმ­დი­ნა­რე წელს 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, რაც მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბის 8-9% ია. ზრდა­დი ტუ­რიზ­მი სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან აღ­ნიშ­ნულ და­ნა­კარგს კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რებს. ასე რომ, #პუ­ტინ­ხუ­ი­ლო და ვე­რა­ვის გა­და­უ­ღუ­ნოს!"

გი­ორ­გი ისა­კა­ძე - Forbes Georgia-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

რუ­სულ­მა ტუ­რო­პე­რა­ტო­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო პა­კე­ტებ­ში მხო­ლოდ შარ­შან (2018 წელი) შე­იყ­ვა­ნეს. მა­ნამ­დე, რუ­სულ ტურ­პა­კე­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ აფხა­ზე­თით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

-რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს "გავ­რი­ლო­ვის ტესტს": 8 ივ­ლი­სი­დან (ანუ, 2 კვი­რა ნა­ხე­ვარ­ში) შე­იძ­ლე­ბა (იხი­ლეთ პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბი!) და ისიც რო­გორც დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა (სა­კუ­თა­რი პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბი მა­ინც წა­ი­კი­თხეთ გა­მარ­თუ­ლად!). აქაც სტრეს­ტეს­ტი აქვს ტა­ი­მე­რით ჩრდი­ლო­ელს და ურ­ცხვად გვე­ლა­პა­რა­კე­ბა იქა­უ­რი და აქა­უ­რი თინა კან­დე­ლა­კე­ბით!

ესეც სტა­ტის­ტი­კა და და­ვი­შა­ლეთ:

ერთი #რუ­სი­ტუ­რის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 1350 ლარს ხარ­ჯავს.

#აშშ - 3047 ლარი #ბრი­ტა­ნე­თი - 3189 ლარი #ის­რა­ე­ლი - 2047 ლარი #უკ­რა­ი­ნა - 1659 ლარი #ირა­ნი - 2071 ლარი #გერ­მა­ნია - 2046 ლარი #არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი- 2719 ლარი #ყა­ზა­ხე­თი - 1956 ლარი #პო­ლო­ნე­თი - 2183 ლარი #ეს­პა­ნე­თი - 2541 ლარი

P.S. რუ­სე­თი ყო­ველ­თვის იყო რა­ო­დე­ნო­ბა და არას­დროს ყო­ფი­ლა ხა­რის­ხი. არას­დროს!

PPS თქვენ კი: არც კი­თხვა იცით, არც დათ­ვლა და Google-ზეც არა­ფე­რი გა­გი­გი­ათ! გავ­რი­ლო­ვის და მისი პატ­რო­ნე­ბის სტრეს­ტეს­ტე­ბი არ უნდა გვჭირ­დე­ბო­დეს, რომ განვვი­თარ­დეთ და ვი­ყოთ მდი­და­რი ქვე­ყა­ნა! გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს!"

სულ­ხან ღლონ­ტი - აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე:

"აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის დროს, თით­ქმის სამი წელი მთე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დით, ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გია ეს იყო და ამას ვამ­ბობ­დით ღიად და ზუს­ტად ვი­ცო­დით ეს დღე რომ დად­გე­ბო­და. პირ­ვე­ლი ასე­თი გან­ცხა­დე­ბა ლავ­როვ­მა 2017 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში გა­ა­კე­თა, მა­ში­ნაც ბუ­ნებ­რი­ვია პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში.

2017 წელსვე და­ვი­წყეთ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია პლატ­ფორ­მებ­ზე და ჩვენ­თვის ახალ ევ­რო­პულ ბაზ­რებ­ზე აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რის გა­მოც ბევ­რი კრი­ტი­კაც მი­ვი­ღეთ (ევ­რო­პე­ლი ტუ­რის­ტი ჩვენ­თან არ ჩა­მო­ვა რი­ტო­რი­კით), მაგ­რამ ვი­ცო­დით რომ ძა­ლი­ან სა­ჭი­რო საქ­მეს ვა­კე­თებ­დით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და კერ­ძო სექ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით, წელს ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში ევ­რო­კავ­ში­რის სამი ქვეყ­ნი­დან გვაქვს ჩარ­ტე­რე­ბი და ბოლო წლე­ბის გაზ­რდი­ლი სტა­ტის­ტი­კა ევ­რო­პე­ლი ტუ­რის­ტე­ბის.

2019 წელს World Travel Awards-მა ევ­რო­პის ახალ, ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარდ ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად აღი­ა­რა ბა­თუ­მი. მთე­ლი სექ­ტო­რის ერ­თად დგო­მაა სა­ჭი­რო, მეს­მის რომ ეს გა­რე­მო­ე­ბა მა­ინც და­არ­ტყამს სექ­ტორს და ეკო­ნო­მი­კას, მაგ­რამ სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტით და ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით დაძ­ლე­ვა ამ პრობ­ლე­მის. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­ი­აზ­როს ყვე­ლამ, რომ რუ­სე­თი არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც საჩ­ვე­ნოდ არა­სო­დეს, არა­ფერს, არ გა­ა­კე­თებს"

თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი - თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი:

პუ­ტი­ნი გა­ა­ვე­ბუ­ლია და მოქ­მე­დე­ბა­შია! ყვე­ლა ბერ­კე­ტის ამოქ­მე­დე­ბა და­ი­წყო! თბი­ლი­სი­დან სწრა­ფი, იმე­დი­ა­ნი, პრო­აქ­ტი­უ­ლი პა­სუ­ხი ჭირ­დე­ბა და არა დუ­მი­ლი! პა­სუ­ხი პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ი­მე­დებ­ლად, ოპ­ტი­მიზ­მის­თვის და ასე­ვე ოკუ­პან­ტის­თვის! პა­სუ­ხი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სას­წრა­ფო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაგ­ვა­ი­მე­დოს, რომ:

  • პუ­ტი­ნის შან­ტა­ჟის არ ეში­ნია;
  • სა­ქარ­თვე­ლო მყა­რად დგას და სი­ლას იქით გა­უ­ლა­წუ­ნებს;
  • 7, 10, 14 ან 41 პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა აქვს რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ნეტ­რა­ლებ­ლად 1, 6, 12, 18-თვი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში;
  • სა­დღაც, რო­მე­ლი­მე უბან­ზე გვაჩ­ვე­ნონ რომ უფიქ­რი­ათ, სტრა­ტე­გია შე­უქ­მნი­ათ, მზად ყო­ფი­ლან;
  • დღეს არ გა­ი­გეს რომ თურ­მე რუ­სე­თი ეკო­ნო­მი­კას პო­ლი­ტი­კის­თვის იყე­ნებს; რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კის ინ­სტრუ­მენ­ტია და გეგ­მა დიდი ხა­ნია მზად აქვთ;

ეს სწო­რედ ის მო­მენ­ტია რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ანტი-კრი­ზი­სუ­ლი გეგ­მა უნდა და­დოს, სტრა­ტე­გია დაგ­ვა­ნა­ხოს! სა­ერ­თოდ რომ არ­სე­ბობს შე­იმ­ჩნი­ოს.

სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან კრი­ზი­სის დროს ურ­თი­ერ­თო­ბის სი­ბე­ცეს ორი დღეა გვაჩ­ვე­ნე­ბენ; ალ­ბათ ეკო­ნო­მი­კა­შიც იგი­ვე გეგ­მა ექ­ნე­ბათ: აი ხომ ხე­დავთ გახ­ვე­დით ქუ­ჩა­ში და ლარი თავ­ზე ჩა­მო­გექ­ცა­თო გვე­ტყვი­ან!! გაგ­ვა­ო­ცეთ აბა თქვენ იცით!!!" - წერს თინა ხე­და­შე­ლი.

გი­ორ­გი ბე­ნაშ­ვი­ლი - ეკო­ნო­მი­კის ლექ­ტო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი:

12 სა­ა­თიც არ გა­სუ­ლა კრემ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან გა­და­უ­კე­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბი და უკვე აგუ­გუნ­და პრო­პა­გან­და. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს ერთ დღე­ში გა­ვი­და 28000 ადა­მი­ა­ნი, გა­უქ­მდა 75000 ჯავ­შა­ნი და ა.შ.

დიდი ექ­სპერ­ტო­ბა არ სჭირ­დე­ბა ამას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია - თუ რო­გორ ჩა­მო­იქ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის გა­რე­შე და თუ რო­გორ არ უნდა გა­ვაბ­რა­ზოთ დიდი ძმა, თუ არა და­ვის­ჯე­ბით.

ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ზე რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გოს ეფექ­ტებ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით დავ­წერ ჩემს აზრს, მა­ნამ­დე კი მცი­რე სტა­ტის­ტი­კა:

გა­დავ­თვა­ლოთ - დღე­ში რუ­სე­თის­კენ 14 რე­ი­სი დაფ­რი­ნავს, ყვე­ლა 180 ადა­მი­ა­ნის ტე­ვა­დო­ბის boeing/airbus ხო­მალ­დე­ბით. და­ვუშ­ვათ რომ ყვე­ლა რე­ი­სი სავ­სე იყო და ყვე­ლა მგზავ­რი რუსი იყო, სა­ქარ­თვე­ლო­დან 1 დღე­ში გა­ვი­დო­და 2520 ადა­მი­ა­ნი, რაც 12-ჯერ ნაკ­ლე­ბია პრო­პა­გან­დის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე

დათო ლიკ­ლი­კა­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი:

"28 ათა­სი რუსი გაფ­რინ­და დღეს დი­ლით აე­რო­პორ­ტი­დან ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვი.მა­თე­მა­ტი­კა­ში რომ ვერ ერ­კვე­ვით სხვას მა­ინც კი­თხეთ ან მე და­გი­მარ­ცვლავთ. თვითმფრი­ნავ­ში (ჩვე­უ­ლებ­რივ ბო­ინ­გში) ყვე­ლა­ზე მეტი, დიდი დიდი ეტე­ვა 300 მგზავ­რი. ამ ლო­გი­კით დღეს დი­ლით აე­რო­პორ­ტი­დან შეს­რუ­ლე­ბუ­ლა 110 რე­ი­სი და ყვე­ლა რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

და­ჯე­ქი ორი­ა­ნი! არ იცით მა­თე­მა­ტი­კა და ნუ ავ­რცე­ლებთ სი­სუ­ლე­ლე­ებს.დღეს დი­ლით აე­რო­პორ­ტებ­მა რამ­დე­ნი რე­ი­სიც გა­უშ­ვეს რუ­სე­თის­კენ იმ­დე­ნი­ვე მი­ი­ღეს. ისე ჯერ მი­ი­ღეს და მერე გა­უშ­ვეს. არა­ვინ არ ერ­ჩის რუს ტუ­რის­ტებს. იმე­დია არც აწი შეგ­ვეშ­ლე­ბა რამე. ნუ ავ­რცე­ლებთ სი­სუ­ლე­ლე­ებს.

პ.ს. თან ჩვენ არ გვით­ქვამს ნუ ჩა­მოხ­ვალთ სა­ქარ­თვე­ლო­შით­ქო. პუ­ტინ­მა თქვა. რაკი პუ­ტი­ნი გა­ღი­ზი­ან­და ესე­ი­გი კარ­გად მოვ­ქცე­ულ­ვართ. თუ პუ­ტი­ნი კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბო­და ე.ი ცუ­დად მო­ვიქ­ცე­ო­დით. ნუ ქმნით ტრა­გე­დი­ებს. კაი ენის იყა­ვით.

გა­უ­მარ­ჯოს ჩვენს უმაგ­რეს სამ­შობ­ლოს! სა­ქარ­თვე­ლო არის ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქის ქვე­ყა­ნა და ის ღიაა ყვე­ლას­თვის!"

ალექ­სან­დრე ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლი - ფო­ტოგ­რა­ფი და ბლო­გე­რი:

"რუ­სე­თი დიდი ხანი ამ­ზა­დებ­და მო­რიგ დარ­ტყმას ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ზე. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბა­ლი დო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სრუ­ლად აე­წყო ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბის ცუდ გე­მოვ­ნე­ბას და მო­თხოვ­ნებს. მთავ­რო­ბა­საც დი­დად არ უწ­ვა­ლია ახალ ბაზ­რებ­ზე გას­ვლა და გა­ყიდ­ვა, რად­გან რუ­სე­თის ბა­ზა­რი ჩვენს ტუ­რიზმს 80%-ით ავ­სებ­და.

და აი ახლა, როცა გორი გა­ივ­სო სტა­ლი­ნის ფო­ტო­ი­ა­ნი ღვი­ნის ბოთ­ლე­ბით, ბორ­ჯო­მი მაგ­ნი­ტე­ბით, სა­დაც პუ­ტი­ნი “ვ წი­ხა­რია პიოტ ბარ­ჟომ”, შრო­შა ერ­თმა­ნეთ­ში ტუ­ჩე­ბით შე­სუ­ლი ჭი­ქე­ბით, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის და ჩვე­ნი დრო­შის ფე­რებ­შია შე­ღე­ბი­ლი, რო­გორც იქნა როცა სე­ზო­ნი და­ი­წყო, პუ­ტინ­მა გა­და­კე­ტა ტუ­რის­ტე­ბის სა­სი­ცო­ცხლო ნა­კა­დი. ზუს­ტად ისე რო­გორც გაზს კე­ტავ­და ხოლ­მე.

ვინც ამ ფაქტს იმ კო­მუ­ნის­ტის აქე­დან გაგ­დე­ბას აბ­რა­ლებთ ცდე­ბით, გავ­რი­ლო­ვი მხო­ლოდ რი­გი­თი მი­ზე­ზია, ის თუ არა ამ დღე­ებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რამ შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, რად­გან სე­ზო­ნის სტარტზე დარ­ტყმა დიდი ხა­ნია და­გეგ­მი­ლია.

რა მოხ­დე­ბა შე­დე­გად: ყვე­ლას ვი­საც ბიზ­ნე­სი აქვს რუ­სებ­ზე გათ­ვლი­ლი, და­ენძრე­ვა და წელს ტუ­რიზ­მი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ნი­მუმ გა­უ­ნა­ხევ­რდე­ბა. მაქ­სი­მუმ და­ე­ხუ­რე­ბა. ხოლო მათ, ვი­საც ნორ­მა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი აქვს, რო­მელ­საც რუ­სე­ბის გარ­და სხვე­ბიც ყი­დუ­ლო­ბენ, არ და­ენძრე­ვა და მისი ზა­რა­ლი 20%-მდე იქ­ნე­ბა.

კარ­გად იზა­რა­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი, რად­გან ის არ გა­ნარ­ჩევს ბანძსა და სვეცკ ბიზ­ნე­სებს და რო­მე­ლიც აქამ­დე რუ­სუ­ლი ფუ­ლით კარ­გად ივ­სე­ბო­და.

ვინ შე­იძ­ლე­ბა და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ ამა­ში: 1. სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი თუ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პრო­დუტს არ ქმნით და გინ­დათ რომ ნაგ­ვით გამ­დიდ­რდეთ; 2. ეს მთავ­რო­ბა, რო­მელ­მაც აქამ­დე არა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი­დან მო­ე­ზი­და ტუ­რის­ტე­ბი. ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი­სა და ვერა ქო­ბა­ლი­ას მიერ ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი რა­ი­ა­ნე­ა­რის შე­მოყ­ვა­ნის საქ­მე ქარს გა­ა­ტა­ნა და მხო­ლოდ ახლა ცდი­ლობს ამ უზარ­მა­ზა­რი ავი­ა­გა­დამ­ზი­დის მო­ზიდ­ვას. ასე­ვე მათ გა­და­კე­ტეს ირა­ნის ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დი.

რა ქნათ ახლა: 1. ცხვი­რე­ბი უნდა აწი­ოთ და რა­ი­მე ნორ­მა­ლუ­რი მო­ი­ფიქ­როთ, ის რაც გა­ი­ყი­დე­ბა; 2. მთავ­რო­ბას უნდა მოს­თხო­ვოთ გა­დად­გო­მა ან სას­წრა­ფოდ იაფი ავი­ა­ხა­ზე­ბის და­მა­ტე­ბა; 3. თუ თქვე­ნი პრო­დუქ­ტი არის ნახ­სე­ნე­ბი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ში ტუ­ჩე­ბით შე­დი­ან, იღებთ ვა­ზე­ლინს, პო­ხავთ ჭი­ქას კარ­გად და იტე­ნით ... ბო­ლომ­დე. ალ­ბათ არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

ისე­ვე რო­გორც ქარ­თულ ღვი­ნოს, ქარ­თულ ტუ­რიზმსაც ხსნად ისევ პუ­ტი­ნი მო­ევ­ლი­ნა. ხომ ყვე­ლა ხვდე­ბით რომ რუ­სე­თის ბაზ­რის შემ­ყუ­რე ვერ გან­ვი­თარ­დე­ბო­დით?"

ბექა გო­ნაშ­ვი­ლი - მე­წარ­მე, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ცხვა­რე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე:

"ამის მო­ლო­დი­ნი, გულ­ში, მაგ­რამ მა­ინც ხომ არ­სე­ბობ­და? ტუ­რიზ­მი ერ­თია, ამას მოყ­ვე­ბა ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მა რუ­სე­თის მხრი­დან, ესაა მათი ბა­ზა­რით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

პრაგ­მა­ტუ­ლად ვი­ფიქ­როთ ახლა, ტუ­რიზ­მზე ხე­ლის შეშ­ლა ჩვე­ნის­თა­ნა ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო დარ­ტყმა რო­დია? საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია!

აქვე ის დაშ­ვე­ბაც არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს, სა­დაც ბორ­ჯო­მი ახ­სე­ნეს ჯიგ­რებ­მა, რომ ღვი­ნის შე­ტა­ნა­საც აგ­ვიკ­რძა­ლა­ვენ, ეს ძა­ლი­ან ცუდი ტენ­დენ­ცი­აა, ბევ­რი ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი და ვე­ნა­ხის გამ­შე­ნე­ბე­ლი სწო­რედ მა­გა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი... ნუ სხვა რა­ღა­ცე­ე­ბის ექ­სპორტზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ.

ისიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩვენ რამ­დე­ნი­მე წე­ლია ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვართ რუ­სულ ხორ­ბალ­ზე, წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ო­ნამ­დე შიშ­ხა­თე­ბი გა­დის ჩრდი­ლო­ეთ­ში პუ­რის სა­ყიდ­ლად, მათ შე­უძ­ლია ესეც გაგ­ვიპ­რობ­ლე­მონ, იმას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რომ ახლა ჩვენ­თან მო­სავ­ლის აღე­ბე­ბი უკვე იწყე­ბა, ხორ­ბა­ლი ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მაქ­სი­მუმ 2 თვის მა­რა­გია ეგეც ხა­რისხზე რომ აქ­ცენ­ტი არ გვქონ­დეს...

ამი­ტომ უბ­რა­ლოდ მჯი­ღის მირ­ტყმა რომ არი­ქა, ჩე­ლენ­ჯი მი­ვი­ღეთ და ჩვენ არ გვე­ში­ნია, არ იქ­ნე­ბა სწო­რი. სამ­ტრე­დი­ის რკი­ნიგ­ზის გა­და­კეტვით რუ­სე­თის­თვის ბლო­კა­დის გა­მო­ცხა­დე­ბის ამ­ბი­სა არ იყოს, ახლა მე­ტად გა­აზ­რე­ბუ­ლად არის მოქ­მე­დე­ბა სა­ჭი­რო ჩემი აზ­რით.

სა­ჭი­როა ყვე­ლა: ერი, ბერი, მთავ­რო­ბა, ოპო­ზი­ცია და ყვე­ლა, გა­ვერ­თი­ან­დეთ ამ კუ­თხით აზ­როვ­ნე­ბა­ში, მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა ქარ­თულს, ვე­ცა­დოთ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, არაა სუბ­სი­დი­რე­ბით, რად­გან ეგაა სწო­რედ მათი მი­ზა­ნი, რად­გან ვერ შევ­ძლებთ სუბ­სი­დი­რე­ბას ყვე­ლაფ­რი­სას, თა­ვად მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უნდა გაჩ­ნდეს მეტი შეგ­ნე­ბა. ტუ­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით მშვე­ნი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ ჩვე­ნი შვე­ბუ­ლე­ბის­თვის თან­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში­ვე, ჩვე­ნი მე­ზობ­ლის­თვის, ნა­თე­სა­ვის­თვის, ახ­ლობ­ლის­თვის გა­დავ­დოთ! მა­თაც თა­ვის მხრივ უნდა გა­უ­კე­თონ მხარ­და­ჭე­რა სხვა დარ­გებს...

სა­ჭი­როა ქვეყ­ნის სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც ერ­თობ­ლი­ვად ვიზ­რუ­ნოთ ყვე­ლამ, ფერ­მე­რებ­მა და სა­ხელ­მწი­ფომ თუ ვხვდე­ბით ეს რამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვაა... უბ­რა­ლოდ იდი­ო­ტო­ბა იქ­ნე­ბა, რომ ახლა რა­საც ვწერ ეს არ გა­ვით­ვა­ლი­სიწ­ნოთ და ამა­ზე არ ვი­ფიქ­როთ ყვე­ლამ ერ­თად.

მოკ­ლედ: რაც არ გვკლავს გვაძ­ლი­ე­რებს მინ­და მოხ­დეს, მჯი­ღის ცე­მის, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­რე­შე... ჩვენ თუ ახლა მა­ინც შევ­ძლებთ ცივი გო­ნე­ბით, საქ­მის კე­თე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მა­შინ ჩავ­თვლი, რომ ტყუ­ი­ლად არ მომ­ხდა­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი რაც მოხ­და... თუნ­დაც იმ და­შა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის სის­ხლი... :((( იმე­დი მაქვს რომ შევ­ძლებთ ამ­ჯე­რად მა­ინც ერ­თო­ბას, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს ჩვე­ნი თა­ო­ბის! ღმერ­თმა მოგ­ვცეს მშვი­დო­ბა და გო­ნი­ე­რე­ბა!"

ოთარ ქი­რია - მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი, "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის" ლექ­ტო­რი:

"1. დიახ, რუ­სე­თი იმუქ­რე­ბა იმა­ვე სცე­ნა­რით, რაც ადრე! მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას ცდი­ლობ­და ყო­ველ­თვის!

2. დიახ, ტრამ­პი-ირა­ნის მძი­მე ეპო­ქის დროს, პუ­ტინ­მა შე­იძ­ლე­ბა დრო იხელ­თოს და ჩა­ი­დი­ნოს ის, რაც ბევ­რჯერ ჩა­უ­დე­ნია! ვი­მე­ო­რებ - შე­იძ­ლე­ბა!

3. დიახ, გვე­მუქ­რე­ბი­ან, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა დაბ­ლა წა­მო­ვა!

4. მაგ­რამ არ დაგ­ვა­ვი­წდეს, რომ “რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გო­ე­ბის” შემ­დეგ, სხვა, ბევ­რად უკე­თე­სი, სივ­რცე­ე­ბი ავით­ვი­სეთ.

5. თუ რუსი ტუ­რის­ტი არ ივ­ლის, სი­ხა­რუ­ლით დაბ­რუნ­დე­ბა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის 13 რეს­პუბ­ლი­კის სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ოჯა­ხე­ბი. პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით ვირ­წმუ­ნე­ბი, რომ ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ბა­ქო­დან, ას­ტა­ნა­დან, კი­ე­ვი­დან და ა.შ. ხალ­ხი და­დის - ეს კრემ­ლის­გან გაწ­მენ­დი­ლი ჰა­ე­რია. გვახ­სოვ­დეს ისიც, რომ რუ­სე­ბის გარ­და ევ­რო­პე­ლი და აზი­ე­ლიც ბევ­რი და­დის და თუ ამის არ გჯე­რათ, შე­ი­ა­რეთ “გა­ლე­რია თბი­ლი­სის”, “ისთ ფო­ინ­თის, ანდა “თბი­ლი­სი მო­ლის”, "შარ­დე­ნის" მი­და­მო­ებ­ში.

6. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ 2008-ში ერთ-ერთი სა­მარ­ცხვი­ნო აქტი იყო გაქ­ცე­ვა!

7. არც ის დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის გამო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არა­ერ­თი კარი (მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის) გა­ი­ღო და­სავ­ლეთ­ში!

ასე, რომ თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის ძებ­ნის მა­გივ­რად (გან­სა­კუთ­რე­ბით მათ გა­სა­გო­ნად ვინც 2008-ში გა­ი­ცურ­ცლა), ჯო­ბია იმა­ზე ვი­ფიქ­როთ: ა) რო­გორ მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა იმ ხალ­ხს ვინც პუნ­ქტ #5-შია აღ­წე­რი­ლი; ბ) რო­გორ ვე­სა­უბ­როთ ახალ ბაზ­რებს (რაც ად­რეც გაგ­ვი­კე­თე­ბია).

P.S. ტრა­დი­ცი­უ­ლად, კრემ­ლი მა­შინ დგამს რა­დი­კა­ლურ ნა­ბი­ჯებს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ზრდა სტა­ბი­ლუ­რად აღ­მა­ვა­ლია.

P.S.S რა­საკ­ვირ­ვე­ლია არ ვამ­ბობ, რომ ომი და­ი­წყე­ბა, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და რის­კე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, კარ­გი ტაქ­ტი­კაა შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის და­სა­გეგ­მად. #რუ­სე­თი­ო­კუ­პან­ტია #ნუ­მაბრმა­ვებ"

სოფო ჯა­ჯა­ნაშ­ვი­ლი - პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი:

"მარ­ტი­ვია, ჩვენც შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი მცი­რე წვლი­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში:

  • შვე­ბუ­ლე­ბა გა­ვა­ტა­როთ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში
  • ვი­ყი­დოთ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია
  • ჩვენს უცხო­ელ მე­გობ­რებს მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია და შევ­თა­ვა­ზოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა
  • სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ზე ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­ვავ­რცე­ლოთ ხში­რად ინ­ფორ­მა­ცია
  • ჩვენც ვთქვათ უარი რუ­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და შე­ძე­ნა­ზე

ვი­ფიქ­როთ სხვა იდე­ებ­ზეც, მთა­ვა­რია ერ­თად დავ­დგეთ და ვთქვათ რომ #რუ­სე­თი­ო­კუ­პან­ტია"

მა­ი­კო წე­რე­თე­ლი, ჟურ­ნალ OK!-ის დი­რექ­ტო­რი:

"კარ­გად მახ­სოვს, ორი წლის წინ თურ­ქე­თი "და­სა­ჯა" ასე რუ­სეთ­მა. იცით რა­ტომ არ მოკ­ვდა თურ­ქუ­ლი ტუ­რიზ­მი? მათ კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი და კარ­გი სერ­ვი­სი აქვთ. ჩვენც უნდა შევ­ძლოთ ეს, აუ­ცი­ლებ­ლად. დიდი ხა­ნია დროა. P.S. უნდა გე­ნა­ხათ, რო­გორ მი­ა­წყდა ამ ემ­ბარ­გოს მოხ­სნის მერე რუ­სე­თი ან­ტა­ლი­ას, ვი­საც რუ­სე­ბი მო­ე­ნატ­რე­ბათ მათ­თვის..."

რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი:

"პუ­ტინ­მა რუს ტუ­რის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა აუკ­რძა­ლაო. ხალ­ხო რამ­დენს გვყავს უცხო­ეთ­ში მე­გობ­რე­ბი, ემიგ­რან­ტე­ბო რამ­დე­ნი ხართ მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო! ყვე­ლამ ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ და გა­ვა­გე­ბი­ნოთ მთელ მსოფ­ლი­ოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ. ვაჩ­ვე­ნოთ პუ­ტინს და მის მო­ნებს, რომ მათ გარ­და მთე­ლი მსოფ­ლი­ოა და რო­გორ­მე რუსი ტუ­რის­ტის გა­რე­შეც იარ­სე­ბებს და გან­ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო!!!

1000-ზე მეტი წლის იყო ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­დე­საც რუ­სეთ­მა არ­სე­ბო­ბა და­ი­წყო!!! ჩვე­ნი ნათ­ქვა­მი არაა "ხერ­ხი სჯო­ბია ღო­ნე­საო"? დავ­დგეთ ერ­თად და ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ნა­ხავთ რა სა­ო­ცა­რი შე­დე­გი იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­თვის ან პო­ლი­ტი­კო­სის­თვის!!!! ერთ ქარ­თველ­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მე­ო­რე ქარ­თვე­ლი, და­მარ­ცხე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოა!!!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ვაჩვენოთ პუტინს და მის მონებს, რომ მათ გარდა მთელი მსოფლიოა!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" რუსეთიდან ფრენების აკრძალვას

"ვაჩვენოთ პუტინს და მის მონებს, რომ მათ გარდა მთელი მსოფლიოა!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" რუსეთიდან ფრენების აკრძალვას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მიმართულებით ფრენები დროებით აიკრძალება. ბრძანება 8 ივლისიდან ამოქმედდება.

ამასთან, პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან. ასევე, დოკუმენტში არის რეკომენდაციები რუსული ტუროპერატოებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი უნდა შეიკავონ.

გადაწყვეტილებას ქართველი ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა რუსი ტურისტების მიერ დახარჯული თანხით ავსებდა ბიუჯეტს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ახალ ბაზრებს გაუხსნის. რამდენიმე ცნობილი სახე ინიციატივითაც გამოდის და მოქალაქეებს ურჩევს, საზღვარგარეთ წასვლის ნაცვლად, სამშობლოში დაისვენონ და ამით წაახალისონ ადგილობრივი ბიზნესი.

გთავაზობთ გამოხმაურებებს "ფეისბუქიდან":

ზვიად კორძაძე - ადვოკატი:

"ინიციატივა "ერთი კვირა ქართულ ტურიზმს” - მე პირადად აგვისტოში ნანატრი შვებულების ერთ კვირის გატარებას ოჯახთან ერთად ვაპირებდი საზღვარგარეთ. ვინაიდან პუტინის ტურისტული ემბარგო შეიძლება შეეხოს ჩვენს ტურისტულ სექტორს, აგვისტოში დაგეგმილ საზღვარგარეთ გასატარებელ შვებულებას ოჯახთან ერთად გავატარებ რომელიმე ქართულ სასტუმროში ან ჰოსტელში. მოგიწოდებთ საშუალო ფენას ვისაც გვაქვს ამის საშუალება, ჩვენ-ჩვენი ერთი კვირა ვაჩუქოთ ტურისტულ სექტორს. რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ერთად ვართ და ვერაფერს დაგვაკლებს რუსული სანქციები!"

გიორგი კეპულაძე - „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:

"რუსეთიდან შემოსული ტურისტების მხოლოდ 20-დან 25%-მდე იყენებდა საჰაერო მიმოსვლას და ძირითადად ლარსიდან ხდებოდა გადმოსვლა 2018 წელს. საჰაერო შემოსვლა რომ საერთოდ გაუქმდეს და სახმელეთო გზით შემოსვლა განახევრდეს, დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს მიმდინარე წელს 2018 წელთან შედარებით, რაც მთლიანი შემოსავლების 8-9% ია. ზრდადი ტურიზმი სხვა ქვეყნებიდან აღნიშნულ დანაკარგს კიდევ უფრო შეამცირებს. ასე რომ, #პუტინხუილო და ვერავის გადაუღუნოს!"

გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი:

რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველო პაკეტებში მხოლოდ შარშან (2018 წელი) შეიყვანეს. მანამდე, რუსულ ტურპაკეტებში საქართველო მხოლოდ აფხაზეთით იყო წარმოდგენილი.

-რუსეთი აგრძელებს "გავრილოვის ტესტს": 8 ივლისიდან (ანუ, 2 კვირა ნახევარში) შეიძლება (იხილეთ პესკოვის განცხადებები!) და ისიც როგორც დროებითი ღონისძიება (საკუთარი პუტინის ბრძანებულებები მაინც წაიკითხეთ გამართულად!). აქაც სტრესტესტი აქვს ტაიმერით ჩრდილოელს და ურცხვად გველაპარაკება იქაური და აქაური თინა კანდელაკებით!

ესეც სტატისტიკა და დავიშალეთ:

ერთი #რუსიტურისტი საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ 1350 ლარს ხარჯავს.

#აშშ - 3047 ლარი #ბრიტანეთი - 3189 ლარი #ისრაელი - 2047 ლარი #უკრაინა - 1659 ლარი #ირანი - 2071 ლარი #გერმანია - 2046 ლარი #არაბთა გაერთიანებული საემიროები- 2719 ლარი #ყაზახეთი - 1956 ლარი #პოლონეთი - 2183 ლარი #ესპანეთი - 2541 ლარი

P.S. რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი. არასდროს!

PPS თქვენ კი: არც კითხვა იცით, არც დათვლა და Google-ზეც არაფერი გაგიგიათ! გავრილოვის და მისი პატრონების სტრესტესტები არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ განვვითარდეთ და ვიყოთ მდიდარი ქვეყანა! გაუმარჯოს საქართველოს!"

სულხან ღლონტი - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე:

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს, თითქმის სამი წელი მთელი დეპარტამენტი ბაზრების დივერსიფიცირებაზე ვმუშაობდით, ძირითადი სტრატეგია ეს იყო და ამას ვამბობდით ღიად და ზუსტად ვიცოდით ეს დღე რომ დადგებოდა. პირველი ასეთი განცხადება ლავროვმა 2017 წლის პირველ კვარტალში გააკეთა, მაშინაც ბუნებრივია პოლიტიკური მოტივი იყო სინამდვილეში.

2017 წელსვე დავიწყეთ სარეკლამო კამპანიები საერთაშორისო მედია პლატფორმებზე და ჩვენთვის ახალ ევროპულ ბაზრებზე აქტიური მუშაობა, რის გამოც ბევრი კრიტიკაც მივიღეთ (ევროპელი ტურისტი ჩვენთან არ ჩამოვა რიტორიკით), მაგრამ ვიცოდით რომ ძალიან საჭირო საქმეს ვაკეთებდით. ხელისუფლების და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, წელს ბათუმის აეროპორტში ევროკავშირის სამი ქვეყნიდან გვაქვს ჩარტერები და ბოლო წლების გაზრდილი სტატისტიკა ევროპელი ტურისტების.

2019 წელს World Travel Awards-მა ევროპის ახალ, ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად აღიარა ბათუმი. მთელი სექტორის ერთად დგომაა საჭირო, მესმის რომ ეს გარემოება მაინც დაარტყამს სექტორს და ეკონომიკას, მაგრამ სრულიად შესაძლებელია სწორი მენეჯმენტით და ერთობლივი მუშაობით დაძლევა ამ პრობლემის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზროს ყველამ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საჩვენოდ არასოდეს, არაფერს, არ გააკეთებს"

თინათინ ხიდაშელი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

პუტინი გაავებულია და მოქმედებაშია! ყველა ბერკეტის ამოქმედება დაიწყო! თბილისიდან სწრაფი, იმედიანი, პროაქტიული პასუხი ჭირდება და არა დუმილი! პასუხი პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების დასაიმედებლად, ოპტიმიზმისთვის და ასევე ოკუპანტისთვის! პასუხი აბსოლუტურად სასწრაფო და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ დაგვაიმედოს, რომ:

  • პუტინის შანტაჟის არ ეშინია;
  • საქართველო მყარად დგას და სილას იქით გაულაწუნებს;
  • 7, 10, 14 ან 41 პუნქტიანი გეგმა აქვს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების გასანეტრალებლად 1, 6, 12, 18-თვიან პერსპექტივაში;
  • სადღაც, რომელიმე უბანზე გვაჩვენონ რომ უფიქრიათ, სტრატეგია შეუქმნიათ, მზად ყოფილან;
  • დღეს არ გაიგეს რომ თურმე რუსეთი ეკონომიკას პოლიტიკისთვის იყენებს; რუსული ბაზარი მხოლოდ პოლიტიკის ინსტრუმენტია და გეგმა დიდი ხანია მზად აქვთ;

ეს სწორედ ის მომენტია როდესაც ხელისუფლებამ ანტი-კრიზისული გეგმა უნდა დადოს, სტრატეგია დაგვანახოს! საერთოდ რომ არსებობს შეიმჩნიოს.

საკუთარ მოქალაქეებთან კრიზისის დროს ურთიერთობის სიბეცეს ორი დღეა გვაჩვენებენ; ალბათ ეკონომიკაშიც იგივე გეგმა ექნებათ: აი ხომ ხედავთ გახვედით ქუჩაში და ლარი თავზე ჩამოგექცათო გვეტყვიან!! გაგვაოცეთ აბა თქვენ იცით!!!" - წერს თინა ხედაშელი.

გიორგი ბენაშვილი - ეკონომიკის ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

12 საათიც არ გასულა კრემლის გადაწყვეტილებიდან გადაუკეტოს საქართველოს ტურისტული ნაკადები და უკვე აგუგუნდა პროპაგანდა. ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ერთ დღეში გავიდა 28000 ადამიანი, გაუქმდა 75000 ჯავშანი და ა.შ.

დიდი ექსპერტობა არ სჭირდება ამას, რომ ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია - თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე და თუ როგორ არ უნდა გავაბრაზოთ დიდი ძმა, თუ არა დავისჯებით.

ტურიზმის სექტორზე რუსული ემბარგოს ეფექტებზე მოგვიანებით დავწერ ჩემს აზრს, მანამდე კი მცირე სტატისტიკა:

გადავთვალოთ - დღეში რუსეთისკენ 14 რეისი დაფრინავს, ყველა 180 ადამიანის ტევადობის boeing/airbus ხომალდებით. დავუშვათ რომ ყველა რეისი სავსე იყო და ყველა მგზავრი რუსი იყო, საქართველოდან 1 დღეში გავიდოდა 2520 ადამიანი, რაც 12-ჯერ ნაკლებია პროპაგანდის მაჩვენებლებზე

დათო ლიკლიკაძე - ჟურნალისტი:

"28 ათასი რუსი გაფრინდა დღეს დილით აეროპორტიდან ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი.მათემატიკაში რომ ვერ ერკვევით სხვას მაინც კითხეთ ან მე დაგიმარცვლავთ. თვითმფრინავში (ჩვეულებრივ ბოინგში) ყველაზე მეტი, დიდი დიდი ეტევა 300 მგზავრი. ამ ლოგიკით დღეს დილით აეროპორტიდან შესრულებულა 110 რეისი და ყველა რუსეთის მიმართულებით.

დაჯექი ორიანი! არ იცით მათემატიკა და ნუ ავრცელებთ სისულელეებს.დღეს დილით აეროპორტებმა რამდენი რეისიც გაუშვეს რუსეთისკენ იმდენივე მიიღეს. ისე ჯერ მიიღეს და მერე გაუშვეს. არავინ არ ერჩის რუს ტურისტებს. იმედია არც აწი შეგვეშლება რამე. ნუ ავრცელებთ სისულელეებს.

პ.ს. თან ჩვენ არ გვითქვამს ნუ ჩამოხვალთ საქართველოშითქო. პუტინმა თქვა. რაკი პუტინი გაღიზიანდა ესეიგი კარგად მოვქცეულვართ. თუ პუტინი კმაყოფილი იქნებოდა ე.ი ცუდად მოვიქცეოდით. ნუ ქმნით ტრაგედიებს. კაი ენის იყავით.

გაუმარჯოს ჩვენს უმაგრეს სამშობლოს! საქართველო არის ყველა ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქის ქვეყანა და ის ღიაა ყველასთვის!"

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი - ფოტოგრაფი და ბლოგერი:

"რუსეთი დიდი ხანი ამზადებდა მორიგ დარტყმას ქართულ ეკონომიკაზე. ამდენი წლის განმავლობაში დაბალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად აეწყო ჩვენი მეზობლების ცუდ გემოვნებას და მოთხოვნებს. მთავრობასაც დიდად არ უწვალია ახალ ბაზრებზე გასვლა და გაყიდვა, რადგან რუსეთის ბაზარი ჩვენს ტურიზმს 80%-ით ავსებდა.

და აი ახლა, როცა გორი გაივსო სტალინის ფოტოიანი ღვინის ბოთლებით, ბორჯომი მაგნიტებით, სადაც პუტინი “ვ წიხარია პიოტ ბარჟომ”, შროშა ერთმანეთში ტუჩებით შესული ჭიქებით, რომლებიც რუსეთის და ჩვენი დროშის ფერებშია შეღებილი, როგორც იქნა როცა სეზონი დაიწყო, პუტინმა გადაკეტა ტურისტების სასიცოცხლო ნაკადი. ზუსტად ისე როგორც გაზს კეტავდა ხოლმე.

ვინც ამ ფაქტს იმ კომუნისტის აქედან გაგდებას აბრალებთ ცდებით, გავრილოვი მხოლოდ რიგითი მიზეზია, ის თუ არა ამ დღეებში ნებისმიერი სხვა რამ შეიძლებოდა გამოჩენილიყო, რადგან სეზონის სტარტზე დარტყმა დიდი ხანია დაგეგმილია.

რა მოხდება შედეგად: ყველას ვისაც ბიზნესი აქვს რუსებზე გათვლილი, დაენძრევა და წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მინიმუმ გაუნახევრდება. მაქსიმუმ დაეხურება. ხოლო მათ, ვისაც ნორმალური პროდუქტი აქვს, რომელსაც რუსების გარდა სხვებიც ყიდულობენ, არ დაენძრევა და მისი ზარალი 20%-მდე იქნება.

კარგად იზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტი, რადგან ის არ განარჩევს ბანძსა და სვეცკ ბიზნესებს და რომელიც აქამდე რუსული ფულით კარგად ივსებოდა.

ვინ შეიძლება დაადანაშაულოთ ამაში: 1. საკუთარი თავები თუ კონკურენტუნარიან პროდუტს არ ქმნით და გინდათ რომ ნაგვით გამდიდრდეთ; 2. ეს მთავრობა, რომელმაც აქამდე არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მდიდარი ქვეყნებიდან მოეზიდა ტურისტები. ქართულმა ოცნებამ გიორგი კანდელაკისა და ვერა ქობალიას მიერ ბოლომდე მიყვანილი რაიანეარის შემოყვანის საქმე ქარს გაატანა და მხოლოდ ახლა ცდილობს ამ უზარმაზარი ავიაგადამზიდის მოზიდვას. ასევე მათ გადაკეტეს ირანის ტურისტული ნაკადი.

რა ქნათ ახლა: 1. ცხვირები უნდა აწიოთ და რაიმე ნორმალური მოიფიქროთ, ის რაც გაიყიდება; 2. მთავრობას უნდა მოსთხოვოთ გადადგომა ან სასწრაფოდ იაფი ავიახაზების დამატება; 3. თუ თქვენი პროდუქტი არის ნახსენები რუსეთ-საქართველოს ჭიქები, რომლებიც ერთმანეთში ტუჩებით შედიან, იღებთ ვაზელინს, პოხავთ ჭიქას კარგად და იტენით ... ბოლომდე. ალბათ არ გაგიჭირდებათ.

ისევე როგორც ქართულ ღვინოს, ქართულ ტურიზმსაც ხსნად ისევ პუტინი მოევლინა. ხომ ყველა ხვდებით რომ რუსეთის ბაზრის შემყურე ვერ განვითარდებოდით?"

ბექა გონაშვილი - მეწარმე, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე:

"ამის მოლოდინი, გულში, მაგრამ მაინც ხომ არსებობდა? ტურიზმი ერთია, ამას მოყვება ბევრი სხვა პრობლემა რუსეთის მხრიდან, ესაა მათი ბაზარით მანიპულირების საუკეთესო შესაძლებლობა.

პრაგმატულად ვიფიქროთ ახლა, ტურიზმზე ხელის შეშლა ჩვენისთანა ქვეყნისთვის უმნიშვნელო დარტყმა როდია? საკმაოდ სერიოზულია!

აქვე ის დაშვებაც არ უნდა გამოგვრჩეს, სადაც ბორჯომი ახსენეს ჯიგრებმა, რომ ღვინის შეტანასაც აგვიკრძალავენ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, ბევრი ღვინის მწარმოებელი და ვენახის გამშენებელი სწორედ მაგაზე იყო ორიენტირებული... ნუ სხვა რაღაცეების ექსპორტზე რომ არაფერი ვთქვათ.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ რამდენიმე წელია ჩამოკიდებულები ვართ რუსულ ხორბალზე, წელიწადში დაახლოებით 300 მილიონამდე შიშხათები გადის ჩრდილოეთში პურის საყიდლად, მათ შეუძლია ესეც გაგვიპრობლემონ, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ახლა ჩვენთან მოსავლის აღებები უკვე იწყება, ხორბალი ქვეყანაში იქნება, მაგრამ მაქსიმუმ 2 თვის მარაგია ეგეც ხარისხზე რომ აქცენტი არ გვქონდეს...

ამიტომ უბრალოდ მჯიღის მირტყმა რომ არიქა, ჩელენჯი მივიღეთ და ჩვენ არ გვეშინია, არ იქნება სწორი. სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვით რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადების ამბისა არ იყოს, ახლა მეტად გააზრებულად არის მოქმედება საჭირო ჩემი აზრით.

საჭიროა ყველა: ერი, ბერი, მთავრობა, ოპოზიცია და ყველა, გავერთიანდეთ ამ კუთხით აზროვნებაში, მივანიჭოთ უპირატესობა ქართულს, ვეცადოთ ადგილობრივი წარმოების წახალისებას, არაა სუბსიდირებით, რადგან ეგაა სწორედ მათი მიზანი, რადგან ვერ შევძლებთ სუბსიდირებას ყველაფრისას, თავად მოსახლეობაში უნდა გაჩნდეს მეტი შეგნება. ტურიზმთან დაკავშირებით მშვენიერი ინიციატივაა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი შვებულებისთვის თანხები საქართველოშივე, ჩვენი მეზობლისთვის, ნათესავისთვის, ახლობლისთვის გადავდოთ! მათაც თავის მხრივ უნდა გაუკეთონ მხარდაჭერა სხვა დარგებს...

საჭიროა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზეც ერთობლივად ვიზრუნოთ ყველამ, ფერმერებმა და სახელმწიფომ თუ ვხვდებით ეს რამხელა გამოწვევაა... უბრალოდ იდიოტობა იქნება, რომ ახლა რასაც ვწერ ეს არ გავითვალისიწნოთ და ამაზე არ ვიფიქროთ ყველამ ერთად.

მოკლედ: რაც არ გვკლავს გვაძლიერებს მინდა მოხდეს, მჯიღის ცემის, გაუაზრებელი მოქმედებების გარეშე... ჩვენ თუ ახლა მაინც შევძლებთ ცივი გონებით, საქმის კეთებით გაერთიანებას, მაშინ ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მომხდარა ეს ყველაფერი რაც მოხდა... თუნდაც იმ დაშავებული ხალხის სისხლი... :((( იმედი მაქვს რომ შევძლებთ ამჯერად მაინც ერთობას, ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი თაობის! ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და გონიერება!"

ოთარ ქირია - მარკეტინგის სპეციალისტი, "საქართველოს უნივერსიტეტის" ლექტორი:

"1. დიახ, რუსეთი იმუქრება იმავე სცენარით, რაც ადრე! მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საქართველოს ყველა ხელისუფლების გაფუჭებას ცდილობდა ყოველთვის!

2. დიახ, ტრამპი-ირანის მძიმე ეპოქის დროს, პუტინმა შეიძლება დრო იხელთოს და ჩაიდინოს ის, რაც ბევრჯერ ჩაუდენია! ვიმეორებ - შეიძლება!

3. დიახ, გვემუქრებიან, რომ ეკონომიკური ზრდა დაბლა წამოვა!

4. მაგრამ არ დაგვავიწდეს, რომ “რუსული ემბარგოების” შემდეგ, სხვა, ბევრად უკეთესი, სივრცეები ავითვისეთ.

5. თუ რუსი ტურისტი არ ივლის, სიხარულით დაბრუნდება ყოფილი საბჭოთა კავშირის 13 რესპუბლიკის საღად მოაზროვნე ოჯახები. პირადი გამოცდილებით ვირწმუნები, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბაქოდან, ასტანადან, კიევიდან და ა.შ. ხალხი დადის - ეს კრემლისგან გაწმენდილი ჰაერია. გვახსოვდეს ისიც, რომ რუსების გარდა ევროპელი და აზიელიც ბევრი დადის და თუ ამის არ გჯერათ, შეიარეთ “გალერია თბილისის”, “ისთ ფოინთის, ანდა “თბილისი მოლის”, "შარდენის" მიდამოებში.

6. არ დაგვავიწყდეს, რომ 2008-ში ერთ-ერთი სამარცხვინო აქტი იყო გაქცევა!

7. არც ის დაგვავიწყდეს, რომ რუსული აგრესიის გამო საქართველოსთვის არაერთი კარი (მხარდაჭერისა და თანაგრძნობის) გაიღო დასავლეთში!

ასე, რომ თვითმფრინავის ბილეთების ძებნის მაგივრად (განსაკუთრებით მათ გასაგონად ვინც 2008-ში გაიცურცლა), ჯობია იმაზე ვიფიქროთ: ა) როგორ მივაწვდინოთ ხმა იმ ხალხს ვინც პუნქტ #5-შია აღწერილი; ბ) როგორ ვესაუბროთ ახალ ბაზრებს (რაც ადრეც გაგვიკეთებია).

P.S. ტრადიციულად, კრემლი მაშინ დგამს რადიკალურ ნაბიჯებს, როცა საქართველოს ეკონომიკის ზრდა სტაბილურად აღმავალია.

P.S.S რასაკვირველია არ ვამბობ, რომ ომი დაიწყება, მაგრამ გამოცდილების გათვალისწინება და რისკების გაანალიზება, კარგი ტაქტიკაა შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. #რუსეთიოკუპანტია #ნუმაბრმავებ"

სოფო ჯაჯანაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი:

"მარტივია, ჩვენც შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში:

  • შვებულება გავატაროთ მხოლოდ საქართველოში
  • ვიყიდოთ ქართული პროდუქცია
  • ჩვენს უცხოელ მეგობრებს მივაწოდოთ ინფორმაცია და შევთავაზოთ საქართველოში დასვენება
  • სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტულ ადგილებზე ინგლისურ ენაზე გავავრცელოთ ხშირად ინფორმაცია
  • ჩვენც ვთქვათ უარი რუსული პროდუქციის გამოყენებასა და შეძენაზე

ვიფიქროთ სხვა იდეებზეც, მთავარია ერთად დავდგეთ და ვთქვათ რომ #რუსეთიოკუპანტია"

მაიკო წერეთელი, ჟურნალ OK!-ის დირექტორი:

"კარგად მახსოვს, ორი წლის წინ თურქეთი "დასაჯა" ასე რუსეთმა. იცით რატომ არ მოკვდა თურქული ტურიზმი? მათ კარგად გააზრებული ფასები და კარგი სერვისი აქვთ. ჩვენც უნდა შევძლოთ ეს, აუცილებლად. დიდი ხანია დროა. P.S. უნდა გენახათ, როგორ მიაწყდა ამ ემბარგოს მოხსნის მერე რუსეთი ანტალიას, ვისაც რუსები მოენატრებათ მათთვის..."

რამაზ ბლუაშვილი, კინორეჟისორი:

"პუტინმა რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალაო. ხალხო რამდენს გვყავს უცხოეთში მეგობრები, ემიგრანტებო რამდენი ხართ მსოფლიოს გარშემო! ყველამ ერთად ვიმუშაოთ და გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის შესახებ. ვაჩვენოთ პუტინს და მის მონებს, რომ მათ გარდა მთელი მსოფლიოა და როგორმე რუსი ტურისტის გარეშეც იარსებებს და განვითარდება საქართველო!!!

1000-ზე მეტი წლის იყო ქართული სახელმწიფო, როდესაც რუსეთმა არსებობა დაიწყო!!! ჩვენი ნათქვამი არაა "ხერხი სჯობია ღონესაო"? დავდგეთ ერთად და ვაკეთოთ ყველაფერი საქართველოსთვის და ნახავთ რა საოცარი შედეგი იქნება. საქართველოსთვის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან პოლიტიკოსისთვის!!!! ერთ ქართველზე გამარჯვებული მეორე ქართველი, დამარცხებული საქართველოა!!!"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს