პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს ასეთი შვილი" - აქციის შემდეგ, ახალგაზრდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი დააპატიმრეს
"საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს ასეთი შვილი" - აქციის შემდეგ, ახალგაზრდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი დააპატიმრეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინფრო­მა­ცი­ით, 20 ივ­ნი­სის ღა­მეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს სხვა­დას­ხვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის 305 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი, ის­ტო­რი­კო­სი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ის ღა­მეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ძმას­თან, ასე­ვე ის­ტო­რი­კოს და­ვით ხვა­და­გი­ან­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს.

ირაკ­ლი ხვა­გა­დი­ანს სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ 9-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მას ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ედა­ვე­ბი­ან. და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლის თქმით, და­კა­ვე­ბი­სას ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სცე­მეს, რისი კვა­ლიც სა­ხე­ზე ნათ­ლად ეტყო­ბა - თვა­ლის არე­ში აქვს სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ღე­ბუ­ლი აქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფის ძმას, და­ვით ხვა­და­გი­ანს, მისი ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სას­ტი­კად ნა­ცე­მია: მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ცალ ყურ­ში არ ეს­მის და ცალი ფე­ხით კოჭ­ლობს, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ სპეც­რაზ­მე­ლის ფა­რით და და "დუ­ბინ­კით" ცე­მის შე­დე­გია. და­ვით ხვა­და­გი­ა­ნის პრო­ცე­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მარ­თუ­ლა და ის ამ­ჟა­მად თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ის­ტო­რი­კო­სი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი AMBEBI-ს რეს­პონ­დენ­ტი არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, ახალ­გაზ­რდა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად - ის მხო­ლოდ 30 წლი­საა, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ხვა­და­გი­ა­ნის სა­ხე­ლი კარ­გად ცნო­ბი­ლია და საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მკვლე­ვა­რად ით­ვლე­ბა.

ის­ტო­რი­კო­სი ძმე­ბის და­კა­ვე­ბას მათი კო­ლე­გე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი წერს:

"სა­ქარ­თვე­ლოს თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ყავს ისე­თი შვი­ლი, რო­გო­რიც ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნია. მე მას ვიც­ნობ და ვა­მა­ყობ მას­თან მე­გობ­რო­ბით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა, რა დღე­ში ვნა­ხე ფო­ტო­ზე... გული და­მე­თუთ­ქა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ირაკ­ლის! გთოვთ ყვე­ლას, და­ვუდ­გეთ ირაკ­ლის გვერ­დით. მისი და­კა­ვე­ბა შეც­დო­მაა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის კი ან­ტი­პი­ა­რია. რო­მე­ლი, ოდ­ნავ მა­ინც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და­ი­ნა­ხავს მას­ში სა­მარ­თალ­დამ­რღვევს?" - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პოსტსა­დოქ­ტო­რო მკვლე­ვა­რი, პრო­ფე­სო­რი ბექა კო­ბა­ხი­ძე:

ირაკ­ლი ხვა­და­გი­ანს 9 დღე პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, და­ვით ხვა­და­გი­ან­ზე ჯერ არ ვი­ცით, მაგ­რამ იგი­ვეს ვვა­რა­უ­დობთ. ორი­ვე მა­გა­რი ნა­ცე­მე­ბი არი­ან. ზვი­გე­ნი რომ მთა­შია, ხე რომ ზღვა­ში და მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე მი­მა­ვალს ვე­ფხვის რომ მე­ში­ნო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რად უფრო ლო­გი­კუ­რია, ვიდ­რე ამ ხალ­ხის ოდეს­მე ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მა. ეს ხალ­ხი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით წერს, რო­გორც საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის, ასე­ვე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ის­ტო­რი­ას. მათ ამ სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ფე­რი მო­უ­თხო­ვი­ათ და მი­უ­ღი­ათ. ახლა ცი­ხე­შიც აღ­მოჩ­დნენ და რის­თვის?

9 დღე მათ არ მოკ­ლავს, მაგ­რამ ერთი წუთი, სიმ­ბო­ლუ­რი ერთი წუ­თიც რომ იყოს, ყური და გო­ნე­ბა ვერ ღე­ბუ­ლობს ხვა­და­გი­ა­ნე­ბის ცი­ხე­ში ყოფ­ნას. ამ დროს, სა­ხელ­მწი­ფო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, მუ­ზე­უ­მე­ბის, კა­თედ­რე­ბის მლიქ­ვნე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გა­რინ­დულ­ნი სხე­დან და კმა­ყო­ფილ­ნი არი­ან ცხოვ­რე­ბით, ზოგი თბილ ქვეყ­ნებ­ში მივ­ლი­ნე­ბით და­დის და მა­დამ პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტებს აზი­ა­რებს. ეს რომ ასეა, იმას ნიშ­ნავს რომ სა­ხელ­მწი­ფო უკუღ­მა დგას!" - წერს ბექა კო­ბა­ხი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი:

"ხში­რად მი­ფიქ­რია, რომ მკი­თხონ ვინ არის შენს თა­ო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნიო, და­უ­ფიქ­რებ­ლად ვე­ტყო­დი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი!"

პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­კო­სი, მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი, გრი­გოლ გე­გე­ლია:

"უწე­სი­ე­რე­სი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ჭი­ან­ჭვე­ლას ფეხს რომ არ და­ად­გამს, კარ­გი მკვლე­ვა­რი და ის­ტო­რი­კო­სი, ამ დღე­ში რო­გორ სა­ხელ­მწი­ფო­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს?! მხო­ლოდ იქ სა­დაც ხეპ­რე, უვი­ცი ქუც­ნაშ­ვი­ლის და უსა­ხუ­რი ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კი კო­ბა­ხი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას დღე­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და და თან რა ფა­სად! მხო­ლოდ იქ სა­დაც ეს ნამ­დვი­ლი არა­რა­ო­ბე­ბი, ეს უსა­ხუ­რი, უსუ­ლო ბოლ­შე­ვი­კე­ბი ფა­სო­ბენ და არა წე­სი­ე­რი ხალ­ხი, ნიჭი, მო­რა­ლი და მო­მა­ვა­ლი!"

ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნის შე­სა­ხებ გუ­შინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის დროს ისა­უბ­რა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რმა ანა დო­ლი­ძემ:

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი­დან მოვ­დი­ვარ, სა­დაც ქარ­ხნუ­ლი წე­სით გა­ა­სა­მარ­თლეს ჩვე­ნი, თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი. არა­ვის უკი­თხავს მათ­თვის, რის­თვის იყ­ვნენ გუ­შინ აქ, არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ მო­უ­თხო­ვი­ათ, 15-15 წუთ­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­უშ­ვეს საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის მკვლე­ვა­რი, რაც ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია! საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის მკვლე­ვა­რი, უამ­რა­ვი წიგ­ნის ავ­ტო­რი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი. ის გა­უშ­ვა ცი­ხე­ში სის­ტე­მამ, რო­მე­ლიც არ დან­გრე­უ­ლა და რო­მე­ლიც არ და­ინ­გრა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მით. სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს! სის­ტე­მის დან­გრე­ვის ერთ-ერთი სა­ფე­ხუ­რი იქ­ნე­ბა, გავ­რი­ლო­ვის აქ ჩა­მომ­ყვა­ნის ერთ-ერთი ხელ­შემ­წყო­ბი­სა და ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა!" - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გუ­შინ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­თა მი­მართ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს ასეთი შვილი" - აქციის შემდეგ, ახალგაზრდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი დააპატიმრეს

"საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს ასეთი შვილი" - აქციის შემდეგ, ახალგაზრდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი დააპატიმრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის 305 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულებს შორისაა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც აქციის ღამეს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და ძმასთან, ასევე ისტორიკოს დავით ხვადაგიანთან ერთად დააკავეს.

ირაკლი ხვაგადიანს სასამართლომ გუშინ 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. დაპატიმრებულის თქმით, დაკავებისას ის სამართალდამცველებმა სცემეს, რისი კვალიც სახეზე ნათლად ეტყობა - თვალის არეში აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, მიღებული აქვს ტვინის შერყევა.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფის ძმას, დავით ხვადაგიანს, მისი ახლობლების ინფორმაციით, ის სასტიკად ნაცემია: მიყენებული აქვს მძიმე დაზიანებები, ცალ ყურში არ ესმის და ცალი ფეხით კოჭლობს, რაც სავარაუდოდ სპეცრაზმელის ფარით და და "დუბინკით" ცემის შედეგია. დავით ხვადაგიანის პროცესი ჯერჯერობით არ გამართულა და ის ამჟამად თავისუფალია.

ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი AMBEBI-ს რესპონდენტი არაერთხელ ყოფილა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად - ის მხოლოდ 30 წლისაა, სამეცნიერო წრეებში ხვადაგიანის სახელი კარგად ცნობილია და საბჭოთა წარსულის ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარად ითვლება.

ისტორიკოსი ძმების დაკავებას მათი კოლეგები, ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი წერს:

"საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი ყავს ისეთი შვილი, როგორიც ირაკლი ხვადაგიანია. მე მას ვიცნობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის უდანაშაულოა, რა დღეში ვნახე ფოტოზე... გული დამეთუთქა. თავისუფლება ირაკლის! გთოვთ ყველას, დავუდგეთ ირაკლის გვერდით. მისი დაკავება შეცდომაა, სამართალდამცავი ორგანოებისათვის კი ანტიპიარია. რომელი, ოდნავ მაინც პროფესიონალი სამართალდამცველი დაინახავს მასში სამართალდამრღვევს?" - წერს თაქთაქიშვილი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პოსტსადოქტორო მკვლევარი, პროფესორი ბექა კობახიძე:

ირაკლი ხვადაგიანს 9 დღე პატიმრობა მიუსაჯეს, დავით ხვადაგიანზე ჯერ არ ვიცით, მაგრამ იგივეს ვვარაუდობთ. ორივე მაგარი ნაცემები არიან. ზვიგენი რომ მთაშია, ხე რომ ზღვაში და მელიქიშვილზე მიმავალს ვეფხვის რომ მეშინოდა, ეს ყველაფერი ბევრად უფრო ლოგიკურია, ვიდრე ამ ხალხის ოდესმე ციხეში ჩაჯდომა. ეს ხალხი შიშველი ხელებით და მაღალი ხარისხით წერს, როგორც საბჭოთა წარსულის, ასევე დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას. მათ ამ სახელმწიფოსგან არაფერი მოუთხოვიათ და მიუღიათ. ახლა ციხეშიც აღმოჩდნენ და რისთვის?

9 დღე მათ არ მოკლავს, მაგრამ ერთი წუთი, სიმბოლური ერთი წუთიც რომ იყოს, ყური და გონება ვერ ღებულობს ხვადაგიანების ციხეში ყოფნას. ამ დროს, სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტების, მუზეუმების, კათედრების მლიქვნელი ხელმძღვანელები გარინდულნი სხედან და კმაყოფილნი არიან ცხოვრებით, ზოგი თბილ ქვეყნებში მივლინებით დადის და მადამ პრეზიდენტის პოსტებს აზიარებს. ეს რომ ასეა, იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო უკუღმა დგას!" - წერს ბექა კობახიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანი, დავით კლდიაშვილი:

"ხშირად მიფიქრია, რომ მკითხონ ვინ არის შენს თაობაში გამორჩეული ადამიანიო, დაუფიქრებლად ვეტყოდი ირაკლი ხვადაგიანი!"

პოლიტიკური ისტორიკოსი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ გეგელია:

"უწესიერესი, უკეთილშობილესი ადამიანი, ჭიანჭველას ფეხს რომ არ დაადგამს, კარგი მკვლევარი და ისტორიკოსი, ამ დღეში როგორ სახელმწიფოში შეიძლება იყოს?! მხოლოდ იქ სადაც ხეპრე, უვიცი ქუცნაშვილის და უსახური ნეობოლშევიკი კობახიძის გათავისუფლებას დღენახევარი დასჭირდა და თან რა ფასად! მხოლოდ იქ სადაც ეს ნამდვილი არარაობები, ეს უსახური, უსულო ბოლშევიკები ფასობენ და არა წესიერი ხალხი, ნიჭი, მორალი და მომავალი!"

ირაკლი ხვადაგიანის შესახებ გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული მშვიდობიანი აქციის დროს ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ:

"სასამართლო პროცესებიდან მოვდივარ, სადაც ქარხნული წესით გაასამართლეს ჩვენი, თქვენი მეგობრები. არავის უკითხავს მათთვის, რისთვის იყვნენ გუშინ აქ, არავითარი მტკიცებულებები არ მოუთხოვიათ, 15-15 წუთში პატიმრობაში გაუშვეს საბჭოთა წარსულის მკვლევარი, რაც ძალიან სიმბოლურია! საბჭოთა წარსულის მკვლევარი, უამრავი წიგნის ავტორი ირაკლი ხვადაგიანი. ის გაუშვა ციხეში სისტემამ, რომელიც არ დანგრეულა და რომელიც არ დაინგრა ირაკლი კობახიძის გადადგომით. სისტემა უნდა დაინგრეს! სისტემის დანგრევის ერთ-ერთი საფეხური იქნება, გავრილოვის აქ ჩამომყვანის ერთ-ერთი ხელშემწყობისა და ამაზე პასუხისმგებელი პირის, გიორგი გახარიას გადადგომა!" - განაცხადა ანა დოლიძემ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, აქციაზე დაკავებულთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს