ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობ იაკობიშვილის განცხადებით, აპირებს, რომ სპეცრაზმელს, რომელიც ტყვიებს დამიზნებით ისროდა 20 ივნისის აქციაზე, პასუხი აგებინოს. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, ბევრი ადამიანისგან იცის, რომ სამივე დაშავებულს, რომლებმაც თვალი დაკარგეს, მხედველობა ამ სპეცრაზმელმა წაართვა.
"ეტყობა სპეციალური დანიშნულების რაზმი როცაა, დიდი ხანი ითმენდნენ და ეტყობა რაღაც პერიოდში ვეღარ მოითმინეს და ის რაღაცეებიც გააკეთეს, რისი ბრძანებაც არ ჰქონდათ. მე არავის გამოყვანა და "გაპრავება" არ მინდა. მაგრამ ერთ რამეს ვუყურებდი. ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ ქართველებს, რომელიც ჟინით ესროდა. რაც დაფიქსირებულია. თავისიანმაც აუკრა თუ გახსოვთ. არ შეიძლება სახელმწიფომ ის ადამიანი დაიცვას. მე როგორც ვიცი, ის ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, დიდი გადაცდომა მოუვიდა და ჩვენს პერიოდში, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ აღადგინეს და კი ვნახეთ, ისე ისროდა, თითქოს ირმებს ესროდა. ეს არ უნდა შერჩეს არავის. ეს არ არის არც მინისტრის, არც ვიღაცის დანაშაული. ყველგან არიან მანიაკები საერთოდ. მე მაგას მანიაკად მოვიხსენიებ. მოვძებნი და ვნახავ მაგას, თავისას მიიღებს. ვერ უშველის ის, რომ რაღაც სტრუქტურაშია გაწევრიანებული. მიპოვნიან და მომიყვანენ. თვალგამოთხრილი გოგო რასაც იტყვის, იმას მიიღებს თავიდან ბოლომდე. აცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. სიტკბოებით ისროდა მაგ იარაღს. ბევრისგან ვიცი, რომ სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი. შეიძლება ეგ მსახურებდეს? სჯობს მე დავისაჯო და მაგან თავისი მიიღოს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისივე განცხადებით, მას ესმის ახალგაზრდების პროტესტი.
"ყველას ვუხდი დიდ ბოდიშს, იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ რეზინის და კაუჩუკის ტყვიებისგან. რამდენიმემ დაკარგა მხედველობა და ბევრს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ვფიქრობ, უფრო ადვილად შეიძლებოდა დაშლა, თუნდაც წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით და არ იქნებოდა საჭირო იმ რაღაცის გამოყენება, რომელიც ნებისმიერ ქართველს სინათლეს წაართმევდა. გუშინ რომ ვუყურებდი, შეიძლება რომ შეგეხედა ადამიანისთვის, კრიმინალად მოგენათლა, მაგრამ ჩემი ახალგაზრდობა მახსენდებოდა და ჩემი მეგობრების ახალგაზრდობა. ალბათ, უარესს ვიზამდი მე თვითონ და ჩემი მეგობრები. ძალის გადაჭარბების განცდა არ მაქვს. დაშლა შეიძლებოდა ადვილად და აღარ მობრუნდებოდნენ. რომ დასველდებოდნენ და თვალებიც აცრემლიანებული ექნებოდათ, ამდენჯერ აღარ მობრუნდებოდნენ საჩხუბრად. მე ახალგაზრდებს არ ვამტყუნებ, არც პოლიციას ვამტყუნებ, მაგრამ ".