ავტორი:

შსს - ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული, ასევე დავიბარებთ ნიკა მელიას და გიგი უგულავას

შსს - ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული, ასევე დავიბარებთ ნიკა მელიას და გიგი უგულავას

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიგამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვაზე ასევე იქნებიან დაბარებულები ნიკა მელია და გიგი უგულავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე დაბარებულნი იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს