პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტიდან ირაკლი კობახიძის წასვლას მოითხოვენ
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტიდან ირაკლი კობახიძის წასვლას მოითხოვენ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რია, შე­საძ­ლოა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­და­ნაც და­ი­თხო­ვონ, თუ სას­წავ­ლე­ბე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის პე­ტი­ცი­ას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა დღეს პე­ტი­ცია გა­ავ­რცე­ლეს, რო­მელ­შიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თა­ვენ და მო­ი­თხო­ვენ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და­ტო­ვოს ფა­კულ­ტე­ტი.

"20 ივ­ნისს მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მიერ გა­მარ­თუ­ლი ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, რო­მე­ლიც ეხ­მი­ა­ნე­ბო­და რუ­სე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტის - სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მთა­ვა­რი სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის პრე­ზი­დი­უ­მი­დან მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტა­თა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის რი­გით 26-ე სე­სი­ის გახ­სნას, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მი­სა და ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით და­ი­წყო.

სა­ხელ­მწი­ფომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად ცრემლსა­დე­ნი გაზი, წყლის ჭავ­ლი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. პო­ლი­ცი­ის მიერ არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად და­შავ­და 240-მდე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 31 ჟურ­ნა­ლის­ტი. რამ­დე­ნი­მემ მი­ი­ღო სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა.

ჩვენ, თბი­ლი­სის სა­ხელ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს მიგ­ვაჩ­ნია, რომ 20-21 ივ­ნისს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს- ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი უმოქ­მე­დო­ბით ხელი შე­უ­წყო ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ძა­ლის­მი­ე­რი დარ­ბე­ვა.

გუ­შინ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ სტუმ­რე­ბის აე­რო­პორ­ტში დახ­ვედ­რის, მათი დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და სხვა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი გეგ­მა თა­ვი­სი ხელ­მო­წე­რით და­ამ­ტკი­ცა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია და სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში კი­თხუ­ლობს „სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო (სა­ხელ­მწი­ფო მო­წყო­ბის) სა­მარ­თლის“ კურსს. გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე არ იც­ნობს/არ იზი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბას და ეჭვქვეშ აყე­ნებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ კურსსა და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას, ისე ადა­მი­ა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს.

მან მხო­ლოდ დღეს, 21 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დარ­ბე­ვის შემ­დეგ აიღო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა.

ჩვენ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი მი­ვიჩ­ნევთ, რომ ამის შემ­დეგ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს აღარ აქვს უფ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის აუ­დი­ტო­რი­ი­დან ისა­უბ­როს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გან­მტკი­ცე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რად­გან თა­ვად და­შო­რე­ბუ­ლია ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

ჩვენ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ვუ­წო­დებთ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას:

1. არ მის­ცეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

2. არ და­უთ­მოს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სივ­რცე სა­ჯა­რო ლექ­ცი­ის, კონ­ფე­რენ­ცი­ი­სა და თუ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­სა­მარ­თად/მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად" - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტიდან ირაკლი კობახიძის წასვლას მოითხოვენ

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტიდან ირაკლი კობახიძის წასვლას მოითხოვენ

საქართველოს პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია, შესაძლოა უნივერსიტეტიდანაც დაითხოვონ, თუ სასწავლებელი სტუდენტების პეტიციას გაითვალისწინებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა დღეს პეტიცია გაავრცელეს, რომელშიც უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას მიმართავენ და მოითხოვენ ირაკლი კობახიძემ დატოვოს ფაკულტეტი.

"20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომელიც ეხმიანებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის - სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის მთავარი სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის გახსნას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით დაიწყო.

სახელმწიფომ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი. რამდენიმემ მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება.

ჩვენ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს- ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა.

გუშინ მედიასაშუალებებით გავრცელებული პარლამენტის აპარატის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტუმრების აეროპორტში დახვედრის, მათი დაცვით უზრუნველყოფის, გენერალური ასამბლეის ჩასატარებლად პარლამენტის შენობის მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების წინასწარ გაწერილი გეგმა თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს. გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

მან მხოლოდ დღეს, 21 ივნისს, საქართველოს მოქალაქეების დარბევის შემდეგ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვა თანამდებობა.

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს.

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოვუწოდებთ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას:

1. არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;

2. არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად" - ნათქვამია პეტიციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ