26 ივნისს 19:00 საათზე Best Western Tbilisi Art Hotel - ში პროექტის, „დიდი მხატვრების შედევრები“ ფარგლებში, გამოფენა და ფილმის - „ცხოვრება პიკასოსთან“ ჩვენება გაიმართება.
ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, გია გუგუშვილი პიკასოს ცხოვრების შესახებ ისაუბრებს.
"მე არ ვფლობ არცერთ ჩემს ნახატს, რადგან ორიგინალი ღირს რამდენიმე ათასი დოლარი, ამგვარი ფუფუნების უფლება კი არ მაქვს" - განაცხადა პიკასომ, როდესაც მისი ნამუშევრები უკიდურესად პოპულარული იყო. მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მხატვრის, პაბლო პიკასოს ცხოვრებას დაბადებიდან უცნაური ბედი დაჰყვა, მისი ცხოვრება საინტერესო დეტალებით იყო სავსე. იგი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტის, „დიდი მხატვრების შედევრების“ რიგით მე-6 რჩეული მხატვარია.
24 ივნისს პაბლო პიკასოს ორ რჩეულ ტილოსთან ერთად, დიდი ქართველი მხატვრის - ფიროსმანის „მეთევზეც“ გამოვა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება არა მარტო პიკასოსა და ფიროსმანის, არამედ პროექტის ფარგლებში გამოსული სხვა ტილოებიც.
პროექტის განმავლობაში გამოსული ყველა ტილო სტუმრებისათვის სპეციალურ ფასად გაიყიდება.
ღონისძიებაზე დასასწრებად, საჭიროა, შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2315555958684499/