სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან აქციის დარბევისას დაშავებულები და გამოიყენა თუ არა სპეცრაზმმა აკრძალული ტყვიები
რას ყვებიან აქციის დარბევისას დაშავებულები და გამოიყენა თუ არა სპეცრაზმმა აკრძალული ტყვიები

20 ივ­ნი­სის ღა­მის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შე­დე­გად სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით 240 ადა­მი­ა­ნი შე­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის 80 პო­ლი­ცი­ე­ლია. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა ბო­ხუ­ას თქმით, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში და­შა­ვე­ბუ­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ ტრავ­მა, და­ჟე­ჟი­ლო­ბა და თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ორმა ადა­მი­ან­მა შემ­თხვე­ვის შე­დე­გად თვა­ლი და­კარ­გა.

ფო­ტოგ­რა­ფი გუ­რამ მუ­რა­დო­ვი ერთ-ერ­თია, ვინც დარ­ბე­ვის დროს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ის გუ­შინ აქ­ცი­ა­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და ფო­ტო­ებს იღებ­და, როცა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა და­ი­წყეს და მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლეს.

მუ­რა­დოვ­მა AMBEBI.GE-ს გა­მო­უგ­ზავ­ნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც მას სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა. ფო­ტოგ­რაფს ზურ­გზე რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის კვა­ლი აქვს, თუმ­ცა არ იცის, რა ტი­პის ტყვი­ე­ბი მოხ­ვდა.

"მარ­თა­ლი გი­თხრათ, ვერ ვხვდე­ბი რა ტყვი­ე­ბი მომ­ხვდა, თუმ­ცა საკ­მა­ოდ ბევ­რი ჭრი­ლო­ბა მაქვს ზურ­გზე და ერთი ხელ­ზე. ჯან­მრთე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ვე­ლა­დი ანა­ლი­ზე­ბი კარ­გი იყო, ახლა ვე­ლო­დე­ბი გან­მე­ო­რე­ბით ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხებს" - გვი­თხრა მუ­რა­დოვ­მა.

აქ­ცი­ის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი მი­ქა­ძე, რო­მე­ლიც გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს. სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო მი­ქა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტთან ერ­თად გა­ნა­თავ­სა:

"შუბ­ლი მაქვს გაბ­ზა­რუ­ლი, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­მა­სა­ჩუქ­რეს... ოღონდ ვინ­მე და­ეთ­რი­ათ, არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ მო­ტი­ვი ქონ­დათ თუ არა. იმ დროს როცა მო­რი­გი პო­ლი­ცი­ე­ლის გა­მოთ­რე­ვას ცდი­ლობ­და ხალ­ხი, მოვ­ყე­ვი ჭყლეტ­ვა­ში და რამ­დე­ნი­მე კარ­გად ნა­ჭამ­მა ძაღ­ლმა შე­მით­რია... შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე მაგ­რამ აზრი აღარ ქონ­და - რო­გორც კი კა­მე­რებს დავ­შორ­დი, ტი­პებ­მა ისე და­მიშ­ვეს, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში გა­ვი­თი­შე, აზ­რზე რომ მო­ვე­დი, მი­მათ­რევ­დნენ სა­ხით ქვე­ვით და ამ დროს მომ­ხვდა ვი­ღაც სპეც­რაზ­მე­ლის ჩექ­მა...

შე­დე­გი მარ­ტი­ვად გა­სა­გებ ენა­ზე - შუბ­ლის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, შე­შუ­პე­ბის­გან და­ხუ­ჭუ­ლი თვა­ლი და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი სა­ხის და თა­ვის მარ­ჯვე­ნა ნა­წილ­ში...

არ ვცდი­ლობ ვი­წუ­წუ­ნო, ჩემი ფე­ხით შე­ვე­დი გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც და სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც, უბ­რა­ლოდ მინ­და ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­ვა­გე­ბი­ნო რომ 2019 წლის 21 ივ­ნი­სის ღა­მეს, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" დედა მო... ხალ­ხს, ჩაგ­ვა­ფურ­თხა სულ­შიც და ქარ­თვე­ლო­ბა­შიც... ორი სი­ტყვით ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ზეც - ნიკა მე­ლია, გრი­გოლ ვა­შა­ძე, გია ბა­რა­მი­ძე და ყვე­ლა, ვინც კი იქ ხალ­ხი და­გა­ზეთ შე­ტე­ვა­ზე - "ოც­ნე­ბას­თან" ერ­თად აგებთ პა­სუხს ყვე­ლა­ფერ­ზე!" - წერს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გი­ორ­გი მი­ქა­ძე.

კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ვახ­ტანგ ბე­რე­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო, რო­მე­ლიც მისი თქმით, მკლა­ვი­დან ამო­უ­ღეს ექი­მებ­მა.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ეს რე­ზი­ნის ტყვია, სა­ხელ­წო­დე­ბით - stabili shock rubber slug, რო­გორც წესი აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მას გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხის­შემ­ცველ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში იყე­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად, დიდი ტა­ნის ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და ა.შ. უცხო­ურ მე­დი­ა­ში იძებ­ნე­ბა მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით ამ ტყვი­ებს ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლაც შე­უძ­ლია, გა­აჩ­ნია მან­ძილს, ია­რაღს, ტან­საც­მლის სის­ქეს და ა.შ.

ამა­ვე რე­ზი­ნის ტყვი­ით მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ლიკა ალე­ლიშ­ვილ­მა. მან სხე­უ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი რე­ზი­ნის ტყვი­ის ფოტო და პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა:

"ახლა კარ­გად ვარ. გა­დავ­რჩი, რომ არ­ტე­რი­ას აცდა ტყვია რა­დე­ნი­მე მი­ლი­მეტ­რით. დღეს გა­ვი­გე, რომ ნერ­ვი და­მი­ზი­ა­ნა, მაგ­რამ ესეც გა­ივ­ლის... ვრჩე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და ფე­ხი­დან აი, ეს ტყვია ამო­მი­ღეს, რო­მე­ლიც მე პი­რა­დად, პირ­ვე­ლად ვნა­ხე", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

კომ­პე­ტე­ნე­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის­თვის AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და კრი­მი­ნო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს გი­ორ­გი ღლონტს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს კონ­კრე­ტუ­ლი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვის დროს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია.

"ზო­გა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მრგვა­ლი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი, რო­მე­ლიც გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ეს კონ­კრე­ტუ­ლი ტყვი­ე­ბი. თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რე­ზი­ნის ტყვია რაც უფრო დი­დია, მით მე­ტად ნაკ­ლე­ბია სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბის რის­კი.

დიდი ზო­მის ტყვი­ას გავ­რცე­ლე­ბის უფრო ნაკ­ლე­ბი სიჩ­ქა­რე აქვს, სხე­ულ­შიც ძნე­ლად აღ­წევს და ის უფრო მე­ტად გა­რეგ­ნულ და­ზი­ა­ნე­ბებს იწ­ვევს. თუმ­ცა, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია და თუ ახლო დის­ტან­ცი­ით იქ­ნე­ბა ნას­რო­ლი, უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია. ნე­ბის­მი­ე­რი რე­ზი­ნის ტყვი­ის სა­ხე­ში, თვა­ლის არე­ში სრო­ლას, შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ის და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გი რაც ვნა­ხეთ - ადა­მი­ა­ნებ­მა და­კარ­გეს თვა­ლი" - ამ­ბობს გი­ორ­გი ღლონ­ტი.

ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბით, გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ძა­ლას გა­და­ა­მე­ტეს. ღლონ­ტის თქმით, სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლეს, სა­მა­გა­ლი­თოდ და­ი­სა­ჯონ.

"მარ­თა­ლია, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც ძა­ლა­დობ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე, თუმ­ცა მე პი­რა­დად ვნა­ხე კად­რე­ბი, რო­გორ ეს­როდ­ნენ და­მიზ­ნე­ბით პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს. არ იყო ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს უნდა გა­მო­ეყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ეხ­დი­ნა და არა ასე­თი მე­თო­დე­ბით გას­წო­რე­ბო­და დე­მონ­სტრან­ტებს. და თუ გა­მო­ი­ყე­ნეს ეს ტყვი­ე­ბი, უნდა ეს­რო­ლათ ფე­ხებ­ში და არა და­მიზ­ნე­ბით. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს, რომ თვალ­ში ეს­რო­ლეს ადა­მი­ანს?!“ - დას­ძენს კრი­მი­ნო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას და მი­იჩ­ნევს, რომ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა აიკ­რძლოს:

„ვნა­ხეთ, რა შე­დე­გე­ბი მოყ­ვე­ბა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­დე­საც არ იცი­ან მისი სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა. ევ­რო­პის უამ­რავ ქვე­ყა­ნა­შია აკ­რძა­ლუ­ლი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი. არ­სე­ბობს სხვა ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ აქ­ცია და­შა­ლო სწრა­ფად და უსაფრ­თხოდ. მა­გა­ლი­თად წყლის ჭავ­ლი - ნა­კადს ისე­თი ძალა აქვს, რომ ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია, სხვა­დას­ხვა ცრემლსა­დე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ასე­ვე, არ­სე­ბობს და­ნად­გა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ისეთ აუ­ტა­ნელ ხმებს გა­მოს­ცე­მენ, რომ იქ გა­ჩე­რე­ბა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, ასე­ვე მკვეთ­რი სუ­ნის გამ­შვე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტე­ბი ა.შ. კი­დევ კარ­გი რომ მსხვერ­პლი არ მოჰ­ყვა ამ მოვ­ლე­ნებს, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და იქ ვინ­მე და­ღუ­პუ­ლი­ყო, რა­საც მე ვუ­ყუ­რე, რო­გორ ათ­რევ­დნენ ადა­მი­ა­ნებს", - აღ­ნიშ­ნა ღლონტმა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

იყო თუ არა აქ­ცი­ის ამ ფორ­მე­ბით დაშ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და გა­და­ა­მე­ტეს თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას - AMBEBI.GE-მ შე­ფა­სე­ბა სამ­ხედ­რო ექ­სპერტს ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძეს სთხო­ვა.

"ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა და­ი­წყო მო­მი­ტინ­გე­თა იმ ჯგუფ­მა, რო­მელ­მაც რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს პარ­ლა­მენ­ტში შეღ­წე­ვა, თავს ეს­ხმოდ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლებს, არ­თმევ­დნენ ფა­რებს, აყე­ნებ­დნენ პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფებს, ურტყამ­დნენ სა­რეკ­ლა­მო და­ფებს და ა.შ. ეს ძა­ლა­დო­ბე­ბი დაგ­მო სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, სა­ი­ამ, სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, ასე­ვე ბევ­რმა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ. არ შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხი მი­იყ­ვა­ნო მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ა­ზე და მის ზურგს უკან გა­დახ­ვი­დე ძა­ლა­დო­ბა­ზე. პო­ლი­ცი­ამ დიდ­ხანს ით­მი­ნა...

ამი­ტომ, გა­და­მე­ტე­ბის ნაც­ვლად გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი სხვა ფრა­ზას - მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას, რამ­დე­ნად იყო ბო­ლომ­დე დევ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. მე პი­რა­დად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ვი­ღებ­დი. თუმ­ცა, როცა მო­ქა­ლა­ქე­თა ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სცდე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სტან­დარ­ტებს, პრო­ცე­სე­ბი უკვე სხვა ფორ­მატ­ში გა­და­დის.

თუ აქ ვსა­უბ­რობთ მმარ­თვე­ლი ძა­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, არა­ნაკ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. როცა ითხოვ პო­ლი­ცი­ის­გან გა­მაფრ­თხი­ლე და მერე მეს­რო­ლეო, ხალ­ხიც უნდა გა­აფრ­თხი­ლო, რომ ვი­წყებთ პარ­ლა­მენ­ტის შტურმს და ვინც არ იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­ე­რი­დეთ-თქო" - აღ­ნიშ­ნა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ლუქ­ვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

რას ყვებიან აქციის დარბევისას დაშავებულები და გამოიყენა თუ არა სპეცრაზმმა აკრძალული ტყვიები

რას ყვებიან აქციის დარბევისას დაშავებულები და გამოიყენა თუ არა სპეცრაზმმა აკრძალული ტყვიები

20 ივნისის ღამის აქციის დარბევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის 80 პოლიციელია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუას თქმით, უმრავლეს შემთხვევაში დაშავებულებს აღენიშნებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. მისივე თქმით, ორმა ადამიანმა შემთხვევის შედეგად თვალი დაკარგა.

ფოტოგრაფი გურამ მურადოვი ერთ-ერთია, ვინც დარბევის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო. ის გუშინ აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ფოტოებს იღებდა, როცა სპეცრაზმელებმა აქციის დარბევა დაიწყეს და მონაწილეებმა თავს გაქცევით უშველეს.

მურადოვმა AMBEBI.GE-ს გამოუგზავნა სამედიცინო დაწესებულებაში გადაღებული ფოტო, რომელზეც ასახულია ის დაზიანებები, რაც მას სხეულზე აღენიშნება. ფოტოგრაფს ზურგზე რეზინის ტყვიების კვალი აქვს, თუმცა არ იცის, რა ტიპის ტყვიები მოხვდა.

"მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები რა ტყვიები მომხვდა, თუმცა საკმაოდ ბევრი ჭრილობა მაქვს ზურგზე და ერთი ხელზე. ჯანმრთელობას რაც შეეხება, პირველადი ანალიზები კარგი იყო, ახლა ველოდები განმეორებით ანალიზების პასუხებს" - გვითხრა მურადოვმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე გიორგი მიქაძე, რომელიც გუშინდელ აქციაზე დააკავეს, სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. სახეზე დაზიანების კვალის ამსახველი ფოტო მიქაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტთან ერთად განათავსა:

"შუბლი მაქვს გაბზარული, დაკავების შემდეგ დამასაჩუქრეს... ოღონდ ვინმე დაეთრიათ, არ ითვალისწინებდნენ მოტივი ქონდათ თუ არა. იმ დროს როცა მორიგი პოლიციელის გამოთრევას ცდილობდა ხალხი, მოვყევი ჭყლეტვაში და რამდენიმე კარგად ნაჭამმა ძაღლმა შემითრია... შევეწინააღმდეგე მაგრამ აზრი აღარ ქონდა - როგორც კი კამერებს დავშორდი, ტიპებმა ისე დამიშვეს, რომ რაღაც მომენტში გავითიშე, აზრზე რომ მოვედი, მიმათრევდნენ სახით ქვევით და ამ დროს მომხვდა ვიღაც სპეცრაზმელის ჩექმა...

შედეგი მარტივად გასაგებ ენაზე - შუბლის ძვლის მოტეხილობა, შეშუპებისგან დახუჭული თვალი და სისხლჩაქცევები სახის და თავის მარჯვენა ნაწილში...

არ ვცდილობ ვიწუწუნო, ჩემი ფეხით შევედი განყოფილებაშიც და საავადმყოფოშიც, უბრალოდ მინდა ყველა ადამიანს გავაგებინო რომ 2019 წლის 21 ივნისის ღამეს, "ქართულმა ოცნებამ" დედა მო... ხალხს, ჩაგვაფურთხა სულშიც და ქართველობაშიც... ორი სიტყვით ნაცმოძრაობაზეც - ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ყველა, ვინც კი იქ ხალხი დაგაზეთ შეტევაზე - "ოცნებასთან" ერთად აგებთ პასუხს ყველაფერზე!" - წერს დაზარალებული გიორგი მიქაძე.

კიდევ ერთი დაზარალებულია გუშინდელი აქციის მონაწილე ვახტანგ ბერეკაშვილი, რომელმაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა პლასტმას-კაუჩუკის ტყვიის ამსახველი ფოტო, რომელიც მისი თქმით, მკლავიდან ამოუღეს ექიმებმა.

პოსტის კომენტარებში გამოითქვა მოსაზრებები, რომ კონკრეტულად ეს რეზინის ტყვია, სახელწოდებით - stabili shock rubber slug, როგორც წესი აქციის დაშლის დროს არ გამოიყენება და მას განსაკუთრებით საფრთხისშემცველ სიტუაციებში იყენებენ, მაგალითად, დიდი ტანის ცხოველების შესაჩერებლად და ა.შ. უცხოურ მედიაში იძებნება მასალები, რომელთა მიხედვით ამ ტყვიებს ადამიანის მოკვლაც შეუძლია, გააჩნია მანძილს, იარაღს, ტანსაცმლის სისქეს და ა.შ.

ამავე რეზინის ტყვიით მიიღო დაზიანება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა ლიკა ალელიშვილმა. მან სხეულიდან ამოღებული სისხლიანი რეზინის ტყვიის ფოტო და პოსტი გაავრცელა:

"ახლა კარგად ვარ. გადავრჩი, რომ არტერიას აცდა ტყვია რადენიმე მილიმეტრით. დღეს გავიგე, რომ ნერვი დამიზიანა, მაგრამ ესეც გაივლის... ვრჩები საავადმყოფოში, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად, პირველად ვნახე", - წერს ჟურნალისტი.

კომპეტენეტური შეფასებისთვის AMBEBI.GE დაუკავშირდა კრიმინოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ღლონტს. როგორც მან აღნიშნა, ეს კონკრეტული რეზინის ტყვიები დემონსტრაციების დარბევის დროს ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე გამოიყენება, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

"ზოგადად გავრცელებულია მრგვალი რეზინის ტყვიები, რომელიც გარშემოწერილობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს კონკრეტული ტყვიები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რეზინის ტყვია რაც უფრო დიდია, მით მეტად ნაკლებია სიცოცხლისათვის საშიში დაზიანების მიღების რისკი.

დიდი ზომის ტყვიას გავრცელების უფრო ნაკლები სიჩქარე აქვს, სხეულშიც ძნელად აღწევს და ის უფრო მეტად გარეგნულ დაზიანებებს იწვევს. თუმცა, ძალიან მტკივნეულია და თუ ახლო დისტანციით იქნება ნასროლი, უკიდურესად საშიშია. ნებისმიერი რეზინის ტყვიის სახეში, თვალის არეში სროლას, შეუძლია გამოიწვიოს ის დამანგრეველი შედეგი რაც ვნახეთ - ადამიანებმა დაკარგეს თვალი" - ამბობს გიორგი ღლონტი.

ექსპერტის მოსაზრებით, გუშინდელ აქციაზე სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს. ღლონტის თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პოლიციელები, რომლებმაც საკუთარ მოქალაქეებს დამიზნებით ესროლეს, სამაგალითოდ დაისაჯონ.

"მართალია, აქციის მონაწილეებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე, თუმცა მე პირადად ვნახე კადრები, როგორ ესროდნენ დამიზნებით პოლიციელები მოქალაქეებს. არ იყო ამის საჭიროება. სახელმწიფოს უნდა გამოეყვანა პოლიციელები უფრო დიდი რაოდენობით და ფიზიკური ძალის მობილიზება მოეხდინა და არა ასეთი მეთოდებით გასწორებოდა დემონსტრანტებს. და თუ გამოიყენეს ეს ტყვიები, უნდა ესროლათ ფეხებში და არა დამიზნებით. როგორ მოახერხეს, რომ თვალში ესროლეს ადამიანს?!“ - დასძენს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი AMBEBI.GE-სთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება უნდა აიკრძლოს:

„ვნახეთ, რა შედეგები მოყვება რეზინის ტყვიების გამოყენებას, როდესაც არ იციან მისი სწორი გამოყენება. ევროპის უამრავ ქვეყანაშია აკრძალული რეზინის ტყვიები. არსებობს სხვა ბევრი საშუალება, რომ აქცია დაშალო სწრაფად და უსაფრთხოდ. მაგალითად წყლის ჭავლი - ნაკადს ისეთი ძალა აქვს, რომ ძალიან ეფექტურია, სხვადასხვა ცრემლსადენი საშუალებები.

ასევე, არსებობს დანადგარები, რომლებიც ისეთ აუტანელ ხმებს გამოსცემენ, რომ იქ გაჩერება უბრალოდ შეუძლებელი ხდება, ასევე მკვეთრი სუნის გამშვები სპეციალური აპარატები ა.შ. კიდევ კარგი რომ მსხვერპლი არ მოჰყვა ამ მოვლენებს, თავისუფლად შეიძლებოდა იქ ვინმე დაღუპულიყო, რასაც მე ვუყურე, როგორ ათრევდნენ ადამიანებს", - აღნიშნა ღლონტმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

იყო თუ არა აქციის ამ ფორმებით დაშლის აუცილებლობა და გადაამეტეს თუ არა სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას - AMBEBI.GE-მ შეფასება სამხედრო ექსპერტს ამირან სალუქვაძეს სთხოვა.

"ძალის გადამეტება დაიწყო მომიტინგეთა იმ ჯგუფმა, რომელმაც რამდენჯერმე სცადეს პარლამენტში შეღწევა, თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ართმევდნენ ფარებს, აყენებდნენ პირად შეურაცხყოფებს, ურტყამდნენ სარეკლამო დაფებს და ა.შ. ეს ძალადობები დაგმო სახალხო დამცველმა, საიამ, სხვა ორგანიზაციებმა, ასევე ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ. არ შეიძლება ხალხი მიიყვანო მშვიდობიან აქციაზე და მის ზურგს უკან გადახვიდე ძალადობაზე. პოლიციამ დიდხანს ითმინა...

ამიტომ, გადამეტების ნაცვლად გამოვიყენებდი სხვა ფრაზას - მიზანშეწონილობას, რამდენად იყო ბოლომდე დევნის აუცილებლობა. მე პირადად ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. თუმცა, როცა მოქალაქეთა ძალადობის შემდეგ, საპროტესტო აქცია სცდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს, პროცესები უკვე სხვა ფორმატში გადადის.

თუ აქ ვსაუბრობთ მმართველი ძალის პასუხისმგებლობაზე, არანაკლები პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს. როცა ითხოვ პოლიციისგან გამაფრთხილე და მერე მესროლეო, ხალხიც უნდა გააფრთხილო, რომ ვიწყებთ პარლამენტის შტურმს და ვინც არ იღებთ მონაწილეობას, გაერიდეთ-თქო" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში სალუქვაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ