საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გადაიფორმა "ნაცმოძრაობა" - ექსპერტები გუშინდელი აქციის დარბევასა და მოვლენების სამომავლო სცენარზე
"ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გადაიფორმა "ნაცმოძრაობა" - ექსპერტები გუშინდელი აქციის დარბევასა და მოვლენების სამომავლო სცენარზე

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გუ­შინ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ი­ფორ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. ის არის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე ყვე­ლა იმ მან­კი­ე­რე­ბის, რაც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ახა­სი­ა­თებ­და, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც გა­სულ ღა­მით თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სა.

ექ­სპერ­ტის თქმით, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ მო­ა­ხერ­ხა იმ სა­კი­თხზეც კი, რო­მელ­ზეც სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სი არ­სე­ბობ­და, ის ქმე­დე­ბე­ბი არ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, რაც მოხ­და.

„პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ და სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სი იყო ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის სა­კი­თხის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, ამ სა­კი­თხზეც კი მო­ა­ხერ­ხეს და რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ჩა­ა­ტა­რეს. მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორი­ვე მხა­რეს აქვს, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძი­რი­თა­დად მა­ინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა, რო­მელ­მაც სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სის პი­რო­ბებ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბით სცე­მა ხალ­ხი. გა­სა­გე­ბია, და­შა­ლეს აქ­ცია, მაგ­რამ შემ­დეგ დევ­ნა და ცემა-ტყე­პა უკვე იყო უპა­ტი­ე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პრობ­ლე­მა, რო­გორც „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, ასე­ვე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში­ცაა“, რომ­ლე­ბიც მისი თქმით, სიმ­ბი­ო­ზად იქ­ცნენ.

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გუ­შინ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ი­ფორ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, თქვა, რომ ის არის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე ყვე­ლა იმ მან­კი­ე­რე­ბის, რაც ახა­სი­ა­თებ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“. შე­სა­ბა­მი­სად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის ამ მან­კი­ერ სიმ­ბი­ოზ­ზე. ეს არის აშ­კა­რა სიმ­ბი­ო­ზი, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნე­თით იკ­ვე­ბე­ბა და მძევ­ლად ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი მთე­ლი ქვე­ყა­ნა. სიმ­ბი­ო­ზის გა­ყო­ფა თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ის მთლი­ა­ნად უნდა მო­ი­შო­რო. ეს არის სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი. რო­დის მო­ა­ხერ­ხებს ამას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, დას­რულ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მოს­თხო­ვოს პა­სუ­ხი პო­ლი­ტი­კუ­რად მა­თაც, ვინც ამ პრო­ვო­ცი­რე­ბას ხელი შე­უ­წყო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ეს ვან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბა გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გა­სულ ღა­მით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

რო­გორც ძა­ბი­რა­ძე აცხა­დებს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრობ­ლე­მა სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უთ­ვლე­ლო­ბაა, რო­მელ­მაც თავი ბოლო დღე­ებ­შიც იჩი­ნა.

„რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რი­ლოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს, აქ ორი აზრი არ არის და ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ ეს იყო ძა­ლი­ან ცუდი მოვ­ლე­ნა. სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მოხ­და. ვინ არის კონ­კრე­ტუ­ლად დამ­ნა­შა­ვე, ამის თქმა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა. ზო­გა­დად, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მუ­დამ აქვს პრობ­ლე­მა გა­უთ­ვლე­ლო­ბის, ჯერ რა­ღა­ცას აკე­თებს და შემ­დეგ იწყებს ფიქ­რს. მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სინ­დის­ზეა. არ არ­სე­ბობს სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც სა­კუ­თარ ხალ­ხს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ენით უნდა ესა­უბ­როს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია დას­რულ­და და რამ­დენ ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს სხვა თე­მაა. იყო პრო­ვო­ცი­რე­ბაც. ნე­იტ­რა­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პა­სუ­ხი უნდა მოვ­თხო­ვოთ პო­ლი­ტი­კუ­რად მა­თაც, ვინც ამ პრო­ვო­ცი­რე­ბას ხელი შე­უ­წყო, ვინც მო­უ­წო­და ადა­მი­ა­ნებს, რომ შე­სუ­ლიყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში და მით მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს ვან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბა გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა. თუ ჩვენ ამას თვალს არ გა­ვუს­წო­რებთ, კი­დევ მრა­ვალ­ჯერ აღ­მოვ­ჩნდე­ბით შარ­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ პრო­ვო­ცი­რე­ბით ხელ­ში ჩა­იგ­დონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. იქ აქ­ცია სხვაგ­ვა­რად მი­დი­ო­და და მხო­ლოდ ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მო­წო­დე­ბე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო მან სხვა გაგ­რძე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლის ნაკ­ლე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც შე­ეძ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა.

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ეძ­ლო ნაკ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და­ე­შა­ლა მი­ტინ­გი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე ეკის­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და იმა­საც, ვინც პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მო­წო­დე­ბე­ბით გა­მო­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ვერ­სი­ა­ცაა, რომ ის, რაც რუს­თა­ველ­ზე მოხ­და, ვგუ­ლის­ხმობ დარ­ბე­ვას, ხელს აძ­ლევ­და, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­ის იმ ნა­წილს, ვინც პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან არც ერთს არ აქვს იმე­დი, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გზით შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და მე­ო­რემ მო­ი­პო­ვოს“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

ექ­სპერტს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სავ­ლად, პირ­ველ რიგ­ში, სი­ტუ­ა­ცი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნად გაგ­რძე­ლე­ბა ესა­ხე­ბა, თუმ­ცა დას­ძენს, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის შექ­მნა სწო­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

„პირ­ველ რიგ­ში დღეს და­ა­ნონ­სე­ბულ­მა აქ­ცი­ამ უნდა ჩა­ი­ა­როს მშვი­დო­ბი­ა­ნად და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ უნდა ეცა­დოს აღ­კვე­თოს მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია. შემ­დეგ უნდა და­ი­წყოს დად­გე­ნა, ვინ რა გა­ა­კე­თა და რო­გორ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­იქ­მნას სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნო­ბა­ში შე­ის­წავ­ლის ამ პრობ­ლე­მას. ეს არის ამ წუთ­ში გა­მო­სა­ვა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

გუ­შინ გავ­ნით­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს ასე­ვე ექ­სპერ­ტი გია ნო­დია:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ორ­ჯერ გა­მო­ის­ვა ყელ­ში დანა: ჯერ გავ­რი­ლო­ვის პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ჩას­მით, მერე იმით, თუ რო­გორ და­შა­ლა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია.

დიახ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქ­ცი­ის დაშ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და. დიახ, ნიკა მე­ლი­ას მო­წო­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეჭ­რის­კენ იყო სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და მას გა­მარ­თლე­ბა არა აქვს. დიახ, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა არის და­უშ­ვე­ბე­ლი.

2007 წლის 7 ნო­ემ­ბერ­საც და, მი­თუ­მე­ტეს, 2011 წლის 26 მა­ის­საც იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლის ლე­გა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და. მაგ­რამ ამის გა­კე­თე­ბა მას სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ ფა­სად და­უჯ­და. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სპი­კე­რებ­მა და მომ­ხრე­ებ­მა ის დაშ­ლე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უპა­ტი­ე­ბელ და­ნა­შა­უ­ლად ჩა­უთ­ვა­ლეს. ახლა თვი­თონ უა­რე­სი გა­ა­კე­თეს.

ამ შემ­თხე­ვა­ში, თვი­თონ დაშ­ლის პრო­ცე­სი იყო, ერთი მხრივ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, მე­ო­რეს მხრივ კი, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი სი­სას­ტი­კის მა­გა­ლი­თი. რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გა­მარ­თლე­ბა იმით, რომ ის ნამ­დვილ ტყვი­ებს ჯო­ბია. მაგ­რამ ეს გა­მარ­თლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ობ­დეს მხო­ლოდ იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თის იმ­წა­მი­ე­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რის საფრ­თხე აღარ არის და მა­ინც რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით დას­დევ ხალ­ხს ქუ­ჩებ­სა და სკვე­რებ­ში, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­მით გა­ა­მარ­თლო.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­რა­ლუ­რი ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის ის ნარ­ჩე­ნე­ბიც და­კარ­გა, რაც ჰქონ­და. მაგ­რამ ეს სი­ხა­რუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა იყოს - ეს ქვეყ­ნის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის უდი­დე­სი საფრ­თხეა. ქვე­ყა­ნას ლე­გი­ტი­მუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი ყვე­ლას სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სია პრო­ცე­სე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია.

ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ეს უნდა ნიშ­ნავ­დეს სა­დღაც შე­ვარ­დნის და რა­ღა­ცის და­კა­ვე­ბის ცდუ­ნე­ბა­ზე უა­რის თქმას. ცდუ­ნე­ბა არ­სე­ბობს, თით­ქოს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მო­მენ­ტია, მაგ­რამ კარ­გი ამას არა­ფე­რი მოყ­ვე­ბა.

მე­ო­რეს მხრივ, მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ცაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც. ოღონდ სრუ­ლი­ად არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, რომ მათ რო­მე­ლი­მე ერთი პარ­ტია მო­ექ­ცეს სა­თა­ვე­ში (თუნ­დაც ამ წუთ­ში „კო­ა­ლი­ცია“ ერ­ქვას). ვიცი, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ წამ­ყვან­მა პარ­ტი­ებ­მა სიმ­წი­ფე უნდა აჩ­ვე­ნონ იმით, რომ ქმე­დე­ბე­ბის რა­ღაც გეგ­მა­ზე შე­თან­ხმდნენ, რაც რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის­თვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი - მათ შო­რის იმ არა­პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბით­ვი­საც, ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც გუ­შინ­დე­ლი აქ­ცია სა­ერ­თოდ შედ­გა.

კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას. 2007 წელს პრე­ზი­დენ­ტი გა­დად­გა - ახლა ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან არა­ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რი ვერ გა­დად­გე­ბა. კო­ბა­ხი­ძის და გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ უკვე არა­საკ­მა­რი­სი.

რაკი სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წესი არის ის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე თუ ისე აერ­თი­ა­ნებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­თან­ხმდეს.

არ ვიცი, ესეც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა თუ არა, რომ საქ­მეს ეშ­ვე­ლოს, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი კია".

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გადაიფორმა "ნაცმოძრაობა" - ექსპერტები გუშინდელი აქციის დარბევასა და მოვლენების სამომავლო სცენარზე

"ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გადაიფორმა "ნაცმოძრაობა" - ექსპერტები გუშინდელი აქციის დარბევასა და მოვლენების სამომავლო სცენარზე

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საბოლოოდ გადაიფორმა „ნაციონალური მოძრაობა“. ის არის სამართალმემკვიდრე ყველა იმ მანკიერების, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომელმაც გასულ ღამით თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ექსპერტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა იმ საკითხზეც კი, რომელზეც სრული კონსენსუსი არსებობდა, ის ქმედებები არ განეხორციელებინა, რაც მოხდა.

„პოლიტიკური კონტექსტი წარმოუდგენელია, რადგან ფაქტობრივად, ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა მხარეები შეთანხმდნენ და სრული კონსენსუსი იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საკითხის შინაარსთან დაკავშირებით. თუმცა, ამ საკითხზეც კი მოახერხეს და რაღაც საშინელება ჩაატარეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აქვს, თუმცა საბოლოო ჯამში, ასეთ სიტუაციებზე პასუხისმგებლობა ძირითადად მაინც ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც სრული კონსენსუსის პირობებში ვერ მოახერხა სწორი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა. საბოლოოდ, ხელისუფლებამ ფორმალური მიზეზებით სცემა ხალხი. გასაგებია, დაშალეს აქცია, მაგრამ შემდეგ დევნა და ცემა-ტყეპა უკვე იყო უპატიებელი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, პრობლემა, როგორც „ქართულ ოცნებაში“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობაშიცაა“, რომლებიც მისი თქმით, სიმბიოზად იქცნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საბოლოოდ გადაიფორმა „ნაციონალური მოძრაობა“, თქვა, რომ ის არის სამართალმემკვიდრე ყველა იმ მანკიერების, რაც ახასიათებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის ამ მანკიერ სიმბიოზზე. ეს არის აშკარა სიმბიოზი, რომელიც ერთმანეთით იკვებება და მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი ქვეყანა. სიმბიოზის გაყოფა თუ შეუძლებელია, ის მთლიანად უნდა მოიშორო. ეს არის სწორი გამოსავალი. როდის მოახერხებს ამას ქართული საზოგადოება, არ ვიცი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, დასრულდა. საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს პასუხი პოლიტიკურად მათაც, ვინც ამ პროვოცირებას ხელი შეუწყო და ხელისუფლებას მისცა საშუალება ეს ვანდალური ქმედება გაემართლებინა, - ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გასულ ღამით, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ძაბირაძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ პრობლემა სიტუაციის გაუთვლელობაა, რომელმაც თავი ბოლო დღეებშიც იჩინა.

„რაც შეეხება გავრილოვთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე პროცესს, აქ ორი აზრი არ არის და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს იყო ძალიან ცუდი მოვლენა. სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა. ვინ არის კონკრეტულად დამნაშავე, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი. „ქართულ ოცნებას“ მუდამ აქვს პრობლემა გაუთვლელობის, ჯერ რაღაცას აკეთებს და შემდეგ იწყებს ფიქრს. მთელი ეს პროცესი ხელისუფლების სინდისზეა. არ არსებობს სიტუაცია, როდესაც საკუთარ ხალხს საქართველოს ხელისუფლება ამ ენით უნდა ესაუბროს. „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია დასრულდა და რამდენ ხანს შეინარჩუნებს ხელისუფლებას, ეს სხვა თემაა. იყო პროვოცირებაც. ნეიტრალურმა საზოგადოებამ პასუხი უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკურად მათაც, ვინც ამ პროვოცირებას ხელი შეუწყო, ვინც მოუწოდა ადამიანებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში და მით მისცა საშუალება ხელისუფლებას, ეს ვანდალური ქმედება გაემართლებინა. თუ ჩვენ ამას თვალს არ გავუსწორებთ, კიდევ მრავალჯერ აღმოვჩნდებით შარში. ადამიანები ცდილობენ პროვოცირებით ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. იქ აქცია სხვაგვარად მიდიოდა და მხოლოდ ასეთი პროვოკაციული მოწოდებების შემდეგ მიიღო მან სხვა გაგრძელება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლებას ძალის ნაკლები გამოყენებითაც შეეძლო მოქალაქეები შეეჩერებინა.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას შეეძლო ნაკლები დაზიანებებით დაეშალა მიტინგი. პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება ხელისუფლებასაც და იმასაც, ვინც პროვოკაციული მოწოდებებით გამოვიდა. სამწუხაროდ, ასეთი ვერსიაცაა, რომ ის, რაც რუსთაველზე მოხდა, ვგულისხმობ დარბევას, ხელს აძლევდა, როგორც ხელისუფლებას, ასევე, ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც პროვოცირებაში მიიღო მონაწილეობა, რადგან არც ერთს არ აქვს იმედი, რომ არჩევნების გზით შეიძლება ერთმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და მეორემ მოიპოვოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად, პირველ რიგში, სიტუაციის მშვიდობიანად გაგრძელება ესახება, თუმცა დასძენს, რომ საბოლოო ჯამში, საპარლამენტო კომისიის შექმნა სწორი ნაბიჯი იქნება.

„პირველ რიგში დღეს დაანონსებულმა აქციამ უნდა ჩაიაროს მშვიდობიანად და ხელისუფლება არ უნდა ეცადოს აღკვეთოს მშვიდობიანი აქცია. შემდეგ უნდა დაიწყოს დადგენა, ვინ რა გააკეთა და როგორ. აუცილებელია, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მთლიანობაში შეისწავლის ამ პრობლემას. ეს არის ამ წუთში გამოსავალი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

გუშინ გავნითრებულ მოვლენებს აფასებს ასევე ექსპერტი გია ნოდია:

"ხელისუფლებამ ორჯერ გამოისვა ყელში დანა: ჯერ გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასმით, მერე იმით, თუ როგორ დაშალა საპროტესტო აქცია.

დიახ, ხელისუფლებას აქციის დაშლის საფუძველი ჰქონდა. დიახ, ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში შეჭრისკენ იყო სრულიად უპასუხისმგებლო და მას გამართლება არა აქვს. დიახ, პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი.

2007 წლის 7 ნოემბერსაც და, მითუმეტეს, 2011 წლის 26 მაისსაც იმდროინდელ ხელისუფლებას აქციების დაშლის ლეგალური საფუძველი ჰქონდა. მაგრამ ამის გაკეთება მას სერიოზულ პოლიტიკურ ფასად დაუჯდა. ამ ხელისუფლების სპიკერებმა და მომხრეებმა ის დაშლები წინა ხელისუფლებას უპატიებელ დანაშაულად ჩაუთვალეს. ახლა თვითონ უარესი გააკეთეს.

ამ შემთხევაში, თვითონ დაშლის პროცესი იყო, ერთი მხრივ, არაპროფესიონალიზმის, მეორეს მხრივ კი, გაუმართლებელი სისასტიკის მაგალითი. რეზინის ტყვიების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმით, რომ ის ნამდვილ ტყვიებს ჯობია. მაგრამ ეს გამართლება შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დანაშაულის აღკვეთის იმწამიერი აუცილებლობა არსებობს. როდესაც პარლამენტის შენობაში შეჭრის საფრთხე აღარ არის და მაინც რეზინის ტყვიებით დასდევ ხალხს ქუჩებსა და სკვერებში, ეს შეუძლებელია რამით გაამართლო.

ხელისუფლებამ მორალური ლეგიტიმურობის ის ნარჩენებიც დაკარგა, რაც ჰქონდა. მაგრამ ეს სიხარულის საფუძველი არ უნდა იყოს - ეს ქვეყნისთვის, სახელმწიფოებისთვის უდიდესი საფრთხეა. ქვეყანას ლეგიტიმური ძალაუფლება სჭირდება. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება, თუმცა ეს ძალიან ძნელია.

ოპოზიციის მხრიდან ეს უნდა ნიშნავდეს სადღაც შევარდნის და რაღაცის დაკავების ცდუნებაზე უარის თქმას. ცდუნება არსებობს, თითქოს რევოლუციური მომენტია, მაგრამ კარგი ამას არაფერი მოყვება.

მეორეს მხრივ, მშვიდობიანი მასობრივი პროტესტი გამართლებულიცაა და აუცილებელიც. ოღონდ სრულიად არაპროდუქტიული იქნება, რომ მათ რომელიმე ერთი პარტია მოექცეს სათავეში (თუნდაც ამ წუთში „კოალიცია“ ერქვას). ვიცი, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ წამყვანმა პარტიებმა სიმწიფე უნდა აჩვენონ იმით, რომ ქმედებების რაღაც გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იქნება მისაღები - მათ შორის იმ არაპარტიული აქტივისტებითვისაც, ვისი ინიციატივითაც გუშინდელი აქცია საერთოდ შედგა.

კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯები უნდა გადადგას. 2007 წელს პრეზიდენტი გადადგა - ახლა ეს შეუძლებელია, რადგან არაფორმალური ლიდერი ვერ გადადგება. კობახიძის და გახარიას გადადგომა აუცილებელია, მაგრამ უკვე არასაკმარისი.

რაკი სრულად პროპორციული არჩევნების წესი არის ის, რაც საზოგადოებას ასე თუ ისე აერთიანებს, ხელისუფლება ამას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს.

არ ვიცი, ესეც საკმარისი იქნება თუ არა, რომ საქმეს ეშველოს, მაგრამ აუცილებელი კია".

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები