პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სპეცრაზმელი, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებს და რა აკავშირებდა მასთან ბაჩო ახალაიას
ვინ არის სპეცრაზმელი, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებს და რა აკავშირებდა მასთან ბაჩო ახალაიას

"ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს სპეც­რაზ­მე­ლი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის ია­რა­ღით, რო­მელ­საც ოპე­რა­ტორს უმიზ­ნებს. "რუს­თა­ვი 2"-ის ოპე­რა­ტო­რის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს სპეც­რაზ­მე­ლის სახე, რად­გან მას ნი­ღა­ბი არ უკე­თია. სპეც­რაზ­მე­ლი სი­ცი­ლით უმიზ­ნებს ია­რაღს ოპე­რა­ტორს და მას შემ­დეგ, რაც გვერ­დით მდგო­მი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ია­რაღს გა­ა­წე­ვი­ნებს, ჰა­ერ­ში ის­ვრის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლია. ის შსს-ს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2004 წლი­დან მუ­შა­ობს. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და მხარ­ში და­იჭ­რა. ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რია.

AMBEBI.GE-მ მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა. ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ში. კერ­ძოდ, ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ყო­ფილ შს მი­ნისტრს ბრა­ლი 2013 წლის 1 მარტს წა­რუდ­გი­ნეს.

ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2012 წლის 18 აგ­ვის­ტოს, ანუ მა­შინ, როცა ახა­ლა­ია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, მან შე­ი­ტყო, რომ შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: თე­ი­მუ­რაზ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ჟვა­ნია, და­ვით ბაგ­რა­ტიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ედი­შე­რაშ­ვი­ლი, სამ­ველ ბა­ზო­ი­ა­ნი და არ­სენ მკრტუ­მი­ა­ნი თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მათი დამ­ცი­რე­ბა გა­და­წყვი­ტა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.

ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ გა­ნიზ­რა­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო მათი დას­ჯა-წა­მე­ბა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, რა­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­უ­კე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა. მან ბრძა­ნე­ბა გას­ცა, სას­წრა­ფოდ შე­ეკ­რი­ბათ პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა. ბა­ზა­ზე მის­ვლი­სას, მან და­ამ­ცი­რა ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი - უწო­და მას მო­ღა­ლა­ტე, პინგვი­ნი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო მი­ა­ყე­ნა ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ახა­ლა­ია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2013 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე გა­მარ­თლდა.

ავტორი:

ვინ არის სპეცრაზმელი, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებს და რა აკავშირებდა მასთან ბაჩო ახალაიას

ვინ არის სპეცრაზმელი, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებს და რა აკავშირებდა მასთან ბაჩო ახალაიას

"ფეისბუქში" ვრცელდება კადრები, რომელზეც ჩანს სპეცრაზმელი ცრემლსადენი გაზის იარაღით, რომელსაც ოპერატორს უმიზნებს. "რუსთავი 2"-ის ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს სპეცრაზმელის სახე, რადგან მას ნიღაბი არ უკეთია. სპეცრაზმელი სიცილით უმიზნებს იარაღს ოპერატორს და მას შემდეგ, რაც გვერდით მდგომი სამართალდამცველი იარაღს გააწევინებს, ჰაერში ისვრის.

არსებული ინფორმაციით, კადრებში ასახული მამაკაცი ზაზა ფანცქალაშვილია. ის შსს-ს მოქმედი თანამშრომელია და სამართალდამცავ უწყებაში დაახლოებით 2004 წლიდან მუშაობს. ის მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში და მხარში დაიჭრა. ფანცქალაშვილი თელავის რაიონის მკვიდრია.

AMBEBI.GE-მ მის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა. ზაზა ფანცქალაშვილის სახელი ფიგურირებს ბაჩანა ახალაიას ერთ-ერთი ბრალდების საქმეში. კერძოდ, ე.წ. „რეინჯერების“ საქმეზე, რომელზეც ყოფილ შს მინისტრს ბრალი 2013 წლის 1 მარტს წარუდგინეს.

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2012 წლის 18 აგვისტოს, ანუ მაშინ, როცა ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მან შეიტყო, რომ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლები: თეიმურაზ ფალავანდიშვილი, ზაზა ფანცქალაშვილი, მამუკა ჟვანია, დავით ბაგრატიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, სამველ ბაზოიანი და არსენ მკრტუმიანი თანაუგრძნობდნენ „ქართულ ოცნებას“ და მათი დამცირება გადაწყვიტა პოლიტიკური შეხედულებების გამო.

ბაჩანა ახალაიამ განიზრახა პოლიტიკური შეხედულებების გამო მათი დასჯა-წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაუკეთა ორგანიზება. მან ბრძანება გასცა, სასწრაფოდ შეეკრიბათ პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა. ბაზაზე მისვლისას, მან დაამცირა ზაზა ფანცქალაშვილი - უწოდა მას მოღალატე, პინგვინი და პოლიტიკური შეხედულების გამო მიაყენა ღირსების შემლახავი სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ამ საქმეზე ბრალდებული ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ე.წ. „რეინჯერების“ საქმეზე გამართლდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს