საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის ბიჭს, რომელზეც წერენ, რომ აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, ოპერაცია ახლა უტარდება
24 წლის ბიჭს, რომელზეც წერენ, რომ აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, ოპერაცია ახლა უტარდება

"ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ­დე­ბა გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ფოტო, რო­მელ­საც თვა­ლის არე­ში უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ეს ბიჭი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­აა, რო­მელ­მაც აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის დროს, სა­ვა­რა­უ­დოდ რე­ზი­ნის ტყვი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მის შე­დე­გად თვა­ლი და­კარ­გა.

„ეს დე­მეტ­რეა, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი... ამ დღე­ში მხო­ლოდ იმი­ტომ არის, რომ სამ­შობ­ლო­ში ოკუ­პან­ტის გა­პარ­პა­შე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა, ეს და­ნა­შა­უ­ლად ჩა­უთ­ვა­ლეს და ამ სა­ბე­დის­წე­რო დღის შემ­დეგ მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სამ­ყა­როს და­ნახ­ვას შეძ­ლებს!“ - წერს მიმო გა­ბა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

თუმ­ცა იმას, რომ ახალ­გაზ­რდამ თვა­ლი და­კარ­გა, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში არ ადას­ტუ­რე­ბენ დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­ას მე­გობ­რე­ბი. ზუგ­დი­დელ მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე აქ­ცი­ა­ზე და­შავ­და, ამ წუ­თებ­ში ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. მას რე­ზი­ნის ტყვია მარ­ცხე­ნა თვალ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.

დე­მეტ­რეს მე­გობ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ყო­ფია გუ­შინ აქ­ცი­ა­ზე - „სირ­ცხვი­ლია!“ იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი­თა და ცრემლსა­დე­ნი გა­ზით და­ი­წყეს.

"მე არ ვყო­ფილ­ვარ მას­თან ერ­თად, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბის­გან ვიცი, რომ რო­დე­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ი­წყეს, დაბ­ნე­უ­ლი დე­მეტ­რე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­კენ გაქ­ცე­უ­ლა, რა დრო­საც მას ტყვია თვალ­ში მოხ­ვდა. მას ახლა ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა და ვე­ლო­დე­ბით შე­დეგს", - ამ­ბობს მისი მე­გო­ბა­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, გუ­შინ­დე­ლი დარ­ბე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, ორმა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა თვა­ლი. "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი კორ­ძა­ხი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის წინ აქ­ცი­ის დროს და­შა­ვე­ბულ ორ ადა­მი­ანს თვა­ლის ამო­ღე­ბა დას­ჭირ­და. რო­გორც კორ­ძა­ხი­ამ გა­ნა­ცხა­და, კლი­ნი­კა­ში გუ­შინ 24 ადა­მი­ა­ნი შე­იყ­ვა­ნეს.

მი­სი­ვე თქმით, ოც­და­ო­თხი ადა­მი­ა­ნი­დან ოთხს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. "ორს აღე­ნიშ­ნე­ბა თვა­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც დამ­თავ­რდა ენუკ­ლი­ა­ცი­ით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კორ­ძა­ხი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

24 წლის ბიჭს, რომელზეც წერენ, რომ აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, ოპერაცია ახლა უტარდება

24 წლის ბიჭს, რომელზეც წერენ, რომ აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, ოპერაცია ახლა უტარდება

"ფეისბუქში" ვრცელდება გუშინდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო, რომელსაც თვალის არეში უმძიმესი დაზიანება აქვს მიღებული. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ეს ბიჭი აფხაზეთიდან დევნილი დემეტრე ნაყოფიაა, რომელმაც აქციის დარბევის დროს, სავარაუდოდ რეზინის ტყვიით მიყენებული ტრავმის შედეგად თვალი დაკარგა.

„ეს დემეტრეა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, აფხაზეთიდან დევნილი... ამ დღეში მხოლოდ იმიტომ არის, რომ სამშობლოში ოკუპანტის გაპარპაშება გააპროტესტა, ეს დანაშაულად ჩაუთვალეს და ამ საბედისწერო დღის შემდეგ მხოლოდ ნახევარი სამყაროს დანახვას შეძლებს!“ - წერს მიმო გაბაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

თუმცა იმას, რომ ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, AMBEBI.GE-სთან საუბარში არ ადასტურებენ დემეტრე ნაყოფიას მეგობრები. ზუგდიდელ მსახიობს, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობის მიმდებარე აქციაზე დაშავდა, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მას რეზინის ტყვია მარცხენა თვალში აქვს მოხვედრილი.

დემეტრეს მეგობრების ინფორმაციით, ნაყოფია გუშინ აქციაზე - „სირცხვილია!“ იმყოფებოდა, როდესაც სამართალდამცავებმა მონაწილეების დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყეს.

"მე არ ვყოფილვარ მასთან ერთად, მაგრამ მეგობრებისგან ვიცი, რომ როდესაც აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს, დაბნეული დემეტრე პოლიციელებისკენ გაქცეულა, რა დროსაც მას ტყვია თვალში მოხვდა. მას ახლა ოპერაცია უტარდება და ველოდებით შედეგს", - ამბობს მისი მეგობარი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

სამწუხაროდ, გუშინდელი დარბევის შედეგად მიღებული დაზიანებებით, ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. "ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. როგორც კორძახიამ განაცხადა, კლინიკაში გუშინ 24 ადამიანი შეიყვანეს.

მისივე თქმით, ოცდაოთხი ადამიანიდან ოთხს ოპერაცია ჩაუტარდა. "ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა ენუკლიაციით“, - განაცხადა გიორგი კორძახიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ