პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა
რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა

"ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი კორ­ძა­ხი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის წინ აქ­ცი­ის დროს და­შა­ვე­ბულ ორ ადა­მი­ანს თვა­ლის ამო­ღე­ბა დას­ჭირ­და. რო­გორც კორ­ძა­ხი­ამ გა­ნა­ცხა­და, კლი­ნი­კა­ში გუ­შინ 24 ადა­მი­ა­ნი შე­იყ­ვა­ნეს.

მი­სი­ვე თქმით, ოც­და­ო­თხი ადა­მი­ა­ნი­დან ოთხს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

"ორს აღე­ნიშ­ნე­ბა თვა­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც დამ­თავ­რდა ენუკ­ლი­ა­ცი­ით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კორ­ძა­ხი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რუსი დე­პუ­ტა­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას და სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის მიერ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძლის და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. პარ­ლა­მენ­ტის წინ სი­ტუ­ა­ცია 20 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე და­ი­ძა­ბა, მას შემ­დეგ, რაც დე­მონ­სტრან­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლის­კენ და­იძ­რნენ.

სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში მი­ვიდ­ნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად გა­მოყ­ვა­ნილ იქნა სპეც­რაზ­მი. მათ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­სა­მარ­თით ცრემლსა­დე­ნი გაზი, რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი და წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მათ სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მემ თვა­ლი და­კარ­გა.

ავტორი:

რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა

რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა

"ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. როგორც კორძახიამ განაცხადა, კლინიკაში გუშინ 24 ადამიანი შეიყვანეს.

მისივე თქმით, ოცდაოთხი ადამიანიდან ოთხს ოპერაცია ჩაუტარდა.

"ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა ენუკლიაციით“, - განაცხადა გიორგი კორძახიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ.

სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოყვანილ იქნა სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა.

საზარელი ავარია ზუგდიდში - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი, არიან მძიმედ დაშავებულებიც

ქობულეთში, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

კახეთში  სანადიროდ წასულ მამაკაცს მანქანა ამოუტრიალდა და ქვეშ მოიყოლა