პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმი - რუსთაველზე დაშავებული 20 პაციენტია შემოყვანილი, რამდენიმე შემთხვევა შესაძლოა, თვალის დაკარგვით დასრულდეს
ექიმი - რუსთაველზე დაშავებული 20 პაციენტია შემოყვანილი, რამდენიმე შემთხვევა შესაძლოა, თვალის დაკარგვით დასრულდეს

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 20 პა­ცი­ენ­ტი "ნიუ ჰოს­პი­ტალსშია" მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კლი­ნი­კის მთა­ვარ­მა ექიმ­მა, გი­ორ­გი კორ­ძა­ხი­ამ გა­ნუ­ცხა­და, მათ­თან შეყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან 6-ს თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მათ­გან 3-ს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა, მე­ო­თხეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე კი თათ­ბი­რო­ბენ. კორ­ძა­ხი­ას თქმით­ვე, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტის­თვის თვა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდეს.

"ამ ეტა­პის­თვის კლი­ნი­კა­ში შე­მო­სუ­ლი არის 20 პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ იყ­ვნენ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან. მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. ძი­რი­თა­დად, პა­ცი­ენ­ტებ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენტს თვა­ლის ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­დე­ბა და მერე გვე­ცო­დი­ნე­ბა, თუ რა მო­ცუ­ლო­ბის ტრავ­მაა. შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა თვა­ლის და­კარ­გვით დას­რულ­დეს.

არის, ასე­ვე ბლაგ­ვი ტრავ­მე­ბი, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი. რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ე.წ. რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი. 6 პა­ცი­ენ­ტი თვა­ლის ტრავ­მი­თაა შე­მო­სუ­ლი, აქე­დან 3 არის სა­ყუ­რა­დღე­ბო. ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და 3 მათ­განს. ოპე­რა­ცი­ე­ბი პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­ო­თხე პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ხი­ამ.

00:00 / 00:00
ავტორი:

ექიმი - რუსთაველზე დაშავებული 20 პაციენტია შემოყვანილი, რამდენიმე შემთხვევა შესაძლოა, თვალის დაკარგვით დასრულდეს

ექიმი - რუსთაველზე დაშავებული 20 პაციენტია შემოყვანილი, რამდენიმე შემთხვევა შესაძლოა, თვალის დაკარგვით დასრულდეს

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 20 პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალსშია" მოთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის მთავარმა ექიმმა, გიორგი კორძახიამ განუცხადა, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან 6-ს თვალის დაზიანებები აქვს მიღებული. მათგან 3-ს ოპერაცია ჩაუტარდება, მეოთხეს მდგომარეობაზე კი თათბირობენ. კორძახიას თქმითვე, შესაძლოა, რამდენიმე პაციენტისთვის თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდეს.

"ამ ეტაპისთვის კლინიკაში შემოსული არის 20 პაციენტი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ იყვნენ რუსთაველის გამზირიდან და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ძირითადად, პაციენტებში აღინიშნება თვალის დაზიანებები. რამდენიმე პაციენტს თვალის ოპერაცია გაუკეთდება და მერე გვეცოდინება, თუ რა მოცულობის ტრავმაა. შესაძლოა, რამდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს.

არის, ასევე ბლაგვი ტრავმები, მოტეხილობები. რამდენიმე ჭრილობიდან ამოღებულია ე.წ. რეზინის ტყვიები. 6 პაციენტი თვალის ტრავმითაა შემოსული, აქედან 3 არის საყურადღებო. ოპერაცია დასჭირდა 3 მათგანს. ოპერაციები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, მეოთხე პაციენტის შემთხვევაზე დაკვირვება მიმდინარეობს", - განაცხადა კორძახიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ