პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი - უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი
პრემიერი - უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი

ის, რაც დღეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ხდე­ბო­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პო­ლი­ტი­კურ და სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას მო­ი­თხოვს და ეს პრო­ცე­სი ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ჩვე­ნი გუნ­დის ზო­გი­ერ­თი წევ­რის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი მძი­მე შეც­დო­მის შე­დე­გად, რაც სა­მარ­თლი­ა­ნად გახ­და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გულ­წრფე­ლი პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი, ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლად აღ­კვე­თა - შე­წყდა ფო­რუ­მი, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ამ და­ტო­ვა თბი­ლი­სი, ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დე­რებ­მა გა­ა­კე­თეს შე­სა­ბა­მი­სი, უმ­კაც­რე­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი და აღუთ­ქვეს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლიდ­ნენ ყვე­ლა­ფერს და სა­თა­ნა­დო პა­სუხს მოს­თხოვ­დნენ გუნ­დის წევ­რებს. იმავდრო­უ­ლად, 7 სა­ა­თის შემ­დეგ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ხალ­ხის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი გულ­წრფე­ლი პრო­ტეს­ტი გა­მო­ი­ყე­ნეს დესტრუქ­ცი­ულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა და გას­ცდნენ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებს.

რე­ვან­შის­ტუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მათ შტურ­მი მი­ი­ტა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტზე და მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­და­პირ ეთერ­ში იხი­ლა, რო­გორ იძა­ლა­დეს ჩვენც პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე. შე­დე­გად შე­იქ­მნა ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც გაც­და დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სა­მარ­თლი­ან რე­აქ­ცი­ას და მი­ვი­ღეთ რე­ვანშს მო­წყუ­რე­ბუ­ლი, დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ოპო­ზი­ცი­ის მიერ ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­შავ­დნენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. პარ­ლა­მენტზე და პო­ლი­ცი­ის ძა­ლებ­ზე შტურმს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც კი­დევ ერთხელ ისარ­გებ­ლეს ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გულ­წრფე­ლი ემო­ცი­ით.

ბოლო მო­მენ­ტამ­დე პო­ლი­ცია არ გას­ცდე­ნია პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის პე­რი­მეტრს. პო­ლი­ცი­ამ იმოქ­მე­და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, და­იც­ვა სა­ხელ­მწი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და აღ­კვე­თა და­ნა­შა­უ­ლი. ახლა უმ­თავ­რე­სია ყვე­ლა და­შა­ვე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა. ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი. ხვალ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრო­ცე­სე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა - ჩვენ სი­ტყვას არ გა­და­ვალთ, არ გა­ვექ­ცე­ვით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და პა­სუხს მოვ­თხოვთ ჩვე­ნი გუნ­დის იმ წევ­რებს, რო­მელ­თა მძი­მე შეც­დო­მებ­მაც შექ­მნა ეს კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა. მათ მო­უ­წევთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა გუნ­დის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. იმავდრო­უ­ლად, ჩვენ ყო­ვე­ლი მი­ზე­ზის გა­რე­შე ვუზ­რუნ­ველ­ვყოფთ, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის იმ ლი­დე­რებს, ვინც ხელ­ყო კა­ნო­ნი და კონ­სტი­ტუ­ცია. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცია. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია , თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი დღეს. ვპირ­დე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ამ პი­რებს სრუ­ლად მო­უ­წევთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მათ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა­სა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ სიმ­შვი­დის­კენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ი­ცავს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

00:00 / 00:00
ავტორი:

პრემიერი - უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი

პრემიერი - უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი

ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა - შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს. იმავდროულად, 7 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენც პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გაცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით.

ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება - ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე ვუზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია , თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივი არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები