მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე ზენონი ხელისუფლებას - ნეტავ, ვისი გული გაახარე?! - 9 აპრილი გაგვახსენე
მეუფე ზენონი ხელისუფლებას - ნეტავ, ვისი გული გაახარე?! - 9 აპრილი გაგვახსენე

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ნე­ტავ, ვისი გული გა­ა­ხა­რე?! - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

"ეზე­კი­ელ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ამ­ბობს: ვინც ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­მარ­თულ მახ­ვილს და­ი­ნა­ხავს და სა­გან­გე­ბოდ ბუკს არ დას­ცემს, მე უფა­ლი, სა­ბა­ო­თი, მას ვა­ზღვე­ვი­ნებ და­ღუ­პულ­თა სუ­ლებს!

ყო­ჩაღ ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ! რო­გო­რი მო­შურ­ნე­ო­ბით აღას­რუ­ლე პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ვნე­ბით შე­პყრო­ბილ­მა შენი ხალ­ხის სის­ხლისღვრა! ასე გა­და­წყვი­ტე შენს ხალ­ხში არ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბი­სად­მი პა­სუხ­მი­გე­ბა? დღეს, 9 აპ­რი­ლი გაგ­ვახ­სე­ნე, რო­გორ ნა­დი­რობ­და მტრის სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის მი­მართ. ნე­ტავ, ვისი გული გა­ა­ხა­რე?! არ აღ­მო­გაჩ­ნდა პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­წი­ფე, არ აღ­მო­გაჩ­ნდა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ოდეს­ღაც ნდო­ბით გამ­სჭვა­ლუ­ლი, მწა­რე სვე-ბე­დის­გან დათ­რგუ­ნუ­ლი შენი ხალ­ხის მი­მართ.

რა გი­თხრა დღეს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. სა­მარ­თლი­ა­ნად მოგ­კი­თხა და გი­თხრა: ჩემი სამ­შობ­ლოს მტრის და ოკუ­პან­ტის სახე რა­ტომ მა­ნა­ხე ჩემი ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუ­ფა­ლის სა­ვარ­ძელ­ში დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი.

ხალ­ხმა გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის დაც­ვი­სათ­ვის გა­მო­ვი­და და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით მო­პყრო­ბის ნაც­ვლად, ბარ­ბა­რო­სუ­ლი მე­თო­დე­ბით მი­მარ­თე ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას. ნუთუ, ვერ ხვდე­ბი რომ უსა­მარ­თლო­ბას და ბო­რო­ტე­ბას და­სას­რუ­ლიც შე­სა­ბა­მი­სი აქვს", - წერს მე­უ­ფე ზე­ნო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

მეუფე ზენონი ხელისუფლებას - ნეტავ, ვისი გული გაახარე?! - 9 აპრილი გაგვახსენე

მეუფე ზენონი ხელისუფლებას - ნეტავ, ვისი გული გაახარე?! - 9 აპრილი გაგვახსენე

ხელისუფლება, ნეტავ, ვისი გული გაახარე?! - ასე ეხმაურება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

"ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს, მე უფალი, საბაოთი, მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს!

ყოჩაღ ხელისუფლებავ! როგორი მოშურნეობით აღასრულე პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილმა შენი ხალხის სისხლისღვრა! ასე გადაწყვიტე შენს ხალხში არსებული ეროვნული ღირსებისადმი პასუხმიგება? დღეს, 9 აპრილი გაგვახსენე, როგორ ნადირობდა მტრის სადამსჯელო რაზმები თავისუფლებისათვის მებრძოლი ჩვენი ხალხის მიმართ. ნეტავ, ვისი გული გაახარე?! არ აღმოგაჩნდა პოლიტიკური სიმწიფე, არ აღმოგაჩნდა პასუხისმგებლობა ოდესღაც ნდობით გამსჭვალული, მწარე სვე-ბედისგან დათრგუნული შენი ხალხის მიმართ.

რა გითხრა დღეს ქართველმა ხალხმა. სამართლიანად მოგკითხა და გითხრა: ჩემი სამშობლოს მტრის და ოკუპანტის სახე რატომ მანახე ჩემი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის სავარძელში დაბრძანებული.

ხალხმა გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, შიშველი ხელებით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისათვის გამოვიდა და პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით მოპყრობის ნაცვლად, ბარბაროსული მეთოდებით მიმართე ძალის დემონსტრირებას. ნუთუ, ვერ ხვდები რომ უსამართლობას და ბოროტებას დასასრულიც შესაბამისი აქვს", - წერს მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ