აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმი მათ მიჰყვება და გაზსა და რეზინის ტყვიებს ისვრის. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
აქციის მონაწილეები შეძახილებით “საქართველო” სპეცდანიშნულების რაზმთან მიახლოებას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები მათ მიახლოების საშუალებას არ აძლევენ და ცრემლსადენი გაზით პასუხობენ.
სასწრაფო დახმარების მანქანებს რუსთაველის გამზირზე დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ჯერ ზუსტად უცნობია, თუ რამდენი ადამიანია დაშავებული. აქციის მონაწილეები ძირითადად, რეზინის ტყვიებით დაშავდნენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია.