მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი: "რუსეთი მტერია და ოკუპანტი, მის მიერ მართული მეხუთე (5!) კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს"
პრეზიდენტი: "რუსეთი მტერია და ოკუპანტი, მის მიერ მართული მეხუთე (5!) კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებ სიმ­შვი­დის­კენ.

ძა­ლი­ან დიდი და­ნა­შა­უ­ლი იყო რაც დღეს მოხ­და, ქვეყ­ნის და მისი ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ფაქ­ტი. თუმ­ცა ეს არა­ნა­ი­რად არ ამარ­თლებს ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბულ ტალ­ღას, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბებს, შიგ­ნით თუ გა­რეთ გა­კე­თე­ბულ მო­წო­დე­ბებს, რო­მე­ლიც არის მი­მარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტში შეჭ­რის­კენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­კენ. რუ­სე­თი ჩვე­ნი მტე­რია და ოკუ­პან­ტია, მის მიერ მარ­თუ­ლი მე­ხუ­თე (5!) კო­ლო­ნა შე­საძ­ლოა დღეს უფრო სა­ხი­ფა­თო აღ­მოჩ­ნდეს, ვიდ­რე ღია აგ­რე­სია.

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლეჩ­ვა და შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა სხვას არა­ვის უწყობს ხელს, თუ არა რუ­სეთს და დღე­სეც მისი ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მოც­დი­ლი ია­რა­ღია. ვინც შიდა და­პი­რის­პი­რე­ბას აქე­ზებს და ხელს უწყობს, ის ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლია და მისი გეგ­მე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

ახლა გა­და­ხე­დეთ და ნა­ხეთ ვინ ცდი­ლობს მუდ­მი­ვად ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის კე­რად აქ­ცი­ოს და ბევრ რა­მეს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა. და ბო­ლოს სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია რომ გა­რე­დან უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე “თა­ვის შექ­მნილ” (ეს რა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მაა???) პო­ლი­ცი­ას და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დეს და ასე­თი ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი არ­ხით ვრცელ­დე­ბო­დეს!

დროა სა­ხელ­მწი­ფომ რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს ყვე­ლა ამ დარ­ღვე­ვა­ზე წეს­რი­გი და­ამ­ყა­როს და სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს დესტრუქ­ცი­ულ ძა­ლებს მოს­კო­ვის გეგ­მე­ბი გა­ა­ტა­რონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

პრეზიდენტი: "რუსეთი მტერია და ოკუპანტი, მის მიერ მართული მეხუთე (5!) კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს"

პრეზიდენტი: "რუსეთი მტერია და ოკუპანტი, მის მიერ მართული მეხუთე (5!) კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილლი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ.

ძალიან დიდი დანაშაული იყო რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი. თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია, მის მიერ მართული მეხუთე (5!) კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე ღია აგრესია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი.

ახლა გადახედეთ და ნახეთ ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. და ბოლოს სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!

დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები