პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ბახტაძის საგანგებო განცხადება - "ძალადობას ექნება ადეკვატური პასუხი"
მამუკა ბახტაძის საგანგებო განცხადება - "ძალადობას ექნება ადეკვატური პასუხი"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იზი­ა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტესტს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ რაც ამ­ჟა­მად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ხდე­ბა, არის ძა­ლა­დო­ბა.

„ეს ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის ფორ­მით და­ი­წყო და რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თა ჯგუფს აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ხა­ტოს პრო­ტეს­ტი. ეს იყო გულ­წრფე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი, მაგ­რამ ბოლო 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­საც ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს, ეს არის ძა­ლა­დო­ბა, მცდე­ლო­ბა, რომ აგ­რე­სი­ულ­მა ჯგუფ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ სა­ქარ­თვე­ლო გა­იყ­ვა­ნოს იმ სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მნა და უზ­რუნ­ველ­ყოფს მის სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას.

მთე­ლი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ცდი­ლობს შე­მო­ი­ტა­ნოს დი­სო­ნან­სი, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მას ეს არ გა­მოს­დი­ო­და. არც ახლა გა­მო­უ­ვა.

გან­სა­კუთ­რე­ბით მივ­მარ­თავ ახალ­გაზ­რდებს, თა­ო­ბას, რომ­ლის ხელ­შიც არის მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც არის ყვე­ლა­ზე დიდი ენერ­გი­ის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი - მე ვარ თქვენ გვერ­დით გულ­წრფელ პრო­ტეს­ტში, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს საქ­მე ძა­ლი­ან ვიწ­რო პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რეს­თან, პო­ლი­ტი­კურ მცდე­ლო­ბას­თან, რო­მე­ლიც არ ჯდე­ბა სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­დო­ბა არის მი­უ­ღე­ბე­ლი, ჩვენ ვართ შემ­დგა­რი ქვე­ყა­ნა და ძა­ლა­დო­ბას არა­სო­დეს შე­ვე­გუ­ე­ბით. ძა­ლა­დო­ბას ექ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი,“ - აღ­ნიშ­ნა ბახ­ტა­ძემ.

პრე­მი­ე­რის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნა მის­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და მომ­ხდარს პა­სუ­ხი „აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცე­მა“. თუმ­ცა ხაზს უს­ვამს, რომ ახლა პრო­ვო­კა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პო­ლი­ტი­კო­სებს ამი­სი სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მის­ცეს.

„შე­გიძ­ლი­ათ, ნა­ხოთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ მარ­თულ მე­დი­ა­ში რა ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, რომ ვი­ყე­ნებთ რე­ზი­ნის ტყვი­ებს, სხვა­დას­ხვა ტი­პის გაზს. ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­წე­რა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და არც არა­სო­დეს იქ­ნე­ბა. ეს იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­წე­რა,“ - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

00:00 / 00:00
ავტორი:

მამუკა ბახტაძის საგანგებო განცხადება - "ძალადობას ექნება ადეკვატური პასუხი"

მამუკა ბახტაძის საგანგებო განცხადება - "ძალადობას ექნება ადეკვატური პასუხი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იზიარებს საზოგადოების პროტესტს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების გამოჩენასთან დაკავშირებით, თუმცა ამბობს, რომ რაც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ხდება, არის ძალადობა.

„ეს ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტის ფორმით დაიწყო და რა თქმა უნდა, საქართველოში ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი. ეს იყო გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, მაგრამ ბოლო 2 საათის განმავლობაში რასაც ვადევნებთ თვალყურს, ეს არის ძალადობა, მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას.

მთელი 7 წლის განმავლობაში ვადევნებთ თვალყურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შემოიტანოს დისონანსი, არასტაბილურობის განცდა საზოგადოებაში და მას ეს არ გამოსდიოდა. არც ახლა გამოუვა.

განსაკუთრებით მივმართავ ახალგაზრდებს, თაობას, რომლის ხელშიც არის მომავალი, რომელიც არის ყველაზე დიდი ენერგიის და სამართლიანობის მატარებელი - მე ვარ თქვენ გვერდით გულწრფელ პროტესტში, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, პოლიტიკურ მცდელობასთან, რომელიც არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში.

საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა და ძალადობას არასოდეს შევეგუებით. ძალადობას ექნება ადეკვატური პასუხი,“ - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საზოგადოების მსგავსად, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების გამოჩენა მისთვისაც მიუღებელი იყო და მომხდარს პასუხი „აუცილებლად გაეცემა“. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ახლა პროვოკაციასთან გვაქვს საქმე და საზოგადოებამ პოლიტიკოსებს ამისი საშუალება არ უნდა მისცეს.

„შეგიძლიათ, ნახოთ სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ მედიაში რა ინფორმაცია ვრცელდება, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს. ეს "ქართული ოცნების" ხელწერა არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება. ეს იყო სააკაშვილის ხელწერა,“ - განაცხადა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"