"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მთავრობას ერთ საათს აძლევს, რომ გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და ირაკლი კობახიძეგადადგნენ. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოთხოვნები. ერთი საათი ვაცადოთ, ვნახოთ რას იტყვიან",-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დღეს პარლამენტში, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის წაყვანას აპროტესტებენ.