მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა" - რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში ნელი აგირბამ და რის გამო იღებს საყვედურებს ყველაზე ხშირად
"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა" - რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში ნელი აგირბამ და რის გამო იღებს საყვედურებს ყველაზე ხშირად

"როცა თავს ვა­ტყობ, ვინ­მეს ვეპ­რან­ჭე­ბი, გაპ­რან­ჭვას ეგ­რე­ვე ვწყვეტ. გაპ­რან­ჭვა თა­მა­შია, ეს თა­მა­ში არ მინ­და, არ მომ­წონს", - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნელი აგირ­ბა. რა ტრავ­მა მი­ი­ღო 8 წლის ასაკ­ში, რის გამო იღებს საყ­ვე­დუ­რებს, რა ეს­მის ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე - აგირ­ბა ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა:

და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1986 წლის 10 მა­ი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...კომ­პო­ზი­ტო­რი. დღე­საც სწავ­ლის პრო­ცეს­ში ვარ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...რომ ვარ გულ­წრფე­ლი.

- მე­ში­ნია...

- ...არაფ­რის მე­ში­ნია. ფო­ბი­ე­ბი არ მაქვს. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა შიში შე­მო­მე­პა­როს, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­და­მივ­ლის ხოლ­მე.

- ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში შევ­ცვლი­დი...

- ...არა­ფერს.

- ყო­ველ­თვის მრცხვე­ნია, როცა...

- ...მა­ქე­ბენ. სუ­ლერ­თია, შე­ქე­ბა სა­ჯა­როდ ხდე­ბა თუ პი­რის­პირ სა­უბ­რი­სას.

- ვნა­ნობ...

- ...არა­ფერს ვნა­ნობ. ყვე­ლა­ფე­რი ისე ხდე­ბა, რო­გორც უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...სიყ­ვა­რუ­ლია. ამავდრო­უ­ლად, ეს სიძ­ლი­ე­რეც არის.

- ბო­ლოს ვი­ტი­რე...

- ...2 დღის წინ, თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­სის დროს. თი­ხა­ზე ვმუ­შა­ობ­დი და 8 წლის ასაკ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ტრავ­მა გა­მახ­სენ­და, ამე­ტი­რა. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და მათ შო­რის რო­მელ­თან დავ­რჩე­ბო­დი, არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. დედა რუ­სეთ­ში აგ­რძე­ლებ­და ცხოვ­რე­ბას, მამა - სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმ დროს მეც რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დი და სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ერ­თად დავ­ბრუნ­დი. მერე იყო რთუ­ლი პე­რი­ო­დი, დე­დის მო­ნატ­რე­ბა, რო­მელ­საც მისი შორს ყოფ­ნა ამ­ძაფ­რებ­და. ურ­თუ­ლე­სი დღე­ე­ბი მქონ­და. ჩემ­თვის სამ­ყა­რო პირ­ვე­ლად მა­შინ და­ინ­გრა. მა­მაც ცუ­დად იყო, მას­თა­ნაც ისე ვერ ვურ­თი­ერ­თობ­დი, რო­გორც მინ­დო­და. ბე­ბი­ას­თან ვიზ­რდე­ბო­დი. ოჯა­ხი და­ი­შა­ლა - მე, დედა და მამა ყვე­ლა­ნი ცალ-ცალ­კე ცუ­დად ვი­ყა­ვით. იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც დღეს ერ­თად აღარ ცხოვ­რო­ბენ და სა­ერ­თო შვი­ლე­ბი ჰყავთ, ვთხოვ, მათ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი მის­ცენ. ბავ­შვმა უნდა იგ­რძნოს, რომ მშობ­ლებს ერ­თმა­ნე­თი მა­ინც უყ­ვართ, უბ­რა­ლოდ, ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ბევ­რი გავ­ცე და ვხვდე­ბი, რომ ეს მე მა­ნად­გუ­რებს. სა­ნამ რამე ძალა მაქვს, არ­ჩე­ვანს ყო­ველ­თვის იმ ადა­მი­ა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ვა­კე­თებ და არა - სა­კუ­თა­რი თა­ვის.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...მა­ტყუ­ა­რა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნებს. შე­მიძ­ლია, მათ ღიად და­ვუ­პი­რის­პირ­დე.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ვართ ჩვენ. ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლია.

- პირ­ვე­ლად რომ შე­მიყ­ვარ­და...

- ...პირ­ვე­ლად შე­მიყ­ვარ­დნენ მშობ­ლე­ბი. თქვენ თუ სა­პი­რის­პი­რო სქესს გუ­ლის­ხმობთ, ჯერ მამა შე­მიყ­ვარ­და, მერე ნა­თე­სა­ვი კა­ცე­ბი, მერე ჩემი კლა­სე­ლი ბიჭი და ჯგუ­ფე­ლი, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ­ში ჩემ­თან ერ­თად სწავ­ლობ­და. ისი­ნი ჩემ­თვის, ჩუ­მად მიყ­ვარ­და, ვერ გა­მოვ­ხა­ტავ­დი...

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- ...ვარ თუ არა? ამ თე­მა­ზე არ ვლა­პა­რა­კობ.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...როცა თავს ვა­ტყობ, ვინ­მეს ვეპ­რან­ჭე­ბი, გაპ­რან­ჭვას ეგ­რე­ვე ვწყვეტ. გაპ­რან­ჭვა თა­მა­შია, ეს თა­მა­ში არ მინ­და, არ მომ­წონს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა" - რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში ნელი აგირბამ და რის გამო იღებს საყვედურებს ყველაზე ხშირად

"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა" - რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში ნელი აგირბამ და რის გამო იღებს საყვედურებს ყველაზე ხშირად

"როცა თავს ვატყობ, ვინმეს ვეპრანჭები, გაპრანჭვას ეგრევე ვწყვეტ. გაპრანჭვა თამაშია, ეს თამაში არ მინდა, არ მომწონს", - ამბობს ტელეწამყვანი ნელი აგირბა. რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე - აგირბა ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

დაბადების თარიღი...

- ...1986 წლის 10 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კომპოზიტორი. დღესაც სწავლის პროცესში ვარ, ამ მიმართულებით ვმუშაობ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ გულწრფელი.

- მეშინია...

- ...არაფრის მეშინია. ფობიები არ მაქვს. ზოგჯერ შეიძლება პატარა შიში შემომეპაროს, მაგრამ მალევე გადამივლის ხოლმე.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მაქებენ. სულერთია, შექება საჯაროდ ხდება თუ პირისპირ საუბრისას.

- ვნანობ...

- ...არაფერს ვნანობ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სიყვარულია. ამავდროულად, ეს სიძლიერეც არის.

- ბოლოს ვიტირე...

- ...2 დღის წინ, თერაპიული პროცესის დროს. თიხაზე ვმუშაობდი და 8 წლის ასაკში გადატანილი ტრავმა გამახსენდა, ამეტირა. ეს ის პერიოდი იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მათ შორის რომელთან დავრჩებოდი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა. დედა რუსეთში აგრძელებდა ცხოვრებას, მამა - საქართველოში. იმ დროს მეც რუსეთში ვცხოვრობდი და საქართველოში მამასთან ერთად დავბრუნდი. მერე იყო რთული პერიოდი, დედის მონატრება, რომელსაც მისი შორს ყოფნა ამძაფრებდა. ურთულესი დღეები მქონდა. ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა. მამაც ცუდად იყო, მასთანაც ისე ვერ ვურთიერთობდი, როგორც მინდოდა. ბებიასთან ვიზრდებოდი. ოჯახი დაიშალა - მე, დედა და მამა ყველანი ცალ-ცალკე ცუდად ვიყავით. იმ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. მშობლებს, რომლებიც დღეს ერთად აღარ ცხოვრობენ და საერთო შვილები ჰყავთ, ვთხოვ, მათ მაქსიმალური სიყვარული მისცენ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობლებს ერთმანეთი მაინც უყვართ, უბრალოდ, ერთად არ ცხოვრობენ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ადამიანს სჭირდება ბევრი გავცე და ვხვდები, რომ ეს მე მანადგურებს. სანამ რამე ძალა მაქვს, არჩევანს ყოველთვის იმ ადამიანის სასარგებლოდ ვაკეთებ და არა - საკუთარი თავის.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მატყუარა და უპასუხისმგებლო ადამიანებს. შემიძლია, მათ ღიად დავუპირისპირდე.

- სიყვარული ეს...

- ...ვართ ჩვენ. ყველა ცოცხალი ადამიანი სიყვარულია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...პირველად შემიყვარდნენ მშობლები. თქვენ თუ საპირისპირო სქესს გულისხმობთ, ჯერ მამა შემიყვარდა, მერე ნათესავი კაცები, მერე ჩემი კლასელი ბიჭი და ჯგუფელი, რომელიც მუსიკალურში ჩემთან ერთად სწავლობდა. ისინი ჩემთვის, ჩუმად მიყვარდა, ვერ გამოვხატავდი...

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? ამ თემაზე არ ვლაპარაკობ.

- ვეპრანჭები...

- ...როცა თავს ვატყობ, ვინმეს ვეპრანჭები, გაპრანჭვას ეგრევე ვწყვეტ. გაპრანჭვა თამაშია, ეს თამაში არ მინდა, არ მომწონს...წაიკითხეთ სრულად

"ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო, ფილტვებში გამოიწვია სისხლდენა" - ანიტა ფაცაციას მდგომარეობაზე ოჯახის ახლობლები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

"ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის" - როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და როგორ ვუმკურნალოთ გრიპის ვირუსს

დაპირისპირება ვარკეთილში, "ანას ბაღთან" - დაკავებულია 4 პირი