კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაუშავს, საღამოს "მიმინოს" ჩაუსხედით და მოეშვებით" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია გავრილოვის საქართველოში ვიზიტს
"არაუშავს, საღამოს "მიმინოს" ჩაუსხედით და მოეშვებით" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია გავრილოვის საქართველოში ვიზიტს

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რის, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, რო­მე­ლიც დღეს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ასამ­ბლე­ას უძღვე­ბო­და, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა.

გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს თვალს ადევ­ნებ­და რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის მე­დია და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც.

"რუ­სე­თის დე­პუ­ტატ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში იჯდა, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი "გა­ა­ნად­გუ­რა"", - წერს ВЗГЛЯД.ru-ს კო­რეს­პო­დენ­ტი, რომ­ლის თქმი­თაც, გავ­რი­ლო­ვის სი­ტყვებ­მა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მისი თქმით, "ის თბი­ლის­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს". არა­და, 2008 წლის ომის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­წყვე­ტი­ლია.

გა­მო­ცე­მის ად­გი­ლობ­რი­ვი კო­რეს­პონ­დენ­ტის თქმით, ვერც წარ­მო­უდ­გე­ნია, ამა­ზე უა­რე­სი რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში რუსი დე­პუ­ტა­ტის ნახ­ვას მოჰ­ყვა.

ria.ru-ს სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა გა­ნუ­ცხა­და: პარ­ლა­მენ­ტში ჩა­ტარ­და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი აქ­ცია ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მუ­ქა­რით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის და დე­ლე­გა­ცი­ე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბით. ისი­ნი მო­ი­თხოვ­დნენ ჩემს გა­და­ცე­მას, თით­ქოს მე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი კონ­ფლიქ­ტში აფხა­ზეთ­ში. მე გან­ვა­ცხა­დე, რომ არას­დროს მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ნა­ირ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში, არც აფხა­ზეთ­ში, არც ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნა­ში. ამ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ, რად­გან მუ­ქა­რა იყო სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ყვე­ლა დე­ლე­გა­ტის მი­მართ. ყვე­ლა დე­ლე­გა­ცი­ამ დავ­ტო­ვეთ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი. კო­ლე­გებ­მა ჩვენ მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რეს - რომ რუ­სე­თის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა. მე, რო­გორც ამ ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, ჩა­ვა­ტა­რებ ამ სხდო­მას, რად­გან ის და­ნიშ­ნუ­ლი იყო და ბევ­რი ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტი ჩვენ მხარს გვი­ჭერს".

სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუსი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლის წინ გავ­რცელ­და "ფე­იკ­ნი­უ­სი" იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ის აფხა­ზეთ­ში და დნესტრის­პი­რე­თის ომე­ბის მო­ნა­წი­ლეა. სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა ეს ბრალ­დე­ბა უარ­ყო და აღ­ნიშ­ნა, რომ არას­დროს მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ი­მე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში. გავ­რი­ლოვ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ „რუ­სეთს და სა­ქარ­თვე­ლოს აერ­თი­ა­ნებს ძმუ­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კავ­ში­რი“. ამას­თან ერ­თად რუსი დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ახლა „ყვე­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სხვა­დას­ხვა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ზე ჩაშ­ლის საფრ­თხის ქვეშ არის.

tass.ru-ს ცნო­ბით, "რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბა დაც­ვის თან­ხლე­ბით მო­უხ­და". რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს: "გავ­რი­ლო­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თით­ქოს ის აფხა­ზეთ­სა და დნესტრის­პი­რეთ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რა­საც ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. მი­სი­ვე თქმით, მას სურ­და, სა­ქარ­თვლო­სა და რუ­სეთს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ ურ­თი­ერ­თო­ბა".

eadaily.com-ის ცნო­ბით, რუს დე­პუ­ტატს სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­კე­თილ­გან­წყო­ბი­ლად შეხ­ვდნენ: "მათი თქმით, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი აფხა­ზე­თის ომში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­დეგ იბ­რძო­და, გარ­და ამი­სა, გავ­რი­ლოვ­მა 2011 წელს აფა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რე­ჟი­მე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა. ამას­თან, ის არის პუ­ტი­ნის იდე­ო­ლო­გი­უ­რი მო­კავ­ში­რე და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ აქ­ვსო, - ამ­ბობ­დნენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის წევ­რე­ბი".

"რუს­მა დე­პუ­ტატ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია", - წერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა haqqin.az, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, გარ­და იმი­სა, რომ სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვი­და, რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და, რა­საც პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტის ასამ­ბლე­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო შფო­თა­ვენ, - წერს eadaily.com. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გავ­რი­ლო­ვი, მისი გა­მოს­ვლი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბა­ზი­დან სწრა­ფად გა­იყ­ვა­ნეს და შემ­დეგ დიდ­ხანს ბჭობ­დნენ, რო­გორ გა­ე­რი­დე­ბი­ნათ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ას რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ერთი ნა­წი­ლის თქმით, გავ­რი­ლო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში არც უნდა ჩა­სუ­ლი­ყო, სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "მე­ზო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე კარ­გად რუ­სეთ­თან ყოფ­ნის დროს გრძნობ­და თავს".

"არ იცი სად მი­დი­ხარ? რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო შენი სამ­შობ­ლო, შენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი რომ წა­არ­თვა, ნარ­კო­მა­ნე­ბის ბუ­დედ, სო­მე­ხი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის სა­მო­თხედ აქ­ცია, რას ელო­და გავ­რი­ლო­ვი, სა­ინ­ტე­რე­სოა?! ახ­ლა­ხან ცოლს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და და, ეტყო­ბა, გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვი­და", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­დრეი გლუ­ხი­ნი.

"სულ ევ­რო­პა­ში დავ­დი­ვარ და მხო­ლოდ ერთხელ ვნა­ხე "ბორ­ჯო­მი". გი­ჭირთ უჩ­ვე­ნოდ, ქარ­თვე­ლე­ბო და არ აღი­ა­რებთ".

"არა უშავს, სა­ღა­მოს "მი­მი­ნოს" ჩა­უს­ხე­დით და მო­ეშ­ვე­ბით" - წერს ტა­ტი­ა­ნა ლეს­ტო­ჩკი­ნა.

"არ უნდა ამ ხალ­ხს ჩვენ­თან და კი­დევ რამ­დე­ნი უნდა ვაწ­ვა­ლოთ. კრი­მი­ნა­ლურ აფხა­ზეთ­სა და ოსეთ­საც კი დათ­მო­ბენ, იმ­დე­ნად არ უნდა ჩვენ­თან. იქ­ნებ შე­ვეშ­ვათ", - მი­აჩ­ნია ოგელ ბუ­ი­დოვს.

ვინ არის გავ­რი­ლო­ვი?

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ან­დრეი გავ­რი­ლო­ვი 1966 წლის 27 ია­ნარს ტუ­ლა­ში და­ი­ბა­და. 1989 წელს და­ამ­თავ­რა მორ­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 1990-1992 წლებ­ში იყო ქა­ლაქ ტუ­ლას სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტი. სამ­ჯერ ცდი­ლობ­და რუ­სე­თის დუ­მა­ში მოხ­ვედ­რას, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ 2005 წელს შეძ­ლო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და "რუ­სე­თის თვითმფრი­ნავ­თმშე­ნებ­ლო­ბის კორ­პო­რა­ცია МиГ-ში, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მრჩევ­ლად. აქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხებ­ში მრჩევ­ლად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც. გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს დუ­მა­ში ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ბოლო წლებ­ში რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კუ­თხი­თაც გა­აქ­ტი­ურ­და, სა­დაც რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კი­თხებ­ში საბ­ჭოს მრჩე­ვე­ლი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"არაუშავს, საღამოს "მიმინოს" ჩაუსხედით და მოეშვებით" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია გავრილოვის საქართველოში ვიზიტს

"არაუშავს, საღამოს "მიმინოს" ჩაუსხედით და მოეშვებით" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია გავრილოვის საქართველოში ვიზიტს

რუსეთის დუმის დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას, რომელიც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლურ ასამბლეას უძღვებოდა, ქართული საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

გავრილოვის საქართველოში ვიზიტს თვალს ადევნებდა როგორც რუსული, ასევე სამხრეთ კავკასიის მედია და საზოგადოებაც.

"რუსეთის დეპუტატმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში იჯდა, ადგილობრივი პოლიტიკოსები "გაანადგურა"", - წერს ВЗГЛЯД.ru-ს კორესპოდენტი, რომლის თქმითაც, გავრილოვის სიტყვებმა ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

მისი თქმით, "ის თბილისში აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს თავს". არადა, 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

გამოცემის ადგილობრივი კორესპონდენტის თქმით, ვერც წარმოუდგენია, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს, რაც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის ნახვას მოჰყვა.

ria.ru-ს სერგეი გავრილოვმა განუცხადა: პარლამენტში ჩატარდა ექსტრემისტული აქცია ანგარიშსწორების მუქარით, რუსეთის პრეზიდენტის და დელეგაციების დისკრედიტაციის მცდელობით. ისინი მოითხოვდნენ ჩემს გადაცემას, თითქოს მე ვმონაწილეობდი კონფლიქტში აფხაზეთში. მე განვაცხადე, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა არანაირ სამხედრო კონფლიქტში, არც აფხაზეთში, არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეუძლიათ, რადგან მუქარა იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ყველა დელეგატის მიმართ. ყველა დელეგაციამ დავტოვეთ სხდომათა დარბაზი. კოლეგებმა ჩვენ მხარი დაგვიჭირეს - რომ რუსეთის გარეშე არ შეიძლება სხდომის ჩატარება. მე, როგორც ამ ასამბლეის პრეზიდენტი, ჩავატარებ ამ სხდომას, რადგან ის დანიშნული იყო და ბევრი ქართველი დეპუტატი ჩვენ მხარს გვიჭერს".

სერგეი გავრილოვის განცხადებით, რუსი პარლამენტარების საქართველოში ჩასვლის წინ გავრცელდა "ფეიკნიუსი" იმის თაობაზე, რომ ის აფხაზეთში და დნესტრისპირეთის ომების მონაწილეა. სერგეი გავრილოვმა ეს ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე სამხედრო კონფლიქტში. გავრილოვმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთს და საქართველოს აერთიანებს ძმური მართლმადიდებლური კავშირი“. ამასთან ერთად რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახლა „ყველა მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის.

tass.ru-ს ცნობით, "რუსეთის დუმის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის დატოვება დაცვის თანხლებით მოუხდა". როგორც გამოცემა წერს: "გავრილოვი ირწმუნება, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაციები იყო გავრცელებული, თითქოს ის აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. მისივე თქმით, მას სურდა, საქართვლოსა და რუსეთს სხვა მიმართულებით გაეგრძელებინათ ურთიერთობა".

eadaily.com-ის ცნობით, რუს დეპუტატს საქართველოში არაკეთილგანწყობილად შეხვდნენ: "მათი თქმით, სერგეი გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღდეგ იბრძოდა, გარდა ამისა, გავრილოვმა 2011 წელს აფაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმების მხარდასაჭერად ბევრი რამ გააკეთა. ამასთან, ის არის პუტინის იდეოლოგიური მოკავშირე და საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ აქვსო, - ამბობდნენ საპროტესტო აქციის წევრები".

"რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში სკანდალი გამოიწვია", - წერს აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az, რომლის ცნობითაც, გარდა იმისა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩავიდა, რატომღაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

"საქართველოში რუსი დეპუტატის ასამბლეაში მონაწილეობის გამო შფოთავენ, - წერს eadaily.com. გამოცემის ცნობით, გავრილოვი, მისი გამოსვლიდან გარკვეული დროის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად პარლამენტის დარბაზიდან სწრაფად გაიყვანეს და შემდეგ დიდხანს ბჭობდნენ, როგორ გაერიდებინათ შექმნილ ვითარებას.

ქართული საზოგადოების რეაქციას რუსულ სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ერთი ნაწილის თქმით, გავრილოვი საქართველოში არც უნდა ჩასულიყო, სხვები მიიჩნევენ, რომ "მეზობელი საქართველო ყველაზე კარგად რუსეთთან ყოფნის დროს გრძნობდა თავს".

"არ იცი სად მიდიხარ? რატომ არის საქართველო შენი სამშობლო, შენმა ხელისუფლებამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რომ წაართვა, ნარკომანების ბუდედ, სომეხი ნარკორეალიზატორების სამოთხედ აქცია, რას ელოდა გავრილოვი, საინტერესოა?! ახლახან ცოლს ოფიციალურად დაშორდა და, ეტყობა, გულის გადასაყოლებლად საქართველოში წავიდა", - წერს სოციალურ ქსელში ანდრეი გლუხინი.

"სულ ევროპაში დავდივარ და მხოლოდ ერთხელ ვნახე "ბორჯომი". გიჭირთ უჩვენოდ, ქართველებო და არ აღიარებთ".

"არა უშავს, საღამოს "მიმინოს" ჩაუსხედით და მოეშვებით" - წერს ტატიანა ლესტოჩკინა.

"არ უნდა ამ ხალხს ჩვენთან და კიდევ რამდენი უნდა ვაწვალოთ. კრიმინალურ აფხაზეთსა და ოსეთსაც კი დათმობენ, იმდენად არ უნდა ჩვენთან. იქნებ შევეშვათ", - მიაჩნია ოგელ ბუიდოვს.

ვინ არის გავრილოვი?

რუსული მედიის ცნობით, ანდრეი გავრილოვი 1966 წლის 27 იანარს ტულაში დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა მორკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1990-1992 წლებში იყო ქალაქ ტულას სახალხო დეპუტატი. სამჯერ ცდილობდა რუსეთის დუმაში მოხვედრას, თუმცა ეს მხოლოდ 2005 წელს შეძლო. წლების განმავლობაში მუშაობდა "რუსეთის თვითმფრინავთმშენებლობის კორპორაცია МиГ-ში, გენერალური დირექტორის მრჩევლად. აქვს ეკონომიკური საკითხებში მრჩევლად მუშაობის გამოცდილებაც. გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის სახელმწიფოს დუმაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებითაც. ბოლო წლებში რელიგიური ორგანიზაციების კუთხითაც გააქტიურდა, სადაც რელიგიური გაერთიანების საკითხებში საბჭოს მრჩეველი იყო.

ავსტრალიაში ხანძარმა ცა წითლად შეღება - ცეცხლი ძლიერდება, ხალხი თავის გადასარჩენად ზღვაში შედის

ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"

ავღანეთში "თალიბების" ერთ-ერთი მეთაური მოკლეს