Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამმაგი სკანდალი, რომელმაც შესაძლოა, ირაკლი კობახიძის კარიერა დაასამაროს
სამმაგი სკანდალი, რომელმაც შესაძლოა, ირაკლი კობახიძის კარიერა დაასამაროს

"ყო­ჩაღ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას!!! მო­ხერ­ხე­ბა უნდა, რომ ცა­რი­ელ ად­გი­ლას სამ­მა­გი სკან­და­ლი გა­მო­ა­ცხო - სა­ერ­თა­შო­რი­სო, შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი და შიდა პარ­ტი­უ­ლი. ვგუ­ლის­ხმობთ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ას, რო­მელ­მაც "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­და­ფა­რა. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ასამ­ბლე­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში რუს კო­მუ­ნისტს (ეს კი­დევ ერთი ანო­მა­ლი­აა, რად­გან კომ­პარ­ტია ათე­იზმს ქა­და­გებს) მიჰ­ყავ­და.

ამ ჯო­ჯო­ხე­თურ კოქ­ტე­ილს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ზო­ნან­სიც ექ­ნე­ბა, შიდა პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც არია სი­ტუ­ა­ცია და "ოც­ნე­ბის" შიგ­ნი­თაც ძვრე­ბი და­ი­წყე­ბა. არც ის გა­მოგ­ვრჩეს, რომ რუ­სეთს პრე­ტენ­ზი­ე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა და ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს ამ სკან­დალს სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

არა­და, შე­საძ­ლოა, არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რი­ყო. ნე­ბის­მი­ე­რი ასამ­ბლე­ის თუ ფო­რუ­მის გა­მარ­თვამ­დე დღის წეს­რი­გი კარ­გა ხნით ადრე დგე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მას­პინ­ძე­ლი იყო პარ­ლა­მენ­ტი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ეკის­რე­ბა. ოღონდ არა პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხურს, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

კერ­ძოდ, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თია და შე­სა­ბა­მი­სად, ღო­ნის­ძი­ე­ბა­საც ხომ რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი წა­იყ­ვან­და?! ამას დიდი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბო­და?! არ უნდა სცოდ­ნო­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, თუ რო­გორ იქ­ნე­ბო­და გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გა­მარ­თულ ასამ­ბლე­ა­ზე რო­ლე­ბი?! ამის­თვის სა­ჭი­რო იყო დღის წეს­რიგ­ში ჩა­ხედ­ვა და ელე­მენ­ტა­რუ­ლი, ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. შე­ეძ­ლო ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის­თვის ეკი­თხა. ან თუ იცო­და მან ან "ოც­ნე­ბის" რო­მე­ლი­მე ლი­დერ­მა, არ გა­უჩ­ნდათ კი­თხვა, თუ რა რე­ზო­ნან­სი ექ­ნე­ბო­და ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის კო­მუ­ნის­ტი დე­პუ­ტა­ტის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში წა­მოს­კუ­პე­ბას?!

ეს ელე­მენ­ტა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ე­ბი არ გა­კეთ­და. აი, შე­დე­გიც - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ირ­ყა, შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გამ­წვავ­და (თით­ქოს "პრა­ი­დის" თემა არ იყოს საკ­მა­რი­სი) და რუ­სე­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­მარ­შის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ეს ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს შე­ი­ცავს და არც თუ დიდი მან­ძი­ლი გვა­შო­რებს იმის­კენ, რომ მოვ­ლე­ნე­ბი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დეს.

"ოც­ნე­ბა­ში" ამ დროს ყვე­ლა აღ­შფო­თე­ბუ­ლია - და­წყე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლით, ზაზა გა­ბუ­ნი­ა­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თურ­მე, აღ­შფო­თე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეც, რომ­ლის­თვი­საც ასე­ვე მძი­მე სა­ნა­ხა­ვი ყო­ფი­ლა გავ­რი­ლო­ვის ქარ­თულ პარ­ლა­მენ­ტში გრი­მი­ტო­ბა. ქუც­ნაშ­ვი­ლი ბო­დი­შებს იხ­დის.

აღ­შფო­თე­ბა და ბო­დი­შე­ბი საქ­მეს არ უშ­ვე­ლის. ამ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ვი­ღა­ცამ პა­სუ­ხი უნდა აგოს. ოღონდ არა პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხურ­მა, რო­მე­ლიც ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებს აგ­ვა­რებს და პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ იღებს. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა უნდა, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, ალ­ბათ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მა და ქუც­ნაშ­ვი­ლის "ოც­ნე­ბი­დან" დის­ტან­ცი­რე­ბა უნდა იყოს. ასე­ვე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან კი­დევ ერთხელ მკაც­რად და მკა­ფი­ოდ და­ფიქ­სი­რე­ბა, რომ მსგავ­სი შეგ­ნე­ბუ­ლი თუ შე­უგ­ნე­ბე­ლი სა­ბო­ტა­ჟი მი­უ­ღე­ბე­ლია. პა­რა­ლე­ლუ­რად, მთავ­რო­ბა უნდა ეცა­დოს, რომ არ გა­ექ­ცეს მოვ­ლე­ნე­ბის სა­და­ვე­ე­ბი ხე­ლი­დან.

ამის შემ­დეგ კი უნდა შექ­მნან მე­ქა­ნიზ­მე­ბი იმის­თვის, რომ უყუ­რა­დღე­ბო­ბით, უჭ­კუ­ო­ბით, შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, ქვე­ყა­ნა საფრ­თხის წი­ნა­შე არა­ვინ და­ა­ყე­ნოს.

P.S. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ალ­ბათ, თა­ვად უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვა, არ და­ე­ლო­დოს მი­თი­თე­ბებს და გა­დად­გეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან.

ავტორი:

სამმაგი სკანდალი, რომელმაც შესაძლოა, ირაკლი კობახიძის კარიერა დაასამაროს

სამმაგი სკანდალი, რომელმაც შესაძლოა, ირაკლი კობახიძის კარიერა დაასამაროს

"ყოჩაღ" ხელისუფლებას!!! მოხერხება უნდა, რომ ცარიელ ადგილას სამმაგი სკანდალი გამოაცხო - საერთაშორისო, შიდა პოლიტიკური და შიდა პარტიული. ვგულისხმობთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას, რომელმაც "თბილისი პრაიდის" გარშემო განვითარებული მოვლენები გადაფარა. მართლმადიდებლობის ასამბლეას, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობაში რუს კომუნისტს (ეს კიდევ ერთი ანომალიაა, რადგან კომპარტია ათეიზმს ქადაგებს) მიჰყავდა.

ამ ჯოჯოხეთურ კოქტეილს საერთაშორისო რეზონანსიც ექნება, შიდა პოლიტიკურადაც არია სიტუაცია და "ოცნების" შიგნითაც ძვრები დაიწყება. არც ის გამოგვრჩეს, რომ რუსეთს პრეტენზიების წამოყენების შესაძლებლობა მიეცა და ჯერ კიდევ უცნობია, როგორ გამოიყენებს ამ სკანდალს საქართველოს საწინააღმდეგოდ.

არადა, შესაძლოა, არც არაფერი მომხდარიყო. ნებისმიერი ასამბლეის თუ ფორუმის გამართვამდე დღის წესრიგი კარგა ხნით ადრე დგება. ამ შემთხვევაში მასპინძელი იყო პარლამენტი და პასუხისმგებლობაც საკანონმდებლო ორგანოს ეკისრება. ოღონდ არა პროტოკოლის სამსახურს, არამედ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

კერძოდ, მართლმადიდებლობის ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანა რუსეთია და შესაბამისად, ღონისძიებასაც ხომ რუსეთის წარმომადგენელი წაიყვანდა?! ამას დიდი ანალიზი სჭირდებოდა?! არ უნდა სცოდნოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, თუ როგორ იქნებოდა განაწილებული საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ასამბლეაზე როლები?! ამისთვის საჭირო იყო დღის წესრიგში ჩახედვა და ელემენტარული, ამ საკითხით დაინტერესება. შეეძლო ზაქარია ქუცნაშვილისთვის ეკითხა. ან თუ იცოდა მან ან "ოცნების" რომელიმე ლიდერმა, არ გაუჩნდათ კითხვა, თუ რა რეზონანსი ექნებოდა ოკუპანტი რუსეთის კომუნისტი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში წამოსკუპებას?!

ეს ელემენტალური რაღაცეები არ გაკეთდა. აი, შედეგიც - ხელისუფლება სერიოზულად შეირყა, შიდა პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა (თითქოს "პრაიდის" თემა არ იყოს საკმარისი) და რუსეთი, სავარაუდოდ, დემარშისთვის ემზადება. ეს ქვეყნისთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და არც თუ დიდი მანძილი გვაშორებს იმისკენ, რომ მოვლენები არაპროგნოზირებადი სცენარით განვითარდეს.

"ოცნებაში" ამ დროს ყველა აღშფოთებულია - დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, ზაზა გაბუნიათი დამთავრებული. თურმე, აღშფოთებული ყოფილა ირაკლი კობახიძეც, რომლისთვისაც ასევე მძიმე სანახავი ყოფილა გავრილოვის ქართულ პარლამენტში გრიმიტობა. ქუცნაშვილი ბოდიშებს იხდის.

აღშფოთება და ბოდიშები საქმეს არ უშველის. ამ მძიმე სიტუაციაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. ოღონდ არა პროტოკოლის სამსახურმა, რომელიც ტექნიკურ დეტალებს აგვარებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ იღებს. თუ ხელისუფლებას სიტუაციის განმუხტვა უნდა, პირველი ნაბიჯი, ალბათ, ირაკლი კობახიძის გადადგომა და ქუცნაშვილის "ოცნებიდან" დისტანცირება უნდა იყოს. ასევე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაცრად და მკაფიოდ დაფიქსირება, რომ მსგავსი შეგნებული თუ შეუგნებელი საბოტაჟი მიუღებელია. პარალელურად, მთავრობა უნდა ეცადოს, რომ არ გაექცეს მოვლენების სადავეები ხელიდან.

ამის შემდეგ კი უნდა შექმნან მექანიზმები იმისთვის, რომ უყურადღებობით, უჭკუობით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ქვეყანა საფრთხის წინაშე არავინ დააყენოს.

P.S. ირაკლი კობახიძემ ალბათ, თავად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, არ დაელოდოს მითითებებს და გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან.

"ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა" - მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლო მილოცვას ავრცელებს

"ბიძინა-ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა" - კახა კალაძე ივანიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შედარებაზე

2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში