მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ოთხოზორიას დედა გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებზე - "ლამის გული გამისკდეს..."
გიგა ოთხოზორიას დედა გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებზე - "ლამის გული გამისკდეს..."

ლა­მის გული გა­მის­კდეს, რო­გორ შევ­ხე­დო ჩემი შვი­ლის სუ­რათს არ ვიცი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა გიგა ოთხო­ზო­რი­ას დედა ჯუ­ლი­ე­ტა ჭან­ტუ­რია დღეს პარ­ლა­მენ­ტში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ყოფ­ნას. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ­მა საქ­ცი­ელ­მა ის შეძ­რა.

„მე გიგა ოთხო­ზო­რი­ას დედა რომც არ ვიყო, უკი­დუ­რე­სად მი­უ­ღე­ბე­ლია, ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტე­ბის ხილ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტში. რა პა­სუხს გას­ცე­მენ იმ დე­დებს, რომ­ლებ­საც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს შვი­ლე­ბი და­ე­ღუ­პათ. მე არა­სო­დეს არ და­მი­ფიქ­სი­რე­ბია ჩემი აზრი ხმა­მაღ­ლა, მაგ­რამ ის რაც დღეს მთავ­რო­ბამ გა­ა­კე­თა, მი­უ­ღე­ბე­ლია. ახლა ამ­ბო­ბენ, რომ რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ჩა­მოს­ვლა მათ­თან შენ­თან­ხმე­ბუ­ლი არ იყო, აბა ვის ჰკი­თხეს, უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქეს? დღეს მათი საქ­ცი­ე­ლით მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რუ­ლია. ლა­მის გული გა­მი­ჩერ­დეს, არ ვიცი ჩემი შვი­ლის სუ­რათს რო­გორ შევ­ხე­დო", - ამ­ბობს გიგა ოთხო­ზო­რი­ას დედა.

გიგა ოთხო­ზო­რია 2016 წელს ხურ­ჩა­ში, აფხა­ზი ე.წ. მე­სა­ზღვრის ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სე­სია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დღეს ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა „კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან" სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა რუ­სულ ენა­ზე გახ­სნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბას ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სხდო­მა­ზე შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნას­თან ავიდ­ნენ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ყოფ­ნა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მას შემ­დეგ, რაც ხმა­ურ­მა სა­სე­სიო დარ­ბა­ზი­დან ფო­ი­ე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და პრო­ტესტს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გიგა ოთხოზორიას დედა გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებზე - "ლამის გული გამისკდეს..."

გიგა ოთხოზორიას დედა გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებზე - "ლამის გული გამისკდეს..."

ლამის გული გამისკდეს, როგორ შევხედო ჩემი შვილის სურათს არ ვიცი, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია დღეს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას. როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მთავრობის დღევანდელმა საქციელმა ის შეძრა.

„მე გიგა ოთხოზორიას დედა რომც არ ვიყო, უკიდურესად მიუღებელია, ოკუპაციის პირობებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ხილვა საქართველოში და ქვეყნის პარლამენტში. რა პასუხს გასცემენ იმ დედებს, რომლებსაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს შვილები დაეღუპათ. მე არასოდეს არ დამიფიქსირებია ჩემი აზრი ხმამაღლა, მაგრამ ის რაც დღეს მთავრობამ გააკეთა, მიუღებელია. ახლა ამბობენ, რომ რუსი დეპუტატების ჩამოსვლა მათთან შენთანხმებული არ იყო, აბა ვის ჰკითხეს, უბრალო მოქალაქეს? დღეს მათი საქციელით მთელი ქვეყანა შეძრულია. ლამის გული გამიჩერდეს, არ ვიცი ჩემი შვილის სურათს როგორ შევხედო", - ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა.

გიგა ოთხოზორია 2016 წელს ხურჩაში, აფხაზი ე.წ. მესაზღვრის ტყვიამ იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ