საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Volvo Cars და Uber წარმოგიდგენთ თვითმართვად ავტომობილს
Volvo Cars და Uber წარმოგიდგენთ თვითმართვად ავტომობილს

Volvo Cars-ი ლი­დე­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში და Uber-ი ლი­დე­რი ბრენ­დი სწრა­ფი მგზავ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წარ­მო­ად­გე­ნენ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად შექ­მნილ სრუ­ლი­ად თვით­მარ­თვად, მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­მო­ბილს.

Uber-მა და Volvo Cars-მა პარტნი­ო­რო­ბა ჯერ კი­დევ 2016 წელს და­ი­წყეს და მას შემ­დეგ შექ­მნეს რა­მო­დე­ნი­მე პრო­ტო­ტი­პი, რაც თა­ვის მხრივ მი­მარ­თუ­ლი იყო თვით­მარ­თვა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლის წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი XC90 SUV-ი არის პირ­ვე­ლი მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა Uber-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ავ­ტო­მო­ბილს უკვე შე­უძ­ლია სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა.

XC90 სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია შე­სა­ბა­მი­სი უსაფრ­თხო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით, რაც Uber-ს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მარ­ტი­ვად და­ა­მონ­ტა­ჟოს თა­ვი­სი თვით­მარ­თვა­დი სის­ტე­მა და ამით ახა­ლი სი­ტყვა თქვას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი Volvo Cars-ის უპი­ლო­ტო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის არის რიგი დამ­ზღვე­ვი სის­ტე­მე­ბი, რო­გორც მარ­თვის და მუხ­რუ­ჭის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, ასე­ვე ძრა­ვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფრ­თო­ე­ბას მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის შემთთხვე­ვა­შიც კი.

ვოლ­ვოს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დამ­ზღვე­ვი სის­ტე­მე­ბი, სენ­სო­რე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი შექ­მნი­ლია იმი­სათ­ვის, რომ Uber-ის თვით­მარ­თვა­დი სის­ტე­მა გახ­დეს უფრო სა­ი­მე­დო და და­ცუ­ლი ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს.

Volvo Cars-ის და Uber-ის მეშ­ვე­ო­ბით ერთ დღე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რი Car Sharing-ი მძღო­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბის გა­რე­შე. Uber-ის სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ იმ არე­ა­ლებს, რომ­ლე­ბიც გან­კუთ­ვნი­ლი იქ­ნე­ბა თვით­მარ­თვა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის.

დღეს გა­ცხა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თვით­მარ­თვა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­სა­ხებ არის იმ კო­მერ­ცი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გი, რო­მე­ლიც Volvo Cars-მა და Uber-მა 2016 წელს შე­ი­მუ­შა­ვეს და რის მი­ხედ­ვი­თაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში Uber-ი მი­ი­ღებს ათო­ბით ათას თვით­მარ­თვად ავ­ტო­მო­ბილს ვოლ­ვოს­გან.

„ჩვენ გვჯე­რა, რომ თვით­მარ­თვა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნო­ლო­გია მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას მე­ტად გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ უსაფრ­თხო­ე­ბა, რა­ზეც დგას ჩვე­ნი კომ­პა­ნია. ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ შემ­დე­გი დე­კა­დის შუ­ა­ში, ვოლ­ვოს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მე­სა­მე­დი იქ­ნე­ბა სრუ­ლად ავ­ტო­ნო­მი­უ­რი. ჩვე­ნი Uber-თან შე­თან­ხმე­ბა ხაზს უს­ვამს ჩვენს ამ­ბი­ცი­ას გავ­ხდეთ მთა­ვა­რი მიმ­წო­დებ­ლე­ბი ამ ინ­დუსტრი­ა­ში.“ - ამ­ბობს ჰა­კან სა­მუ­ელ­სო­ნი, Volvo Cars-ის პრე­ზი­დენ­ტი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

„ისეთ კომ­პა­ნი­ას­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­გო­რიც ვოლ­ვოა, არის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რომ ეფექ­ტუ­რად შევ­ქმნათ უსაფრ­თხო და სან­დო ავ­ტო­პარ­კი. დიდი ხა­ნია რაც ვოლ­ვო ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ძლი­ე­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბით, რაც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ვენ­დოთ მათ და ავირ­ჩი­ოთ Uber-ის თვით­მარ­თვა­დი სის­ტე­მის პარტნი­ო­რად.“ - ამ­ბობს ერიკ მე­იჰო­ფე­რი, Uber-ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

Volvo Cars-ი გეგ­მავს, რომ გა­მო­ი­ყე­ნოს მსგავ­სი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია 2020 წლის­თვის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი თა­ო­ბის SPA2 ტი­პის არ­ქი­ტექ­ტუ­რის და მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე თვით­მარ­თვა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი, გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­ნე­ბის­თვის, რო­გო­რე­ბიც არის ავ­ტო­ბა­ნი და რკა­ლუ­რი გზე­ბი. ავ­ტო­ნო­მი­ურ მარ­თვას შე­უძ­ლია გზებ­ზე უფრო მეტი უსაფრ­თხო­ე­ბის შექ­მნა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი იქ­ნე­ბა თვით­მარ­თვა­დი. მა­ნამ­დე კი ვოლ­ვოს ტექ­ნო­ლო­გი­ებს შე­უძ­ლია შე­უმ­სუ­ბუ­ქოს მძღოლს მარ­თვის პრო­ცე­სი, მა­გა­ლი­თის­თვის - უზ­რუნ­ველ­ყოს ავ­ტო­მა­ტუ­რი დაძ­ვრა-გა­ჩე­რე­ბა სა­ცო­ბის დროს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

Volvo Cars და Uber წარმოგიდგენთ თვითმართვად ავტომობილს

Volvo Cars და Uber წარმოგიდგენთ თვითმართვად ავტომობილს

Volvo Cars-ი ლიდერი ავტომობილების ინდუსტრიაში და Uber-ი ლიდერი ბრენდი სწრაფი მგზავრობის მიმართულებით, წარმოადგენენ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შექმნილ სრულიად თვითმართვად, მასობრივი წარმოების ავტომობილს.

Uber-მა და Volvo Cars-მა პარტნიორობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს და მას შემდეგ შექმნეს რამოდენიმე პროტოტიპი, რაც თავის მხრივ მიმართული იყო თვითმართვადი ავტომობილის წარმოების განვითარებისკენ. დღეს წარმოდგენილი XC90 SUV-ი არის პირველი მასობრივი წარმოების ავტომობილი, რომელიც შეიქმნა Uber-თან თანამშრომლობის შედეგად და რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილს უკვე შეუძლია სრულიად დამოუკიდებლად გადაადგილება.

XC90 სრულად აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების ტექნოლოგიით, რაც Uber-ს საშუალებას აძლევს მარტივად დაამონტაჟოს თავისი თვითმართვადი სისტემა და ამით ახალი სიტყვა თქვას საავტომობილო ინდუსტრიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები Volvo Cars-ის უპილოტო ავტომობილებისთვის არის რიგი დამზღვევი სისტემები, როგორც მართვის და მუხრუჭის ფუნქციონირებაში, ასევე ძრავის ფუნქციონირების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთოებას მწყობრიდან გამოსვლის შემთთხვევაშიც კი.

ვოლვოს ავტომობილების დამზღვევი სისტემები, სენსორები და უსაფრთხოების სისტემები შექმნილია იმისათვის, რომ Uber-ის თვითმართვადი სისტემა გახდეს უფრო საიმედო და დაცული ურბანულ გარემოში გადაადგილების დროს.

Volvo Cars-ის და Uber-ის მეშვეობით ერთ დღესაც შესაძლებელი იქნება ავტონომიური Car Sharing-ი მძღოლის შუამავლობის გარეშე. Uber-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები გააკონტროლებენ იმ არეალებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება თვითმართვადი ავტომობილებისთვის.

დღეს გაცხადებული ინფორმაცია, თვითმართვადი ავტომობილების შესახებ არის იმ კომერციული შეთანხმების შედეგი, რომელიც Volvo Cars-მა და Uber-მა 2016 წელს შეიმუშავეს და რის მიხედვითაც უახლოეს მომავალში Uber-ი მიიღებს ათობით ათას თვითმართვად ავტომობილს ვოლვოსგან.

„ჩვენ გვჯერა, რომ თვითმართვადი ავტომობილის ტექნოლოგია მოგვცემს საშუალებას მეტად გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება, რაზეც დგას ჩვენი კომპანია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შემდეგი დეკადის შუაში, ვოლვოს მიერ წარმოებული ავტომობილების მესამედი იქნება სრულად ავტონომიური. ჩვენი Uber-თან შეთანხმება ხაზს უსვამს ჩვენს ამბიციას გავხდეთ მთავარი მიმწოდებლები ამ ინდუსტრიაში.“ - ამბობს ჰაკან სამუელსონი, Volvo Cars-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

„ისეთ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობა, როგორიც ვოლვოა, არის მთავარი ფაქტორი, რომ ეფექტურად შევქმნათ უსაფრთხო და სანდო ავტოპარკი. დიდი ხანია რაც ვოლვო ცნობილია თავისი ძლიერი უსაფრთხოების სისტემებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვენდოთ მათ და ავირჩიოთ Uber-ის თვითმართვადი სისტემის პარტნიორად.“ - ამბობს ერიკ მეიჰოფერი, Uber-ის ტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი.

Volvo Cars-ი გეგმავს, რომ გამოიყენოს მსგავსი ავტონომიური ავტომობილების კონცეფცია 2020 წლისთვის, რომლის მიხედვითაც წარდგენილი იქნება შემდეგი თაობის SPA2 ტიპის არქიტექტურის და მონაცემების მქონე თვითმართვადი ავტომობილი, განკუთვნილი სპეციალური ზონებისთვის, როგორებიც არის ავტობანი და რკალური გზები. ავტონომიურ მართვას შეუძლია გზებზე უფრო მეტი უსაფრთხოების შექმნა იმ შემთხვევაში, თუ ყველა ავტომობილი იქნება თვითმართვადი. მანამდე კი ვოლვოს ტექნოლოგიებს შეუძლია შეუმსუბუქოს მძღოლს მართვის პროცესი, მაგალითისთვის - უზრუნველყოს ავტომატური დაძვრა-გაჩერება საცობის დროს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი