მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ
ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ

„რუ­სე­თი არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% და ამ ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იჯდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სკამ­ზე, რაც ძა­ლი­ან მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო,“ - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბა­ქო­ში გა­ნუ­ცხა­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

„ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო ის, რაც ვი­ხი­ლეთ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში. რუ­სე­თი არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% და ამ ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იჯდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სკამ­ზე, რაც ძა­ლი­ან მძი­მე სა­ნა­ხა­ვი, მძი­მე სუ­რა­თი იყო. მე სამ­წუ­ხა­როდ, არ მქონ­და მყი­სი­ე­რად სა­ჯა­როდ რე­ა­გი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვარ. შე­მა­ტყო­ბი­ნეს ამ ფაქ­ტის თა­ო­ბა­ზე და მა­შინ­ვე მო­ვი­თხო­ვე სე­სი­ის შე­ჩე­რე­ბა. კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ რუ­სეთს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% და ამა­ზე ჩვენ ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლეთ გუ­ში­ნაც, რო­დე­საც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სე­სი­ის გახ­სნა­ზე. იმ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან, არა­ფე­რი არ აქვს სა­ერ­თო არც ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან, არც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სე­სია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დღეს ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა „კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან" სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა რუ­სულ ენა­ზე გახ­სნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბას ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სხდო­მა­ზე შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნას­თან ავიდ­ნენ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ყოფ­ნა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მას შემ­დეგ, რაც ხმა­ურ­მა სა­სე­სიო დარ­ბა­ზი­დან ფო­ი­ე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და პრო­ტესტს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც ძალიან მძიმე სანახავი იყო,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მისი განმარტებით, მას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მყისიერი რეაგირების საშუალება არ ჰქონდა, რადგან საქართველოში არ იმყოფება.

„ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც ძალიან მძიმე სანახავი, მძიმე სურათი იყო. მე სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ ვარ. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე. იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არაფერი არ აქვს საერთო არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები