პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი - რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს
პრეზიდენტი - რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, „აქ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი არა­ფე­რია და რუ­სე­თის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­ლი­გი­აა“.

„მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლეა? რას ნიშ­ნავს? რა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კავ­ში­რი და ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ჩვენ და იმ ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ჩვენ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პან­ტია, არა­მედ ებ­რძვის რე­ლი­გი­ა­საც და ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნულ წესს. რო­მე­ლიც კრძა­ლავს - გუ­შინ­წინ­დე­ლი მა­გა­ლი­თი გრე­მის­ხევ­ში - ქარ­თველ და ოს ქრის­ტი­ან­თა ხატ­თან ერ­თობ­ლივ მის­ვლას და ლოც­ვას, სა­კუ­თარ დედ-მა­მის საფ­ლა­ვე­ბის კურ­თხე­ვას, აფხა­ზე­თის ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ე­ბის აღ­დგე­ნას!

აქ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი არც არა­ფე­რია! რუ­სე­თის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხერ­ხი, ესე იგი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­ლი­გია! თუ ეს ასეა, ამ პო­ლი­ტი­კურ თა­მაშს რა­ტომ ვთა­მა­შობთ ჩვენც?“ - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტში სე­სი­ას მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან" სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი უძღვე­ბა, რო­მელ­საც გუ­შინ სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლეს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით შეხ­ვდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

პრეზიდენტი - რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს

პრეზიდენტი - რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, „აქ მართლმადიდებლური არაფერია და რუსეთისთვის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგიაა“.

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში - ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას!

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“ - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი "კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები