Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა პარლამენტთან - სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობდნენ
რა ვითარებაა პარლამენტთან - სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობდნენ

ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის, „ძალა ერ­თო­ბა­შია"-ს ლი­დე­რი და­ვით ქა­ცა­რა­ვა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას ცდი­ლობ­დნენ, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს.

პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუსი დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ იმ­ყო­ფე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წილ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ „რე­დი­სონ­თან“ გა­და­ი­ნაც­ვლონ. მა­ნამ­დე კი ვი­თა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის საშვთა ბი­უ­როს­თან და­ძა­ბუ­ლი იყო.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბის თქმით, ისი­ნი დაშ­ლას არ აპი­რე­ბენ და მო­სახ­ლე­ო­ბას 19:00 სა­ათ­ზე ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის მიერ ასამ­ბლე­ის სხდო­მის წაყ­ვა­ნის ფაქტს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის პრო­ტეს­ტის შემ­დეგ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ასამ­ბლეა დღეს აღარ გაგ­რძელ­დე­ბა.

LIVE: პარ­ლა­მენ­ტში ისევ ხმა­უ­რი ატყდა - აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი და­ი­კა­ვეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, შეჭ­რას ცდი­ლო­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან - სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობდნენ

რა ვითარებაა პარლამენტთან - სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობდნენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი დავით ქაცარავა და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტუმრო „რედისონში“ იმყოფება. აქციის მონაწილეების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რედისონთან“ გადაინაცვლონ. მანამდე კი ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის საშვთა ბიუროსთან დაძაბული იყო.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ და მოსახლეობას 19:00 საათზე ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბლეის სხდომის წაყვანის ფაქტს აპროტესტებენ.

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შემდეგ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ასამბლეა დღეს აღარ გაგრძელდება.

LIVE: პარლამენტში ისევ ხმაური ატყდა - აქციის მონაწილეებმა შენობის შესასვლელი დაიკავეს და სავარაუდოდ, შეჭრას ცდილობენ

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები