საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი" - ოპოზიციის მუქარა ირაკლი კობახიძეს
"კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი" - ოპოზიციის მუქარა ირაკლი კობახიძეს

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის პარ­ლა­მენ­ტში ჩა­ტა­რე­ბას­თან და მას­ში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას უშუ­ა­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის­გან ითხოვს.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბი და პარ­ტი­ის წევ­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოს.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ კო­ბა­ხი­ძე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვე­ღარ იქ­ნე­ბა და სა­სე­სიო დარ­ბაზ­ში ვე­ღარ შე­მო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უღირ­სი თავ­მჯდო­მა­რის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი უნდა და­ი­წყოს, რად­გან ის იმ სკამს არ იმ­სა­ხუ­რებს, რო­მე­ლიც მან რუს დე­პუ­ტატს და­უთ­მო, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა ვატო შა­ქა­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის ფარ­გლებ­ში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა.

„სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი, გმი­რე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ იმის­თვის, რომ გავ­რი­ლო­ვი და რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში არ დამ­სხდა­რიყ­ვნენ მა­ღალ ტრი­ბუ­ნებ­ზე. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პირ­და­პირ, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ, ყო­ველ­გვა­რი ტან­კე­ბის, ია­რა­ღე­ბი­სა და ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის გა­რე­შე შე­მო­იყ­ვა­ნა რუსი ოკუ­პან­ტი, დას­ვა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სკამ­ზე. ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და დღეს, აქე­დან­ვე უნდა და­ი­წყოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უღირ­სი თავ­მჯდო­მა­რის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი, რად­გან ის იმ სკამს არ იმ­სა­ხუ­რებს, რო­მე­ლი სკა­მიც მან რუს დე­პუ­ტატს და­უთ­მო. აბა, რის­თვის ვიბ­რძო­დით, ვა­შა­ძე რომ არ გვინ­დო­და პრე­ზი­დენ­ტად? ტყუ­ი­ლი ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ფე­რი. ეს და­ნა­შა­უ­ლია და იმ­პიჩ­მენ­ტი კი არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა და­ედ­გო­მო­დეს. ალ­ბათ, გავ­რი­ლოვს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა იცავს და ის მდი­ნა­რა­ძის კა­ბი­ნეტ­ში ყა­ვას სვამს. კო­ბა­ხი­ძეს ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თუ არ და­ე­კის­რე­ბა, მა­შინ ეს სა­ხელ­მწი­ფო არ ყო­ფი­ლა! რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სად იმ­ყო­ფე­ბა? თუ ის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, მა­შინ აღარ უნდა ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და შა­ქა­რიშ­ვილ­მა.

მან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ბა­ნე­რი გა­მო­ფი­ნა წარ­წე­რით: „კო­ბა­ხი­ძე = გავ­რი­ლოვს! და­ი­წყოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სე­სია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დღეს ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა „კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან" სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა რუ­სულ ენა­ზე გახ­სნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბას ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სხდო­მა­ზე შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნას­თან ავიდ­ნენ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ყოფ­ნა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მას შემ­დეგ, რაც ხმა­ურ­მა სა­სე­სიო დარ­ბა­ზი­დან ფო­ი­ე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და პრო­ტესტს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ავტორი:

"კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი" - ოპოზიციის მუქარა ირაკლი კობახიძეს

"კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი" - ოპოზიციის მუქარა ირაკლი კობახიძეს

„ნაციონალური მოძრაობა“ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტში ჩატარებასთან და მასში რუსი დეპუტატების მონაწილეობასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღებას უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე ვეღარ იქნება და სასესიო დარბაზში ვეღარ შემოვა.

საქართველოს პარლამენტის უღირსი თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაიწყოს, რადგან ის იმ სკამს არ იმსახურებს, რომელიც მან რუს დეპუტატს დაუთმო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.

„საუკუნეების განმავლობაში ქართველები, გმირები იღუპებოდნენ იმისთვის, რომ გავრილოვი და რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში არ დამსხდარიყვნენ მაღალ ტრიბუნებზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირდაპირ, უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ტანკების, იარაღებისა და ატომური ბომბების გარეშე შემოიყვანა რუსი ოკუპანტი, დასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, პარლამენტის თავმჯდომარეს და დღეს, აქედანვე უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტის უღირსი თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი, რადგან ის იმ სკამს არ იმსახურებს, რომელი სკამიც მან რუს დეპუტატს დაუთმო. აბა, რისთვის ვიბრძოდით, ვაშაძე რომ არ გვინდოდა პრეზიდენტად? ტყუილი ყოფილა ყველაფერი. ეს დანაშაულია და იმპიჩმენტი კი არა, საქართველოში არ უნდა დაედგომოდეს. ალბათ, გავრილოვს სახელმწიფო დაცვა იცავს და ის მდინარაძის კაბინეტში ყავას სვამს. კობახიძეს ამაზე პასუხისმგებლობა თუ არ დაეკისრება, მაშინ ეს სახელმწიფო არ ყოფილა! რა მნიშვნელობა აქვს, სად იმყოფება? თუ ის დღეს საქართველოში არ არის, მაშინ აღარ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

მან საქართველოს პარლამენტში ბანერი გამოფინა წარწერით: „კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი“.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები