პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი, რომელმაც მეტროში საყურის გამო ორ ახალგაზრდას სცემა, დააკავეს - რას აცხადებენ შსს-ში
მამაკაცი, რომელმაც მეტროში საყურის გამო ორ ახალგაზრდას სცემა, დააკავეს - რას აცხადებენ შსს-ში

მეტ­რო­სად­გურ „რუს­თა­ველ­ში“ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ჩა­ლი­გა­ვა და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი მი­მალ­ვას ცდი­ლობ­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ჩა­ლი­გა­ვა ვაშ­ლი­ჯვრის სა­საფ­ლა­ოს­თან და­ა­კა­ვა.

გუ­შინ რუს­თა­ვე­ლის მეტ­რო­ში რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი ორ ახალ­გაზ­რდას, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ყუ­რის გამო ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი სა­ყუ­რე გახ­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ახალ­გაზ­რდას ეკე­თა.

თვითმხილ­ვე­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მეტ­რო­თი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი ყვი­რო­და, რომ სა­ყუ­რე ქარ­თველ კაცს არ უხ­დე­ბა და ახალ­გაზ­რდას მის მოხ­სნას სთხოვ­და.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ზ" ქვე­პუნ­ქტით და 239-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც რა­სობ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი, ეროვ­ნუ­ლი ან ეთ­ნი­კუ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას და ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მამაკაცი, რომელმაც მეტროში საყურის გამო ორ ახალგაზრდას სცემა, დააკავეს - რას აცხადებენ შსს-ში

მამაკაცი, რომელმაც მეტროში საყურის გამო ორ ახალგაზრდას სცემა, დააკავეს - რას აცხადებენ შსს-ში

მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირი მიმალვას ცდილობდა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ჩალიგავა ვაშლიჯვრის სასაფლაოსთან დააკავა.

გუშინ რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ეკეთა.

თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაშავებულები ქუჩის მუსიკოსები არიან, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ საყურე ქართველ კაცს არ უხდება და ახალგაზრდას მის მოხსნას სთხოვდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს