პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური პარლამენტში - ოპოზიციონერი პარლამენტარები რუს დეპუტატს დარბაზში აღარ უშვებენ
ხმაური პარლამენტში - ოპოზიციონერი პარლამენტარები რუს დეპუტატს დარბაზში აღარ უშვებენ

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­თან, სა­დაც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის 26-ე სე­სია ტარ­დე­ბა, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტე­ბი პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტად მი­ვიდ­ნენ.

მას შემ­დეგ, რაც სე­სი­ა­ზე ხან­მოკ­ლე შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ცხად­და და ასამ­ბლე­ის მო­ნა­წი­ლე დე­ლე­გა­ტე­ბი ფო­ი­ე­ში გა­ვიდ­ნენ, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სერ­გეი გავ­რი­ლოვს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ და რაც პარ­ლა­მენ­ტში ხდე­ბა, სირ­ცხვი­ლია.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და პარ­ლა­მენ­ტში დას­ვეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მე­ო­მა­რი რუსი, არა­ვინ არ და­უშ­ვებს გავ­რი­ლო­ვის ამ დარ­ბაზ­ში ყოფ­ნას. აქ ჩვენ მას ფი­ზი­კუ­რად არ შე­მო­ვუშ­ვებთ“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­პუ­ტატ­მა ხოშ­ტა­რი­ამ.

ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ელე­ნე ხოშ­ტა­რია, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, სერ­გო რა­ტი­ა­ნი და ოთარ კა­ხი­ძე პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, სპი­კე­რატ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ გავ­რი­ლოვს სა­სე­სიო დარ­ბაზ­ში დარ­ბუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

სა­სე­სიო დარ­ბაზ­ში არი­ან ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი და ადა მარ­შა­ნია, რომ­ლებ­საც „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რებ­მა მი­მარ­თეს, თუ რა­ტომ არ რცხვე­ნი­ათ ის, რაც პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ხდე­ბა.

ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის კა­მა­თი ერ­თგვარ გა­წევ-გა­მო­წე­ვა­შიც გა­და­ი­ზარ­და. ადა მარ­შა­ნია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რებს პრო­ვო­კა­ტო­რებს უწო­დებს და მან­და­ტურს სთხოვს, ისი­ნი სხდომ­თა დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნონ.

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე შეს­ვე­ნე­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ინ­ცი­დენ­ტის გამო არ გრძელ­დე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ხმაური პარლამენტში - ოპოზიციონერი პარლამენტარები რუს დეპუტატს დარბაზში აღარ უშვებენ

ხმაური პარლამენტში - ოპოზიციონერი პარლამენტარები რუს დეპუტატს დარბაზში აღარ უშვებენ

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია ტარდება, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები პროტესტის გამოსახატად მივიდნენ.

მას შემდეგ, რაც სესიაზე ხანმოკლე შესვენება გამოცხადდა და ასამბლეის მონაწილე დელეგატები ფოიეში გავიდნენ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სერგეი გავრილოვს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ მისცემენ და რაც პარლამენტში ხდება, სირცხვილია.

„საქართველოში ჩამოიყვანეს და პარლამენტში დასვეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეომარი რუსი, არავინ არ დაუშვებს გავრილოვის ამ დარბაზში ყოფნას. აქ ჩვენ მას ფიზიკურად არ შემოვუშვებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი, სერგო რატიანი და ოთარ კახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სპიკერატში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ გავრილოვს სასესიო დარბაზში დარბუნების საშუალებას არ მისცემენ.

სასესიო დარბაზში არიან ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია, რომლებსაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მიმართეს, თუ რატომ არ რცხვენიათ ის, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ხდება.

ქართველი დეპუტატების კამათი ერთგვარ გაწევ-გამოწევაშიც გადაიზარდა. ადა მარშანია "ევროპული საქართველოს“ წევრებს პროვოკატორებს უწოდებს და მანდატურს სთხოვს, ისინი სხდომთა დარბაზიდან გაიყვანონ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, ინციდენტის გამო არ გრძელდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები