პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კომუნისტი სერგეი გავრილოვი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში სესიას უძღვებოდა
ვინ არის კომუნისტი სერგეი გავრილოვი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში სესიას უძღვებოდა

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ასამ­ბლე­ას უძღვე­ბო­და, რუ­სე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რია.

გავ­რი­ლო­ვი 1966 წელს ტუ­ლა­ში და­ი­ბა­და. 1989 წელს მოს­კო­ვის ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და 90-იან წლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მას მე­სა­მე მცდე­ლო­ბი­სას გა­უ­მარ­თლა და 2007 წელს დუ­მის დე­პუ­ტა­ტი გახ­და.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ გავ­რი­ლო­ვი ხში­რად ჩა­დის ხოლ­მე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში - მათ შო­რის, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და აფხა­ზეთ­შიც. ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გავ­რი­ლო­ვი აფხა­ზეთ­ში უშუ­ა­ლოდ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რუ­სულ წყა­რო­ებ­ში არა­ფე­რი იძებ­ნე­ბა.

„ქარ­თვე­ლე­ბის სის­ხლის დამ­ღვრე­ლი, კა­გე­ბეშ­ნი­კი კო­მუ­ნის­ტი გავ­რი­ლო­ვის პა­ტი­ვით შე­მოშ­ვე­ბა, ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბის სა­ე­ტა­პო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დია,“ - წერს „ფე­ის­ბუქ­ზე“ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი.

თა­ვად რუსი დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა მის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლია და რუ­სეთ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც უნდა გა­ნა­ახ­ლონ.

"მე ვფიქ­რობ, წვლი­ლი უნდა შე­ვი­ტა­ნოთ არა მხო­ლოდ ტუ­რიზმსა და ბიზ­ნეს­ში, არა­მედ კულ­ტუ­რა­შიც. ასე­ვე, მინ­და ვუ­პა­სუ­ხო ფე­იკ­ნი­უ­სებს, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მე­დი­ით გავ­რცელ­და. არა­სო­დეს გავ­რი­ლოვს არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ეს სიც­რუ­ეა", - გა­ნა­ცხა­და გავ­რი­ლოვ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნას ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. მას შემ­დეგ, რაც სე­სი­ა­ზე ხან­მოკ­ლე შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ცხად­და და ასამ­ბლე­ის მო­ნა­წი­ლე დე­ლე­გა­ტე­ბი ფო­ი­ე­ში გა­ვიდ­ნენ, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტე­ბმა ელე­ნე ხოშ­ტა­რიამ, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კმა, სერ­გო რა­ტი­ა­ნმა და ოთარ კა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, სპი­კე­რატ­ი და­ი­კა­ვეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ გავ­რი­ლოვს სა­სე­სიო დარ­ბაზ­ში დარ­ბუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მდნენ.

სა­ბო­ლო­ოდ, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სხდო­მ, რო­მელ­საც სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი უძღვე­ბო­და, ჩა­ი­შა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ვინ არის კომუნისტი სერგეი გავრილოვი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში სესიას უძღვებოდა

ვინ არის კომუნისტი სერგეი გავრილოვი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში სესიას უძღვებოდა

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლურ ასამბლეას უძღვებოდა, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრია.

გავრილოვი 1966 წელს ტულაში დაიბადა. 1989 წელს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და 90-იან წლებში რამდენჯერმე სცადა პარლამენტში მოხვედრა, თუმცა უშედეგოდ. მას მესამე მცდელობისას გაუმართლა და 2007 წელს დუმის დეპუტატი გახდა.

რუსული მედია წერს, რომ გავრილოვი ხშირად ჩადის ხოლმე ცხელ წერტილებში - მათ შორის, საომარი მოქმედებების დროს იმყოფებოდა აფხაზეთშიც. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული. თუმცა, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, რუსულ წყაროებში არაფერი იძებნება.

„ქართველების სისხლის დამღვრელი, კაგებეშნიკი კომუნისტი გავრილოვის პატივით შემოშვება, ოცნების მთავრობის საეტაპო პოლიტიკური განაცხადია,“ - წერს „ფეისბუქზე“ გიორგი კანდელაკი.

თავად რუსი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოში ყოფნა მისთვის კომფორტულია და რუსეთმა და საქართველომ ურთიერთობების სხვა მიმართულებითაც უნდა განაახლონ.

"მე ვფიქრობ, წვლილი უნდა შევიტანოთ არა მხოლოდ ტურიზმსა და ბიზნესში, არამედ კულტურაშიც. ასევე, მინდა ვუპასუხო ფეიკნიუსებს, რომელიც ქართული მედიით გავრცელდა. არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს სიცრუეა", - განაცხადა გავრილოვმა.

საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების გამოჩენას ოპოზიციონერი პარლამენტარების პროტესტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც სესიაზე ხანმოკლე შესვენება გამოცხადდა და ასამბლეის მონაწილე დელეგატები ფოიეში გავიდნენ, "ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ, გიორგი კანდელაკმა, სერგო რატიანმა და ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სპიკერატი დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვს სასესიო დარბაზში დარბუნების საშუალებას არ მისცემდნენ.

საბოლოოდ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომ, რომელსაც სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, ჩაიშალა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები