მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა

ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტე გარ­და­იც­ვა­ლა.

80 წლის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ძიმ­და. მე­უ­ფეს ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ის 10 დღე­ზე მეტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

მე­უ­ფის ცხე­და­რი ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლის­ტრა­ტე, ერის­კა­ცო­ბა­ში შოთა ილი­ას ძე მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი, და­ი­ბა­და 1938 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს, თე­ლა­ვის რა­ი­ონ სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში, 1956 წელს და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, იმა­ვე წელს გა­იწ­ვი­ეს საბ­ჭო­თა არ­მი­ის რი­გებ­ში, დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ძი­რი­თა­დად სამ­შე­ნებ­ლო უბ­ნებ­ზე. 1967 წელს და­ამ­თავ­რა ქ. ვო­რო­ნე­ჟის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ავტო-სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი, 1975 წელს ჩა­ი­რი­ცხა თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში ის­ტო­რია-ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­მე­ლიც და­ამ­თავ­რა 1980 წელს.

1983 წლი­დან ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტრის მორ­ჩი­ლია, იმა­ვე წელს აღიკ­ვე­ცა ბე­რად, ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე (7 აპ­რილს) აკურ­თხეს დი­აკ­ვნად. 1983 წლი­დან და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მშე­ნებ­ლო­ბა-მო­მა­რა­გე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად. 20 ივ­ლისს (2 აგ­ვის­ტოს) აკურ­თხეს მღვდელ­მო­ნაზვნად, შემ­დეგ აიყ­ვა­ნეს იღუ­მე­ნის ხა­რისხში. 1983 წლის აპ­რი­ლი­დან თე­ლა­ვის ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რია. 12(25) სექ­ტემ­ბერს უწ­მი­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით აღყ­ვა­ნილ იქნა არ­ქი­მან­დრი­ტის ხა­რისხში. 12(25) დე­კემ­ბერს აკურ­თხეს ეპის­კო­პო­სად და წმი­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ი­ნიშ­ნა ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა.

80 წლის სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დამძიმდა. მეუფეს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ის 10 დღეზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

მეუფის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.

მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რაიონ სოფელ ვარდისუბანში, 1956 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ძირითადად სამშენებლო უბნებზე. 1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი, 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.

1983 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე (7 აპრილს) აკურთხეს დიაკვნად. 1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად. 20 ივლისს (2 აგვისტოს) აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 12(25) სექტემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 12(25) დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ