საქართველოში წლევანდელი ზაფხული ნორმაზე ცხელი იქნება, ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცხელი აღმოჩნდა მიმდინარე თვეც.
ქოქოსაძის ინფორმაციით, ზაფხულში ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი იქნება, თუმცა ანომალიურ სიცხეს სინოპტიკოსები არ პროგნოზირებენ.
ტემპერატურასთან ერთად, ნორმაზე მეტი იქნება ნალექების რაოდენობაც - ხშირად იწვიმებს როგორც აღმოსავლეთ, ისე - დასავლეთ საქართველოში.
ზაფხული საკმაოდ ცხელი იყო გასულ წელსაც, თბილისში შარშან 41 გრადუსი დაფიქსირდა, რაც დედაქალაქისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.