მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს ოდესაში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ის შადრევნებს შორის დარბის.
"მარიუპოლში, რა თქმა უნდა, შადრევნები ძალიან კარგია, თუმცა არც ოდესაშია ნაკლები," - წერს სააკაშვილი.
მანამდე კი სააკაშვილმა სანაპიროზე გაისეირნა და აღნიშნა, რომ ზღვის წყლის მწვანე ფერი ადამიანისთვის საშიშია. ზღვის დაბინძურებას კი ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქალაქის ხელისუფლებას აბრალებს.