ავტორი:

სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი გამოვიდა

სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი გამოვიდა

„ბრავო რექორდსმა“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით "პერიფრაზი”. ალბომში შესულია პროექტ „მხოლოდ ქართულში“ სოფოს მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: „იაგუნდი“; „ძეგლად გადმომეფარე“; „ჰერიო ბიჭებო“; „ჯადოსნური კვერცხი“; „ჩემი აღარა ხარ მორჩა“; „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“; „თათრის გოგონავ“; „ადანდალი” და „ფაჩუჩები“.

28 ივნისს, კომპანია „ბრავო რექორდსი“ და „რუსთავი 2“ სპორტის სასახლეში სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, სადაც ალბომში შესულ ყველა სიმღერასთან ერთად ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახლებური ვერსიებიც შესრულდება.

პროექტში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მარინა ბერიძე, მონაწილეობას მიიღებენ: ბენდი „ნიუტონი“ - შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზვიად ბოლქვაძე (არანჟირებების ავტორი, ვოკალი, გიტარა, კლავიში და სხვა); ლევან კემულარია (საყვირი); გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) და სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები.

კონცერტის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლის ფოიეში, მსურველებს ალბომის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, პარალელურად გაიმართება ალბომზე ხელმოწერის ცერემონიალი (sighning party).

19 წლის სოფო ბათილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულია. მან პროექტის დაწყებისთანავე, უნიკალური შესრულების მანერით ქართველი მსმენელის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

სოფო გამოირჩევა განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და ინდივიდუალიზმით. მისი დამოკიდებულება ქართული სიმღერისადმი არის თამამი და ამავე დროს ფრთხილი. ზვიად ბოლქვაძის და სოფო ბათილაშვილის საოცარი ტანდემი, არის ახალი სიტყვა ქართულ მუსიკალურ სცენაზე.

სოფო ძალიან პატარა ასაკიდან მღერის, იყო რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის წევრი, დამთავრებული აქვს მუსიკალური ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით, ფლობს არაერთ ინსტრუმენტს ამჟამად, კი ვოკალის განხრით ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს, ასევე არის აფხაზეთის კაპელის წევრი, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება: BILETEBI.GE-ზე და სპორტის სასახლის სალაროებში.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს