პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ერთ დროს გადაშენებული ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა - ულამაზესი სანახაობა ვაშლოვანის ნაკრძალიდან
საქართველოში ერთ დროს გადაშენებული ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა - ულამაზესი სანახაობა ვაშლოვანის ნაკრძალიდან

ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სა­მუ­ხის ველ­ზე ქურ­ცი­კე­ბის მე­ხუ­თე თა­ო­ბა და­ი­ბა­და.

ქურ­ცი­კე­ბი ანუ ჯე­ირ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში გა­და­შენ­დნენ, თუმ­ცა, 2014 წელს, ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის (WWF) კავ­კა­სი­ის ოფი­სის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სა­ზღვრო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე 40 ქურ­ცი­კი გად­მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც გამ­რავ­ლდნენ და ახლა კვლავ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ულა­მა­ზე­სი სა­ხე­ო­ბის ხილ­ვა ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, სა­მუ­ხის ველ­ზე.

ქურ­ცი­კებ­ზე მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს დაკ­ვირ­ვე­ბა და მო­ნი­ტო­რინ­გი, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და სხვა ექ­სპერ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით. ამ ეტაპ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 90-ზე მეტი ინ­დი­ვი­დია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

რო­გორც ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონდში ამ­ბო­ბენ, მო­ნა­ცე­მე­ბი იმე­დის მომ­ცე­მია, თუმ­ცა, ჯერ კი­დევ დიდი სა­მუ­შა­ოა წინ. იმი­სათ­ვის, რომ ქურ­ცი­კე­ბის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი პო­პუ­ლა­ცია არ­სე­ბობ­დეს, სა­ჭი­როა გაგ­რძელ­დეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ქურ­ცი­კე­ბის ტრანსლო­კა­ცია და მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნას დაყ­ვა­ნი­ლი გარე ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი.

ქურ­ცი­კე­ბის რე­ინ­ტრო­დუქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის (WWF) პრო­ექ­ტის „ტრან­სა­სა­ზღვრო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სამ­დივ­ნოს“ (TJS-III) ფარ­გლებ­ში გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს (BMZ) და­ფი­ნან­სე­ბით, KFW-ს რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ავტორი:

საქართველოში ერთ დროს გადაშენებული ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა - ულამაზესი სანახაობა ვაშლოვანის ნაკრძალიდან

საქართველოში ერთ დროს გადაშენებული ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა - ულამაზესი სანახაობა ვაშლოვანის ნაკრძალიდან

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სამუხის ველზე ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა.

ქურციკები ანუ ჯეირნები, საქართველოში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდნენ, თუმცა, 2014 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანელი კოლეგების დახმარებით, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიებზე 40 ქურციკი გადმოიყვანეს, რომლებიც გამრავლდნენ და ახლა კვლავ შესაძლებელია ამ ულამაზესი სახეობის ხილვა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, სამუხის ველზე.

ქურციკებზე მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება და მონიტორინგი, დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისა და სხვა ექსპერტების აქტიური ჩართულობით. ამ ეტაპზე, დაახლოებით 90-ზე მეტი ინდივიდია დაფიქსირებული ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე.

როგორც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში ამბობენ, მონაცემები იმედის მომცემია, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა წინ. იმისათვის, რომ ქურციკების სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია არსებობდეს, საჭიროა გაგრძელდეს აზერბაიჯანიდან ქურციკების ტრანსლოკაცია და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარე ხელისშემშლელი ფაქტორები.

ქურციკების რეინტროდუქცია მიმდინარეობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტის „ტრანსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს“ (TJS-III) ფარგლებში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, KFW-ს რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საშუალებით.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ