პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერია დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს - რომელი ობიექტები მოხვდება სიაში
მერია დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს - რომელი ობიექტები მოხვდება სიაში

თბი­ლი­სის მე­რია უკვე დას­რუ­ლე­ბულ თუმ­ცა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­უ­ღე­ბელ შე­ნო­ბებ­ზე ამ­ნის­ტი­ას აცხა­დებს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ­დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ­ნის­ტია იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებ­სა და სამ­შე­ნებ­ლო დარ­ღვე­ვებს ეხე­ბა. კა­ლა­ძის თქმით, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ამ­ნის­ტია შე­ე­ხოს, გარ­კვე­ულ კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, დე­და­ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 600 ობი­ექ­ტია, რო­მე­ლიც დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არ არის მი­ღე­ბუ­ლი.

„სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია დას­რუ­ლე­ბუ­ლი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­უ­ღე­ბე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­კი­თხი. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია ქა­ლაქ­ში და ამ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი. 600-ზე მეტი ობი­ექ­ტია ასე­თი, რო­მე­ლიც დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არაა მი­ღე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს სე­რი­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, პირ­ველ რიგ­ში იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ამ კონ­კრე­ტულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში ფლობს ფარ­თებს, რად­გან ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის ფასი, სა­ბაზ­რო ფას­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან და­ბა­ლია და ვერ იყე­ნებს ვე­რა­ფერ­ში. მა­გა­ლი­თად, კრე­დი­ტის ასა­ღე­ბად თუ ესა­ჭი­რო­ე­ბა ბი­ნის ჩა­დე­ბა, არც ერთი ბან­კი ასეთ სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს, რო­მე­ლიც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არაა მი­ღე­ბუ­ლი არ ჩა­დებს. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის და იმ დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რად. ამი­ტომ ჩვენ ვა­კე­თებთ ამ­ნის­ტი­ას და გვინ­და მი­ვი­ღოთ ეს შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ ანა­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი იქ­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი. ამ­ნის­ტია არ შე­ე­ხე­ბა ისეთ დარ­ღვე­ვებს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ქა­ლა­ქის ვი­ზუ­ა­ლურ სტან­დარ­თან, მაგ­რამ იგი შე­ე­ხე­ბა ისეთ დარ­ღვე­ვებს, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბაც უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ­ნის­ტია შე­ე­ხე­ბა სამ­შე­ნებ­ლო დარ­ღვე­ვებს, 2019 წლის 16 მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, მო­მა­ვალ კვი­რა­ში შედ­გე­ბა პრე­ზენ­ტა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვის შე­ე­ხე­ბა ამ­ნის­ტია.

ამას­თან, მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­მო­მავ­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის შეს­ვლა და ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც არ არის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი.

კახა კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქტი, რო­მე­ლიც 2009 წელს გა­უქ­მდა და რო­მელ­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­უ­ღე­ბელ შე­ნო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა, ისევ ძა­ლა­ში შევა.

„2009 წელს გა­უქ­მდა აქტი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­უ­ღე­ბელ შე­ნო­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სახ­ლე­ბა და ცხოვ­რე­ბა. ვფიქ­რობ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი იყო იმი­ტომ, რომ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის­თვის ხელ­შე­წყო­ბა მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა დღეს უკვე იკ­ვე­თე­ბა, რომ ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და გვინ­და რომ ეს აქტი, რო­მე­ლიც 2009 წლამ­დე მოქ­მე­დებ­და, და­ვაბ­რუ­ნოთ ძა­ლა­ში და შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის შეს­ვლა და ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც არ არის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი.

ზო­გა­დად, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბა არის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ის ნა­წი­ლი, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბა რამ­დე­ნად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ნა­გე­ბო­ბა პრო­ექტთან და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­თან. თქვენ იცით, რომ, რო­დე­საც სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა ხდე­ბა, იმ ნე­ბარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის პრო­ექ­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ დღეს იმ სა­მარ­თლებ­რივ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ვართ, რო­დე­საც შე­უძ­ლე­ბე­ლია ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­უ­ღე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოყ­ვა­ნა, თუმ­ცა მიგ­ვაჩ­ნია, რომ ის მა­ინც უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ არ და­ვუშ­ვათ ისეთ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არ იქ­ნე­ბა შე­სუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კატერინა(ციცო)
0

დიდი მადლობა, გაიხარეთ, ამ ტერიტორიაზე ვერაფერს ვიგებთ, თუ იქნება შესაძლებლობა ჭავჭავაძის 37- სადაც დგას 4 ხუთსართულიანი ძველი კორპუსები არასტანდარტული, გვაინტერესებს მათი ბედი, თუ არის შესაძლებლობა ვისაც რთული პირობები აქვთ ინდივიდუალურად მაინც დაკმაყოფილდნენ - მადლობა

ავტორი:

მერია დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს - რომელი ობიექტები მოხვდება სიაში

მერია დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს - რომელი ობიექტები მოხვდება სიაში

თბილისის მერია უკვე დასრულებულ თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამნისტია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებს ეხება. კალაძის თქმით, შენობა-ნაგებობას, რომელსაც შეიძლება ამნისტია შეეხოს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 600 ობიექტია, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

„საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დასრულებული და ექსპლუატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი სახლების საკითხი. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები ძალიან ბევრია ქალაქში და ამ შენობა-ნაგებობებში, ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. 600-ზე მეტი ობიექტია ასეთი, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არაა მიღებული. შესაბამისად, ეს სერიზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით ძალიან დაბალია და ვერ იყენებს ვერაფერში. მაგალითად, კრედიტის ასაღებად თუ ესაჭიროება ბინის ჩადება, არც ერთი ბანკი ასეთ საცხოვრებელ ფართს, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული არ ჩადებს. შესაბამისად, ასეთი შენობა-ნაგებობების და იმ დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი ფიზიკურად. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა მივიღოთ ეს შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში, თუმცა სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდართან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს, 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალ კვირაში შედგება პრეზენტაცია და საზოგადოებას დეტალურად წარედგინება ინფორმაცია, თუ ვის შეეხება ამნისტია.

ამასთან, მერიის გადაწყვეტილებით, სამომავლოდ შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.

კახა კალაძის ინფორმაციით, აქტი, რომელიც 2009 წელს გაუქმდა და რომელმაც შესაძლებელი გახადა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება, ისევ ძალაში შევა.

„2009 წელს გაუქმდა აქტი და ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში შესაძლებელი გახდა ადამიანების შესახლება და ცხოვრება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იყო იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორისთვის ხელშეწყობა მომხდარიყო, თუმცა დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ვიღებთ გადაწყვეტილებას და გვინდა რომ ეს აქტი, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, დავაბრუნოთ ძალაში და შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.

ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღება არის ზედამხედველობის ის ნაწილი, რომლითაც დგინდება რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან. თქვენ იცით, რომ, როდესაც სამშენებლო ნებართვის გაცემა ხდება, იმ ნებართვის საფუძველზე უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობის პროექტი. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს იმ სამართლებრივ მოცემულობაში ვართ, როდესაც შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ სამომავლოდ არ დავუშვათ ისეთ შენობა-ნაგებობებში ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იქნება შესული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.