კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსებით ისწავლის
გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსებით ისწავლის

აშშ-ს პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ის­წავ­ლის 100 %-იანი და­ფი­ნან­სე­ბით. 23 წლის მა­რი­ამ ამი­ნაშ­ვილს ვა­შინგტონ­ში, ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (George Washington University) ეკო­ნო­მი­კის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა სრუ­ლად და­უ­ფი­ნან­სა და სტი­პენ­დი­აც და­უ­ნიშ­ნა.

მა­რი­ა­მი სა­ქარ­თვე­ლოს 5 წლით და­ემ­შვი­დო­ბე­ბა და ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით სრულ­ყო­ფილ ცოდ­ნას მი­ი­ღებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, გა­და­წყვი­ტა, რომ ორი სა­უ­კუ­ნის წინ და­ფუძ­ნე­ბულ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ გა­ეშ­ვა.

მა­რი­ამ­მა თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს გა­უ­ზი­ა­რა.

- მა­თე­მა­ტი­კით ბავ­შვო­ბი­დან იყა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი? რა გა­რე­მო­ე­ბებ­მა შე­უ­წყო ხელი თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას?

- თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი - სულ ვცდი­ლობ­დი, ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად უკე­თე­სი ად­გი­ლი მე­პოვ­ნა. ბოლო წლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ვიც­ვლი­დი სკო­ლებს. ბო­ლოს სან­ზო­ნა­ში 32-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან მომ­წონ­და მა­თე­მა­ტი­კა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლე.

ეკო­ნო­მი­კას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ჩე­ხეთ­ში, „მა­სა­რი­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მქონ­და, სა­დაც გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ერთი სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დი, უკვე ვი­ცო­დი, რომ ეკო­ნო­მი­კის უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შეს­წავ­ლა მინ­დო­და.

ბევ­რის­გან ვი­ცო­დი, რომ ამის­თვის მთელ რე­გი­ონ­ში ამ მხრივ, ISET სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი იყო, რო­გორც და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბით, ისე სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, გა­მორ­ჩე­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტით, სა­დაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ლექ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ. ასე­ვე ვი­ცო­დი მათი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ცხა­დია, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია სად გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა.

- „ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტუ­დენ­ტო­ბამ­დე გავ­ლი­ლი გზა მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბო­და... რო­გო­რია ასეთ პრეს­ტი­ჟულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე მოხ­ვედ­რა?

- სა­ნამ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სა­ბუ­თებს გავ­გზავ­ნი­დი, რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა დამ­ჭირ­და. ეს „აი­სე­ტის“ დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის ფონ­ზე ნამ­დვი­ლად არ იყო ად­ვი­ლი. ასე­ვე, ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ლექ­ტო­რე­ბის სა­ხით სამი რე­კო­მენ­და­ტო­რი მყავ­და, რომ­ლებ­მაც ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შეს. ვფიქ­რობ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის გა­რე­შე ამ ეტა­პამ­დე მის­ვლა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- რამ­დე­ნი ხნით ემ­შვი­დო­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და რო­გო­რია თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი?

- ცხა­დია, გული მწყდე­ბა რომ მივ­დი­ვარ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რად­გან წინ ჩემ­თვის ჯერ უც­ნო­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მე­ლო­დე­ბა.

- გი­წევთ თუ არა აქ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ან სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა, რო­მელ­თა გა­მოც გული გწყდე­ბათ?

- რად­გან ვი­ცო­დი რომ მივ­დი­ო­დი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე უარი მეთ­ქვა, რა­ზეც ცო­ტა­თი მწყდე­ბა გული, რად­გან ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვტო­ვებ ოჯახს, სა­დაც და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე და რომ­ლის ყვე­ლა წევ­რიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და გან­ვიც­დი, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ით მათ­გან შორს უნდა ვიყო.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, მას შემ­დეგ, რაც ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რის ხა­რისხს მი­ი­ღებთ, მუ­შა­ო­ბას აშშ-ში გა­აგ­რძე­ლებთ?

- ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ მინ­და არ­ჩე­უ­ლი პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლო და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსებით ისწავლის

გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსებით ისწავლის

აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი ისწავლის 100 %-იანი დაფინანსებით. 23 წლის მარიამ ამინაშვილს ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტმა (George Washington University) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა სრულად დაუფინანსა და სტიპენდიაც დაუნიშნა.

მარიამი საქართველოს 5 წლით დაემშვიდობება და ეკონომიკის მიმართულებით სრულყოფილ ცოდნას მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამსახურთან დაკავშირებით კარგი შემოთავაზება მიიღო, გადაწყვიტა, რომ ორი საუკუნის წინ დაფუძნებულ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვა.

მარიამმა თავისი ინტერესებისა და გამოწვევების შესახებ დეტალები AMBEBI.GE-ს მკითხველს გაუზიარა.

- მათემატიკით ბავშვობიდან იყავით დაინტერესებული? რა გარემოებებმა შეუწყო ხელი თქვენი პროფესიის არჩევას?

- თბილისის რამდენიმე სკოლაში ვსწავლობდი - სულ ვცდილობდი, ცოდნის მისაღებად უკეთესი ადგილი მეპოვნა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით ხშირად ვიცვლიდი სკოლებს. ბოლოს სანზონაში 32-ე სკოლა დავამთავრე. სკოლაში ძალიან მომწონდა მათემატიკა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით გავაგრძელე.

ეკონომიკასთან პირველი შეხება ჩეხეთში, „მასარიკის უნივერსიტეტში“ მქონდა, სადაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობდი. საქართველოში რომ დავბრუნდი, უკვე ვიცოდი, რომ ეკონომიკის უფრო საფუძვლიანად შესწავლა მინდოდა.

ბევრისგან ვიცოდი, რომ ამისთვის მთელ რეგიონში ამ მხრივ, ISET საუკეთესო ადგილი იყო, როგორც დასავლური სტანდარტებით, ისე სწავლების მაღალი ხარისხით, გამორჩეული ფაკულტეტით, სადაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორები იყვნენ. ასევე ვიცოდი მათი კურსდამთავრებულების წარმატებების შესახებ და ცხადია, ბევრი არ მიფიქრია სად გამეგრძელებინა სწავლა.

- „ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის“ სტუდენტობამდე გავლილი გზა მარტივი არ იქნებოდა... როგორია ასეთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე მოხვედრა?

- სანამ უნივერსიტეტებში საბუთებს გავგზავნიდი, რამდენიმე საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება დამჭირდა. ეს „აისეტის“ დატვირთული რეჟიმის ფონზე ნამდვილად არ იყო ადვილი. ასევე, ჩემი ამჟამინდელი ლექტორების სახით სამი რეკომენდატორი მყავდა, რომლებმაც ჩემს წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს. ვფიქრობ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის გარეშე ამ ეტაპამდე მისვლა ძალიან გამიჭირდებოდა.

- რამდენი ხნით ემშვიდობებით საქართველოს და როგორია თქვენი ემოციები?

- ცხადია, გული მწყდება რომ მივდივარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მიხარია, რადგან წინ ჩემთვის ჯერ უცნობი და საინტერესო ცხოვრება მელოდება.

- გიწევთ თუ არა აქ იმ ადამიანების ან სამსახურის დატოვება, რომელთა გამოც გული გწყდებათ?

- რადგან ვიცოდი რომ მივდიოდი, იძულებული გავხდი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებულ პოზიციაზე უარი მეთქვა, რაზეც ცოტათი მწყდება გული, რადგან ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. გარდა ამისა, საქართველოში ვტოვებ ოჯახს, სადაც დავიბადე და გავიზარდე და რომლის ყველა წევრიც ძალიან მიყვარს და განვიცდი, რომ გარკვეული დროით მათგან შორს უნდა ვიყო.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის დოქტორის ხარისხს მიიღებთ, მუშაობას აშშ-ში გააგრძელებთ?

- ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება იმას, რომ მინდა არჩეული პროგრამა წარმატებით დავასრულო და მიღებული ცოდნა საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოვიყენო.

"ტელეფონით საუბრის დროსაც კი იარეთ" - როგორ შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა თვითიზოლაციისას და რა ვარჯიშებს გვირჩევს ჯანმო

ეკა დემეტრაძის ახალი ცხოვრება - მსახიობი "ჩემი ცოლის დაქალებში" ნაპოვნ სიყვარულთან ერთად (ფოტო)

"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე